“აიისას” დამფუძნებელი: ”ეს ჩვეულებრივი ხუმრობაა”

"აიისას" დამფუძნებელი: ”ეს ჩვეულებრივი ხუმრობაა”“სარკენიუსი” იმ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომელიც კომპანია “აიისას” მიერ წარმობულ ქართულ პრეზერვატიზვეა ატეხილი სოციალურ ქსელებში. ხმაური პრეზერვატივებზე დატანილმა წარწერებმა და სურათებმა გამოიწვია. “სამეფო კარი თამარიში”, “ბნელი რაინდი”, “ძლევაი საკვირველი”. ყველაზე მეტად კი საზოგადოება პრეზერვატივზე დატანილმა თამარ მეფის სურათმა აღაშფოთა, რომელსაც აწერია – “სამეფო კარი თამარიში”.

“ქართული პრეზერვატივი რომელზეც დახატულია თამარ მეფე და მომხმარებლებს აერთიანებს ლოზუნგით “სამეფო კარი თამარიში” – ერის გარყვნა და გადაჯიშება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების და არალეგალების მომრავლებით არ ხდება – ასეთი წვრილმანებით ხდება, ისტორიის, კულტურის და ცნობიერების არევა.

თამარი, ვისაც არ ახსოვს, შემიძლია შევახსენო, რომ ის გიორგი მესამემ გამოაცხადა ჯერ თანამოსაყრდედ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ერთპიროვნული მმართველი და საქართველოს მეფე გახდა. მის სახელს უკავშირდება უამრავი ეკლესია-მონასტრის აშენება, კულტურული და ეკონომიკური ძლიერება, საქართველოს სამეფოს ოქროს ხანა, რისთვისაც ამ და სხვა მრავალი დამსახურების გამო გარდაცვალების შემდეგ ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა”, – წერს “ფეისბუქში” გიორგი ნიკოლაიშვილი.

ამ თემას ეხმაურება მსახიობი იუნა შაფათავა, რომელმაც დაწერა:

“საერთოდ გარეკეთ? ასეთი ბიზნესი პიარს არ იკეთებს. საქართველოს ისტორიის და კულტურის შეურაცხყოფის გამო ამ კომპანიას საერთოდ უნდა აეკრძალოს ბიზნესის კეთება და მთელი პროდუქციის ტირაჟი ამოღებულ იქნას გაყიდვიდან. პლუს ამას, ისტორიის შეურაცხყოფისთვის დაეკისროს ჯარიმა. გეყოთ რა! ხ..ზე ჩამოსაცმელზე თამარ მეფე რომ არ დახატოთ, ისე ვერ ყიდით? ცოტა ბოზი დადის საქართველოში – აკვდებიან პრეზერვატივის რეკლამას!

ჩამოყარეთ პრეზერვატივის რეკლამის “ფეისები” და ვინც იცნობთ, ამ სუპერ ბიზნესის პატრონი მონიშნეთ”.

“სარკენიუსს” დაუკავშირდა “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე და გვთხოვა, კომპანიის აზრიც დაგვეფიქსირებინა, რაზეც, ბუნებრივია, უარი არ გვითქვამს.

ანანია გაჩეჩილაძე:

– თამარ მეფე არის მონარქთა კოლექციის ნაწილი. საერთოდ ნებისმერ თემას და მოვლენას ეხება ხოლმე ბრენდი. ეს კონკრეტული არის სერიალ “სამეფო კარის თამაშების” და თამარ მეფის შეერთებით გაკეთებული დიზაინი.

– და ალბათ ამ ხმაურისთვისაც იყო გათვლილი, ხომ? ძალიან სენსიტიურ თემას შეეხეთ და, ბუნებრივია, საზოგადოების რეაქცია წინასწარ გექნებოდათ გათვლილი.

– სკანდალზე არ ყოფილა გათვლა, თუმცა მე პირადად არ მიმაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. მთავარია, ვიცოდეთ, რომ განსხვავებული აზრები არსებობს და გვქონდეს მიმღებლობა. ეგაა პატივისცემაც და თანაარსებობაც. და ვინც არასწორად გაიგო ან რელიგიურ და ეროვნულ ჭრილში განიხილავს, უბრალოდ ავიწყდება, რომ ყველაფერზე ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

და ვინც იმუქრება და ძალადობით უნდა თავისი აზრის დაფიქსირება, აუცილებლად სამართლებრივად მოუწევს პასუხისგება.

– ვინ გემუქრებათ, იქნებ დააკონკრეტოთ.

– არიან ეგეთი იუზერები. მაგის გამო პოლიციაშიც ვიყავი და განცხადება შევიტანე

– “ქართული მარშის” წევრებს გულისხმობთ?

– ინდივიდები არიან, რომლებიც “ქართული მარშის” იდეოლოგიას იმეორებენ. ორგანიზებული ჯგუფია, გვერდები აქვთ შექმნილი და გეგმავენ ონლაინ ტერორებს.

ეს ზოგადად არის სრული კოლექცია, სადაც “ძლევაი საკვირველიც” შედის და ლევან ვასაძის კარიკატურა, როგორც ბნელი რაინდის, რადგან მაგ კაცის განცხადებები ბრენდის იდეოლოგიისთვის მიუღებელია.

– ანუ ნიღბით ლევან ვასაძეა?

– კი, ლევან ვასაძეა. ხომ არის რაინდად კურთხეული. ბნელი რაინდი ფილმიც ხომ არის “ბეტმენზე” და დაკავშირებულია ერთმანეთთან, ისევე, როგორც სერიალი და თამარ მეფე და ისევე, როგორც დიდგორის ბრძოლა და სექსუალური აქტი.

– ლევან ვასაძე ალბათ გიჩივლებთ მორალური შეურაცხყოფისთვის.

– იჩივლოს, ჩვეულებრივი ხუმრობაა.

– თქვენი ან კომპანიის ხელმძღვანელების სურათები რომ დაახატონ პრეზერვატივს ან ტუალეტის ქაღალდს, ჩვეულებრივ ხუმრობად ჩათვლით? თქვენი ფოტოები რომ ნახოთ ტუალეტის ქაღალდზე, როგორი რეაქცია გექნებათ კომპანიაში?

– მეტსაც გეტყვით დახატვასთან დაკავშირებით, ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს სპეციალური “გაბანტვის” სერვისით და რაც უნდა, ის დაახატოს ექსკლუზიურად. თავიანთი თავის ფოტოებსაც უკვეთავენ, მეგობრისასაც და ნებისმიერ შინაარსს. კომპანიის პოზიციაა, რომ პრეზერვატივიც ისეთივე პროდუქტია, როგორც ნებისმიერი სხვა.

– კომპანიის ხელმძღვანელი ვინ არის?

– მე ვარ დამფუძნებელი და სხვადასხვა მიმართულებით გუნდი მუშაობს.