,,სარკე”, ნანა კობახიძე ,,ხშირად დავფიქრებულვარ, რა არის ცხოვრება – ეს მუდმივი ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ასე იყო და იქნება დაუსრულებლად. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია საკუთარი ცხოვრების მიმართ. ასაკთან ერთად ადამიანს უჩნდება კითხვა: ,,ვიცხოვრე კი ისე, როგორც საჭიროა?”. ჩემი ცხოვრების მიმართ უკმარისობის განცდა მაქვს. ბევრი რამ დამრჩა გაუკეთებელი”, – უთხრა კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ეკა ჩხეიძე: ,,იმ ღამეს ღმერთმა ჩემი შვილი განსაცდელისგან დაიფარა”
,,სარკე”, ლია ოსაძე მსახიობი ეკა ჩხეიძე ,,სარკეს” ერთ საოცარ ამბავზე უყვება და ამბობს, რომ უფალმა გარდაუვალი განსაცდელისგან დაიცვა. ეკა ჩხეიძე: ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, როცა ჩემი შვილი, ინანო, ერთი წლით გერმანიაში სასწავლებლად მიდიოდა. პირველად უწევდა საზღვარგარეთ მარტო ცხოვრება. თანაც ისეთ ქალაქში მიდიოდა, სადაც ნაცნობი არავინ გვყავდა. ძალიან ნერვიულობდა. გაფრენამდე ინანომ სახლში ცოტახანს დაიძინა და […]
ნატო დუმბაძე: ,,ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ სენს დაძლევდა, მაგრამ ვერ მოერია”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ,,ქუჩის ბიჭების”, ,,სეიშენის”, ქეთა თოფურიას, თიკა ჯამბურიას, ბუკა მანაგაძისა და ჯაბა ქარსელაძის პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, წლებია, შოუბიზნესში აღარ საქმიანობს. ინტერნეტის განვითარების შედეგად ,,იუთუბსა” და სხვა სოციალურ ქსელებში იმდენად გაადვილდა მომღერლის შესაძლებლობების წარმოჩენა, მათთვის პროდიუსერი ძველებურად საჭირო აღარ არის. შოუბიზნესში დაბრუნება არ ენატრება. დიდი დოზით ჰქონდა კონცერტები, […]
ნამდვილი ცეზარის რეცეპტი ანიტა რაჭველიშვილისგან – ,,საქართველოში არსად აკეთებენ კარგად”
ოპერის ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი ,,სარკის” მკითხველს თავისი საყვარელი სალათის რეცეპტს უზიარებს: -ძალიან მიყვარს ქათმის სალათი, რომელსაც სჭირდება პომიდორი, სალათის ფურცლები, ოღონდ ხელით დაფლეთილი და არა – დანით დაჭრილი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი, ქათმის მოხარშული ფილე, კიტრი, მოხარშული კვერცხი, ბლომად შავი პილპილი და მარილი. ყველა ინგრედიენტს გემოვნების მიხედვით ჩააყრით. ქათმის ფილეს დაძენძავთ, ინგრედიენტებს დაჭრით და ყველაფერს ერთმანეთში […]
ეკა არჩვაძე: ,,სულ ვგრძნობ, რომ ჩემი მამაკაცი გვერდით არის”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე 2021 წელი ანსამბლ “ალილოს” და “ქუჩის მუსიკოსების” გამორჩეული მომღერლის, გია დავითიანისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდა. მან და მშვენიერმა ქალბატონმა, გინეკოლოგმა ეკა არჩვაძემ, ოჯახი შექმნეს. ორივეს ცხოვრებაში იყო პირველი ქორწინება და ზრდასრული შვილებიც ჰყავთ, რომლებმაც მშობლებს გადაწყვეტილება მოუწონეს და ერთად სავალი გზა დაულოცეს. ახალდაწყებულ ოჯახურ ცხოვრებაზე ეკა “სარკეს” ესაუბრა: – მე დიდი ხანი […]
ციცინო ცხვედიანი: ,,ჩემი ქმარი ამბობს, არ ვიცი, ქალი მოვიყვანე ცოლად თუ კაციო”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ციცინო ცხვედიანი ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ითვლება სამოქალაქო სამართალში, მისი ქმარი ზურაბ როსტიაშვილი კი სისხლის სამართლის საქმის საუკეთესო სპეციალისტი და ადვოკატია. წყვილი 40 წელია ერთად არიან. სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ. ქალბატონი ციცინო ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში გაუმართლა, მაგრამ საქმიან ცხოვრებას რაც შეეხება, დღემდე ხინჯად აქვს გულში, რომ ხელოვანი არ გახდა […]
სოსო ჯაჭვლიანი: ,,ჰიბრიდული სვანი გამოვდექი, რახსაც ვიტან და ღვინოსაც”
,,სარკე”, მანანა გეგია სპორტსმენი, მსახიობი, რეჟისორი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი, ქართული სუფრის კულტურის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ არ მოსწონს, როცა ისეთ ადამიანებს ადღეგრძელებენ, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. არც ღვინის დაძალება უყვარს, არც გადამეტებული სმა და არც თავისი ხელით დაყენებული ღვინო ემეტება ყველასთვის. რა პრეტენზიები აქვს ქართულ სუფრასთან, რა პლუსებს და მინუსებს ხედავს ამ კულტურაში, […]
ელდარ შენგელაია: ,,პატარა კუბო იყო, შიგ რა იყო, არ ვიცოდი, რადგან ცხედარი ხომ დაიწვა”
,,სარკე” ,,ვერა და ვერ გავაგებინე, ბატონო, ვერავის, რომ ალფა პლუს ბეტა, პლუს გამა, პლუს სიყვარული!.. პლუს სიყვარული უდრის აღმაფრენას!” – ასეთია ფრენის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ფილმის გმირი, ხანდაზმული შერეკილი, ქრისტეფორე ქადაგებს. სიყვარული, უდავოდ, უზენაესია ამქვეყნად, ის არის ყოველგვარი აღმაფრენისა და შემოქმედებითობის სათავე. ,,სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი” – ვერტიკალური, ანუ უსასრულობისკენ, ზეცისკენ მისწრაფული და ბრუნვადი, ანუ […]
ია ნანეიშვილი: ,,მამაცი უნდა იყო, ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს”
,,სარკე” ,,არ მინდა, მოვკვდე! მე ამას ყოველდღე ვუმეორებ საკუთარ თავს, ოღონდ სრულიად სხვა კონტექსტში. სწორედ ეს სიტყვები მაძლევს ძალას და სტიმულს, დასახული მიზნისაკენ ყოველდღე თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგა. სამყაროში იმაზე გაცილებით მეტი ფერია, ვიდრე ადამიანის თვალს შეუძლია აღქმა. ნებისმიერი ფერი შეიძლება შენი გახდეს, თუ მის არსებობას შენში გრძნობ, რადგანაც ყოველი ჩვენგანი ხედავს მხოლოდ იმას, […]
ხათუნა ჟორდანია: ,,ჩემი პირველი სიყვარული ის იყო და ზურა უკანასკნელი სიყვარულია”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ცნობილი ოჯახის წარმომადგენლის, შოუბიზნესის პოპულარული სახის, ხათუნა ჟორდანიას ცხოვრებაში სიმსივნის დამარცხებამ პრიორიტეტები შეცვალა. ახლა უფრო მეტად აფასებს იმ სიყვარულს, რომელიც 20 წლის წინ ,,ქუჩის ბიჭ” ზურა ხაჩიძით დაიწყო. ხათუნა წარსულზე ლაპარაკის დროს ყოველთვის გულწრფელია. არასოდეს ცდილობს, თავისი ცხოვრებისეული მოვლენები შეალამაზოს. ხათუნასთვის ადრეც და ახლაც ყველაზე ძვირფასი ოჯახური ურთიერთობებია. ,,სარკესთან” თავისი განვლილი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი […]










