,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ყოფილი მორაგბე, 30 წლის ბაჩო კოლელიშვილი, ,,რუსთავი 2″-ის ტოქ შოუ “ღამის პრაიმ ტაიმის” ყველაზე უმცროსი წევრია და აქამდე ტელევიზიასთან შეხება არასოდეს ჰქონია. ეს შეთავაზება მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გარკვეული პერიოდი ფიქრობდა, რომ, უბრალოდ, შეეშალათ. ყველანაირად ცდილობს, გამოწვევას კარგად გაართვას თავი. მისი მთავარი მიზანია, რომ იყოს ბუნებრივი და თავისუფალი. ეკრანზე თამაში რომ არ […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ასმათ ტყაბლაძე: ,,ჭუჭყიანი თეთრეული არ უნდა გამოფინო!”
,,სარკე” მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ 76 წლის იყო, რასაც სტუდიაში გაოცებული შეძახილებით შეხვდნენ და ერთხმად აღნიშნეს, რა შესანიშნავად გამოიყურება. მსახიობისთვის თამამი ექსპერიმენტები გარეგნულ სტილში მიუღებელი არასოდეს ყოფილა, თავადაც მიმართავდა ახალგაზრდობაში, თუმცა თვლის, რომ ქალი ამ დროს ვულგარულობისა და მოდურობის ზღვარზე გადის, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მან ,,სარკეს” ბევრი საინტერესო რამ უამბო ეკრანისა […]
ლაშა ჯუხარაშვილი: ,,ცოლი ჩემი საყრდენია”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი, ჯერ კიდევ თეატრალურის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა კასტინგის შედეგად ტელესერიალში ,,გოგონა გარეუბნიდან” გადაიღეს. ახალგაზრდა კაცი მალე გახდა პოპულარული, რაც მისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, თუმცა მალე გამოვიდა ეიფორიიდან და მიხვდა, რომ მისი პროფესიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა თეატრში მუშაობას ჰქონდა. ამ მხრივაც გაუმართლა. რუსთაველის თეატრში ექსპერიმენტული პროექტი მიმდინარეობდა, […]
მერსი სულხანიშვილი: ,,თმა გადავინერგე და ნიკაპი გავისწორე”
,,სარკეში” რომ იყურები, მოგწონთ თქვენი თავი?” – ჟურნალისტის და მოდის ბლოგერის, მერსი სულხანიშვილის მიერ ფოტოგრაფ გვანცა მაღლაკელიძის მისამართით დასმულმა ამ შეკითხვამ გადაცემაში ,,ღამის პრაიმ თაიმი” საზოგადოება გააღიზიანა. სტატუსებსა და კომენტარებში მას სასტიკად აკრიტიკებენ. მერსი წერს, რომ ამ კითხვას გააჩნია პასუხი, რომელიც შავ მასალაშია, არ აჩვენეს და მონტაჟისას ამ ყველაფრის დრამატიზება მოხდა. ,,გადაცემიდან გამქრალია უამრავი სასარგებლო […]
როგორ დაიკლო თამუნა გომართელმა 3 თვეში 30 კილო – ,,ეს დიეტა მე შევადგინე”
,,სარკე” ტელეწამყვანმა თამუნა გომართელმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმში“ მოყვა, რომ 3 თვეში 25 კილო დაიკლო. თუ როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ თავის დროზე თამუნამ ,,სარკეს” უმაბო: – ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და არაჯანსაღ ცხოვრების წესს შორის, მაგრამ, რაც 30 წელს გადავაბიჯე, ჩემთვის ეს უფრო პრიორიტეტული გახდა. ყველაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორიდან იწყება. დილით, […]
,,ნუნუკა ისეთია, მის ოჯახს თუ გაუჭირდა, ცხენიდან კაცს ჩამოაგდებს” – თამაზ თამაზაშვილი
თამაზ თამაზაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ,,სარკესთან” ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს: – ირაკლის ვიცნობდი, ვიცოდი, რომ ნორმალური ბიჭი იყო. მოვიდა, გოგოს ხელი მთხოვა და გავატანე. ცოტა მოულოდნელი კი იყო მისგან ჩემი ქალიშვილის ხელის თხოვნა, მაგრამ მომეწონა და გავატანე. ვაჟკაცური, ინტელექტუალური, მაგარი ბიჭი იყო. ჩემი სიძე პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის. წარმატებული კიკბოქსინგელი იყო. ერთი პერიოდი საფრანგეთის […]
დათო ხუჯაძე: ,,ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე მომღერალ დათო ხუჯაძესა და მუსიკოსსა და ლოტბარს, ეკა დალაქიშვილს, 2021 წლის 31 დეკემბერს შვილი შეეძინათ. გოგონას ილა დაარქვეს. ეს დათოსთვის მეორე შვილია, უფროსი გოგონა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თავისი ცხოვრების უდიდეს სიხარულზე მომღერალი ,,სარკეს” უამბობს: – 2021 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე და ჩემმა რჩეულმა, ეკა დალაქიშვილმა, ოჯახი შევქმენით და პირველ შვილიც […]
ანნა იმედაშვილი ტარხუნით და ლიმონით გამოტენილ კალმახს 18 წუთში ამზადებს
,,სარკე” ტელეპროდიუსერ დათო იმედაშვილის ცოლი, ანნა იმედაშვილი, შესანიშნავი კულინარია. ოჯახის თითოეული წევრის გემოვნებას ითვალისწინებს და ყველას გემრიელ მენიუს უდგენს. სუშის გაკეთებაც კი ისწავლა, რადგან ამ კერძზე მის სახლში უარს არავინ ამბობს. მისი რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებისთვისაც საინტერესო იქნება. ანნა იმედაშვილი: ახლა მარკეტებში სუშის პროდუქტების შეძენა შეიძლება, ამიტომ ადვილად მოამზადებთ. დაგვჭირდება წყალმცენარე ნორი, 1 ჭიქა სპეციალური, მრგვალი […]
თამარ მეფის საფლავის ადგილი ცნობილი იყო
,,სარკე”, ლია ოსაძე 2009 წელს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აღმოჩენილმა მდიდრულმა სამარხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავიდან, როცა ოქროთი ასხმული ქალის ნეშტი აღმოაჩინეს, ტელევიზიით ჟურნალისტებმა ისეთი მინიშნებები გააკეთეს, თითქოს საქმე თამარ მეფის საფლავთან გვქონდა. ბაგრატის ტაძარს უამრავი ადამიანი მიაწყდა. დღის ბოლოს უკვე გამოიკვეთა, რომ ნეშტი თამარ მეფეზე ბევრად ადრე გარდაცვლილ პიროვნებას ეკუთვნოდა. დიდგვაროვან ქალთან ერთად დამარხულ სიმდიდრეს […]
ნინო მუმლაძე: ,,არავისთვის ქმრის წართმევას არ ვგეგმავ, მაგრამ ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მსახიობმა ნინო მუმლაძემ საგანმანათლებლო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, ასევე, ორ თეატრთან თანამშრომლობს. 2021 წელს კოვიდპანდემია ნინო მუმლაძის ოჯახსაც მძიმედ შეეხო, გამზრდელი ბებია დაკარგა, რომლის სახელიც ჰქვია. ნინო ,,სარკეს” უყვება: -ბებია, სამწუხაროდ, გასულ ზაფხულს კოვიდს შეეწირა. ჩემი გამზრდელი იყო – დედაჩემის დედა და თან მისი სახელი მქვია. ისიც ნინა იყო. ასაკში იყო, 93 წლის, […]










