კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

,,გივის გარდაცვალების შემდეგ დედას სიცოცხლე აღარ უნდოდა” – მანანა ბერიკაშვილი

,,გივის გარდაცვალების შემდეგ დედას სიცოცხლე აღარ უნდოდა" - მანანა ბერიკაშვილი

,,სარკე”, ია ქუთათელაძე 2 მარტს საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის, მეუღლე, ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა. თეატრალურ უნივერსიტეტში 70 წლის განმავლობაში სტუდენტთა არაერთი თაობა აღზარდა. დღეს ყველა უდიდესი მადლიერებით და მოწიწებით იხსენებს საყვარელ პედაგოგს. გივის და ლეილას ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ქმრის გარდაცვალებიდან ხუთი წელი ქალბატონმა ლეილამ მოგონებებში გაატარა. ნელ-ნელა […]

გიზო ნიშნიანიძის მეუღლე: ,,სუფრასთან გარდაიცვალა, თამადა იყო, ლექსს კითხულობდა… თურმე ამბობდა, სამოთხეში ვარო”

,,გიზოს რომ შევხვდი, სხვაზე ვიყავი დანიშნული'' - 58 წელი გიზო ნიშნიანიძის გვერდით

,,სარკე” ,,ძნელია იყო პოეტის ცოლი, მთელი ცხოვრება მასთან იარო. თვითონ პოეტი უნდა იყო, რომ პოეტის ბედი გაიზიარო” – მწერალმა, პოეტმა და ჟურნალისტმა გიზო ნიშნიანიძემ ეს სტრიქონები საყვარელ ქალს, ლიანა კეჭაყმაძეს მიუძღვნა, რომელთან ერთადაც 58 წელი გალია. ამ სიყვარულზე ქალბატონი ლიანა ,,სარკეს” უამბობს: – ოჯახი რომ შევქმენით, მე 19 წლის ვიყავი, გიზო – 25 წლის. ამ […]

,,სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, სარკეში მნახა” – იდუმალებით მოცული ამბები ონისე ონიანის ცხოვრებაში

,,სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, სარკეში მნახა" - იდუმალებით მოცული ამბები ონისე ონიანის ცხოვრებაში

,,სარკე” მსაიხობი ონისე ონიანის ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ისეთი რამ, რისი ახსნაც შეუძლებელია. ამის შესახებ მსახიობი ,,სარკესთან” საუბრობს: -სანამ დედაჩემის დედა გარდაიცვლებოდა, უცნაური ამბავი მოხდა. აგვისტო იყო და რაჭაში, ჩემს სოფელ სადმელში ვისვენებდი. მეზობელმა ნათურის შეკეთება მთხოვა. ბრტყელტუჩა გაქერცლილი აღმოჩნდა და დენი ჩემზე გადმოვიდა. რაღაც ძალით ხელი გავუშვი და აივანზე დავეცი. რომ ავდექი, ფეხი ნაღრძობი მქონდა. […]

მარიტა როხვაძე: ,,მთავარი საყრდენი გამომეცალა, დრო მკურნალი არ არის”

მარიტა როხვაძე: ,,ამას თუ მოამზადებთ, ბურგერების ყიდვა აღარ მოგინდებათ"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალი მარიტა როხვაძე ნელ-ნელა საკონცერტო ცხოვრებას უბრუნდება და დიდი იმედი აქვს, რომ საყვარელ საქმეში ბოლომდე დაიხარჯება. პანდემიის პერიოდში მარიტამ მამა დაკარგა, ოღონდ ამის მიზეზი კოვიდი არ ყოფილა. მათ განსაკუთრებული მამაშვილობა ჰქონდათ და მამა ძალიან ამაყობდა შვილის მომღერლობით, ამიტომ მარიტა სცენას მალე დაუბრუნდა. – მარიტა, პანდემიის პერიოდმა ხომ არ დაგაფიქრათ, რომ სხვა პროფესია […]

რუსკა მაყაშვილი: ,,ქმარი ვერ დავითანხმე, რომ ჩემს შოუში მოვიდეს”

რუსკა მაყაშვილი: ,,მეორე ორსულობა ბევრად რთული მქონდა და არ ვიმჩნევდი"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა მეგა შოუების ჟიურიდან საკუთარ შოუში გადაინაცვლა და ,,ურუსკესის” წამყვანი გახდა. ეს ,,ელენის შოუს” ლიცენზირებული ქართული ვერსიაა. წინა სეზონზე ამ ტიპის გადაცემის წამყვანი ანა ჩირაძე იყო და გადაცემასაც ,,ანას შოუ” ერქვა. რუსკა ფიქრობდა, რომ მის გადაცემას ,,რუსკას შოუ” დაერქმეოდა, მაგრამ, როდესაც სტუდიაში შევიდა, პროდიუსერებისგან სიურპრიზი დახვდა. ასე შეიქმნა ,,ურუსკესი”. – […]

ოდისეი დიმიტრიადის აუხდენელი უკანასკნელი სურვილი – ,,მამა სულ ამბობდა, სამშობლოში, საქართველოში ყოფნა მენატრებაო”

ოდისეი დიმიტრიადის აუხდენელი უკანასკნელი სურვილი - ,,მამა სულ ამბობდა, სამშობლოში, საქართველოში ყოფნა მენატრებაო''

,,სარკე” ცნობილმა დირიჟორმა, ოდისეი დიმიტრიადიმ, თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება განვლო და ქართულ კულტურაში ახალი საუკუნე შექმნა, დაბადებით ბათუმელი გახლდათ, ეროვნებით – ბერძენი. თავისი ისტორიული სამშობლო ძალიან უყვარდა, დიდ პატივს სცემდა, თუმცა ყოველთვის ყველგან აღნიშნავდა, რომ ბათუმელი იყო. ოდისეი დიმიტრიადის ცხოვრების წიგნის საინტერესო ფურცლები რამდენიმე წლის წინ ,,სარკესთან” მისმა ქალიშვილმა, პიანისტმა ნანა დიმიტრიადიმ გაიხსენა. საბავშვო ოპერიდან დიდ […]

მალხაზ ქვრივიშვილი: ,,ხათუნა ისე ცუდად გახდა, შემეშინდა, ხელიდან არ გამომცლოდა”

მალხაზ ქვრივიშვილი ცოლის სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა - ,,ექიმმა გვითხრა, სასწაული მოხდა, რომ ცოცხალი მოვიდა ჩვენამდეო"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც მის გვერდით ხათუნა ფეიქრიშვილი გამოჩნდა. ორივე აღიარებს, რომ ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა ამ ძიებას ორივე მათგანმა ბევრი წელი შეალია, რომელთა უკან უიღბლო ქორწინებებია. მალხაზმა ინფარქტი გადაიტანა და რომ არა ხათუნას დროული რეაგირება, შეიძლებოდა ტრაგიკული შედეგი დამდგარიყო. დაახლოებით ერთი წლის წინ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო […]

მსოფლიო ბარიტონის წარმატების საზღაური – ,,ახალშექმნილი ოჯახი დავტოვე, რომ ჩემი შემოქმედება არ შეჩერებულიყო”

მსოფლიო ბარიტონის წარმატების საზღაური - ,,ახალშექმნილი ოჯახი დავტოვე, რომ ჩემი შემოქმედება არ შეჩერებულიყო"

,,სარკე”, ია ქუთათელაძე 2021 წელს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავს, ბარიტონ გიორგი გაგნიძეს, შემოქმედებითი ცხოვრების 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებები მსოფლიოში ოპერის წამყვან თეატრებში იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო თარიღმა გადაიწია. 11 თებერვალს კი მომღერალს მშობლიურმა თბილისმა უმასპინძლა. დღესასწაული მართალც შთამბეჭდავი გახლდათ. მაყურებელმა ჯერ ვერდის უკვდავი ოპერა “ნაბუკო” მოისმინა და გიორგი გაგნიძის განსაცვიფრებელი ბარიტონით უდიდესი სიამოვნება მიიღო. […]

ანი ამილახვარი: ,,რობერტ სტურუა ისეთ მომენტში დაგარტყამს, როცა არ ელოდები”

ანი ამილახვარი: ,,რობერტ სტურუა ისეთ მომენტში დაგარტყამს, როცა არ ელოდები"

,,სარკე”, ია ქუთათელაძე რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობ ანი ამილახვარს ბავშვობიდან თავისი ფანტაზიით შექმნილი საოცნებო სამყარო ჰქონდა. არტისტული ბუნების პატარა გოგონას უამრავი რამ აინტერესებდა – ხატავდა, ძერწავდა, მღეროდა, ცეკვავდა, იმახსოვრებდა უცხო სიტყვების წარმოთქმის ინტონაციას და ზედმიწევნით ზუსტად იმეორებდა. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ მსახიობად იყო დაბადებული, ამას ოჯახის წევრებიც ხშირად ამბობდნენ. რუსთაველის თეატრში მოსახვედრად კონკურსში ორჯერ მიიღო […]

ეკა მაზმიშვილი: ,,პირადზე ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც არ ვსაუბრობ”

ეკა მაზმიშვილი: ,,პირადზე ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც არ ვსაუბრობ"

,,სარკე”, ია ქუთათელაძე მომხიბლავი, ენერგიული, პოზიტიური, მიზანსწრაფული – ასეთია მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის და თბილისის მერიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი. მისი ცხოვრება იმის მაგალითია, როგორ შეიძლება შემთხვევამ განსაზღვროს ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის ზუსტი ადგილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ისწავლა პრაღასა და გრენობილში. მუშაობდა სოროსის საერთაშორისო ფონდში. შემთხვევით გადაიკვეთა მისი და რეჟისორ ლევან წულაძის გზები, […]