ხაჭო რომ სასარგებლო პროდუქტია ყველასთვის, ეს აქსიომაა. როცა საქმე ბავშვების კვებას ეხება, ბუნებრივია, მშობლებს გარკვეული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. საინტერესოა, რომელი ხაჭო უნდა იყოს მათ მენიუში და რა რაოდენობით? 8-9 თვის ბავშვის ორგანიზმს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ჩაპუტკუნებული ჩვილებისთვის დაბალი ცხიმიანობის ხაჭო ჯობია. არსებობს დაბალცხიმიანი, მაგრამ მშრალი და უფრო მაგარი კონსისტენციის ხაჭო, რომელიც, მიუხედავად დაბალი კალორიულობისა […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გაამდიდრა თუ არა გიორგი მარშანია ჟირაფმა ჟოზემ – ,,ის მეგობრულია, მე უჟმური ვარ”
,,სრკე”, რუსუდან ადვაძე ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟი, ჟოზე, მალე ამერიკელი ბავშვების მეგობარი გახდება და იმედია, ისეთივე საყვარელი, როგორიც ეს საქართველოში მცხოვრები პატარებისთვის არის. ,,დაახლოებით 18 თვის წინ პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA! სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუ იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის, […]
,,მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩუმად” – მარიტა როხვაძის სიყვარული ჭორებმა შეიწირა
,,ხალხს არ უხარია, როცა შეყვარებული ხარ"
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ მარიტა როხვაძის ცხოვრებაში აქტიური პერიოდია. სცენაზე თითქმის ყოველდღე დგას და ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. 13 წლიდან დამოუკიდებელია და სიმღერით საკუთარ თავს ინახავს. წინ დიდი გეგმები აქვს, რაც უცხოეთს უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. მარიტა ყოველთვის გულღია რესპონდენტად ითვლებოდა, თავის სასიყვარულო ვნებათაღელვებზეც თამამად საუბრობდა და შეყვარებულის ვინაობასაც არ მალავდა. […]
ნინო მაჩაიძე: ,,პირველ რიგში, ქმარს უნდა მოეწონო” – ოპერის ვარსკვლავის ხიბლის საიდუმლო
,,სარკე” ოპერის მომღერალი, ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე, არა მარტო ვოკალით ბრწყინავს მსოფლიოს სცენებზე, არამედ გარეგნობითაც. როგორც “სარკესთან” ამბობს, თანამედროვე დადგმებში რეჟისორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუ როგორ გამოიყურება მომღერალი. ნინო კი ამ მხრივ ბედს არ უჩივის, ორი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია. ნინო მაჩაიძე მარტში 40 წლის გახდება. მისი საოპერო რეპერტუარი ისევ ისე დატვირთულია, როგორც ადრე. […]
,,სკოლაში დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო” – რას იხსენებს ,,სარკესთან” მსახიობის ქალიშვილი
,,სარკე” ,,ფილმი ,,უდიპლომო სასიძო” ეკრანებზე რომ გამოვიდა, მამაზე ნაწყენი ვიყავი. სკოლაში ამხანაგები დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო. სახლში ატირებული მივედი და მამას საყვედური ვუთხარი, ამ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი. მომეფერა და მითხრა, იცი, რამდენი ფული მომცეს ამ როლშიო. მაშინ მსახიობებს ძალიან უჭირდათ, ავეჯიც არ გვქონდა. ,,აკაკის აკვანი” რომ გადაიღეს, ნატო ვაჩნაძემ ყავის სერვიზი შეიძინა და მამასაც აყიდვინა. […]
ანა მიქაძე: ,,ჩემი შვილი ავად იმიტომ გახდა, რომ სხვები გადავარჩინო” – ცნობილი მეყველის ცხოვრების საქმე და პირადი ტკივილი
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ,,ლუკას მდგომარეობა გართულდა. ვრეკავ, ჩვეულებრივ, მის ექიმთან და ვადგენ, არის თუ არა ადგილი კლინიკაში. ეს წესია, ისე სასწრაფოს და პატრულს ვერ გამოიძახებ. ყველაფერს ველოდი ამ პასუხის გარდა – არც ერთ კლინიკაში ადგილი არ არის, არც ერთში! მთავრობავ, თბილ სავარძელში მოკალათებულო ჩინოსნებო… ისედაც უმძიმეს პირობებში მყოფი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კლინიკებში რომ ადგილი […]
,,მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რადგან ჩემ უკან ბევრი გოგო დგას” – სამტრედიელი თეონა სტურუა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა
,,სარკე”, ნანა კუკულავა სამტრედიელი თეონა სტურუა მალე საქართველოს სტადიონებს გასცდება და ფეხბურთის მატჩებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარებს, ამჯერად – მსაჯის ამპლუაში. ცოტა ხნის წინ ის ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თეონა პირველი ქართველი ქალია, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებში იმსაჯებს. ,,სარკესთან” თეონა ყვება, რომ ყველაფერი ეზოს ბიჭებთან თამაშით დაიწყო და გოგონათა გუნდში თამაშით […]
,,მიყვარს მეუღლისათვის საჩუქრების მიძღვნა” – გია მურღულიას ოჯახური ბედნიერების ფორმულა
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ცნობილი პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი, გია მურღულია, ერთ-ერთი მათგანია, ვინც სკოლაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში ახალგაზრდა კაცმა საბჭოთა განათლების სისტემის მესვეურების და პარტიული იდეოლოგების ყურადღება მიიქცია, რადგან აშკარად არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც საბჭოთა პედაგოგისთვის იყო დადგენილი. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების დროს აღსაზრდელებს სახარებასა და […]
მამა საბა ჭიკაიძე: ,,ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახე-ლობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს. 11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის […]
გიორგი კეკელიძე: ,,არასოდეს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა!” – როგორ დაუბრუნდა მწერალი ცხოვრებას უმძიმესი განსაცდელის შემდეგ – ,,დედაჩემისთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა გამოდგა”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი – ამ და კიდევ რამდენიმე ტიტულის მქონე გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ხნის წინ რთული პერიოდი დაუდგა, გადაწყვიტა, რომ ამქვეყნად ცხოვრება აღარ ღირდა. ამ სულიერი მდგომარეობის პროვოცირება კი, როგორც ამბობს, გარკვეულწილად დღევანდელმა ყველასთვის ხელმისაწვდომმა სივრცემ განაპირობა, სადაც ნებისმიერს შეუძლია, მეორე ადამიანი განიკითხოს, განსაჯოს, […]











