20 წლის წინ ისეთი ამბავი გადამხდა თავს, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ასეთი რამ სხვას რომ დამართნოდა, ალბათ გავკიცხავდი, ვიტყოდი, რომ შეეძლო ამ განსაცდელისგან თავის დახსნა, მაგრამ… ხომ იცით, სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო, ნათქვამია. როცა გონიერება უნდა გამომეჩინა, მხოლოდ ინსტინქტებს მივენდე და თავი დიდ პრობლემაში გავყავი. უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შემიყვარდა. მას უმაღლესი უკვე დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ჩვენს […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
“ქალი, რომელმაც ნარკოტიკებისგან მიხსნა, დედაჩემის ლოცვამ მაპოვნინა”
ნარკომანიას არცთუ უსაფუძვლოდ უწოდებენ ჯოჯოხეთის ჭაობს. ის მომაკვდინებელი სენია. როგორც ამბობენ, ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ფიზიკურზე ძლიერია და უფრო ხანგრძლივადაც მიმდინარეობს. მისგან გათავისუფლება ლამის სასწაულს უტოლდება. ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა კაცი (რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა) რამდენჯერმე ეცადა ამ ჭაობიდან ამოსვლას, მაგრამ უშედეგოდ – ვერ შეძლო. ეს საშინელი ბოროტება ვერც თავისი ძალებით დაძლია და ვერც სხვათა ძალისხმევით. […]
ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს – “ჩემს 10 წლის ბიჭს ოჯახის საქმეებს ვასწავლი”
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და 10 წლის ვაჟი. ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს. ბაია პატარაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. “საფარს” კი […]
“ჩემი შვილი აფხაზეთის ომში გადაურჩა ტყვიას და საბერძნეთში მომიკლეს” – სამშობლოში დაბრუნებული ქართული ოჯახი თავს ლტოლვილად გრძნობს
ჩვენი რესპონდენტი პიროვნულად ძლიერი, ღირსების მქონე ქალია. საქართველოში გამართული ოჯახი ჰქონდა, გასული საუკუნის 90-იანი წლების სიდუხჭირემ აიძულა, უცხო ქვეყანაში, საბერძნეთში, გადახვეწილიყო და შემდგომ ქმარ-შვილიც წაეყვანა. თავდაუზოგავი შრომის ფასად ცხოვრებას აიწყობდნენ, საშინელი ტრაგედია რომ არ მოსწეოდათ. მათი უფროსი ვაჟი მოკლეს. გაუბედურებული ოჯახი საქართველოს დაუბრუნდა. ტრაგედიით განადგურებული, უსახსროდ დარჩენილი ოჯახი სამშობლოში ახალი დარტყმის ქვეშ დადგა. ყოფილი ემიგრანტი […]
ქართველი ემიგრანტი დოდო დევიძე ეძებს ადამიანს, ვისმა იდუმალმა ზარმა სიკვდილს გადაარჩინა
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალის, 52 წლის დოდო დევიძის, პოსტი, სადაც ის ყვებოდა, შემთხვევით როგორ გადაურჩა სიკვდილს ან ძალიან სერიოზულ ტრავმას და ეს ბედნიერი შემთხვევა სატელეფონო ზარი იყო. “სიკვდილს გადავრჩი. 5 წუთის წინ აქ ვიდექი. მთელი ჭერი ჩამოინგრა. ამ დღეებში ვინც ილოცეთ, ჩემთვის გილოციათ. სასწაული მოხდა. აბაზანაში ვიყავი. რეკავს […]
ენძელა მაჭავარიანი იუმორისტული შოუს გაკეთებას აპირებს – “სახელი თავადიშვილმა ბებიამ დამარქვა”
მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თითქმის 30 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდა. “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკოსის ამპლუას რთულად ეგუება და ელოდება იმ დროს, როცა ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნდება, ცხოვრების ამ ეპიზოდზე კი მემუარებში დაწერს. უამრავი სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ჟურნალისტობა გაზეთ “სოფლის ცხოვრებიდან” დაიწყო, მერე იყო გაზეთ “კაბადონის” მთავარი რედაქტორი, შემდეგ – […]
“გიგა ტყემალაძემ შეყვარებულს დაუბარა, მთებს გადავხედავ და საღამოს მოვალო” – როგორ დაიღუპა ევროპის ჩემპიონი პანკისის კლდეებში
“მე მინდა, უბრალოდ მთებზე ვიარო, ალბათ მომიწევს ძალიან ბევრი სიარული კლდეებზე ფეხით. ვიდეოს და სურათებს გაჩვენებ საღამოს, საყვარელო”, – ასე მითხარი, შემპირდი, მაგრამ აღარ დაბრუნდი. შენ ჩემი გული ხარო, ისიც მომაძახე და წახვედი”, – იხსენებს გიგა ტყემალაძის უკანასკნელ დღეს მისი შეყვარებული სოციალურ ქსელში. გიგა პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი იყო. 26 წლის სპორტსმენი პანკისში, ხადორის ხეობაში, ხევში […]
დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნისთვის ემზადება – “ცოლი ახლა თუ არ მოვიყვანე, მერე დამეზარება”
მომღერალ დათუნა მგელაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების დრო დადგა. სიმღერებზე მუშაობა დროებით გვერდზე გადადო და ბიზნესის კეთებაზე დაიწყო ზრუნვა. ახლა მას ელიავას ბაზრობაზე უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე სცენაზე. როგორც გვითხრა, 9 საათიდან უკვე საქმეებშია ჩართული და თავისი ბიზნესისთვის ფართს არემონტებს. შემდეგი ეტაპი კი ოჯახის შექმნა იქნება. იმ ასაკშია, რომ უკვე ძალიან უნდა, […]
თეონა თავართქილაძე: “მე და რეზიმ ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ”
თეონა თავართქილაძე ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდა და მამიდაშვილთან, დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად ქართული მოდის აღორძინება გადაწყვიტა. მაშინ საქართველოში ეს იოლი არ იყო, უშუქობისა და სიცივის ხანაში მოდური ჩვენებების მოსაწყობად არავის ეცალა. გოგონებმა მაინც დაიწყეს. ცოტა ხანში საზოგადოების ყურადღება იმდენად მიიქციეს, რომ თბილისურმა ოჯახებმა თავიანთი ქალიშვილების მოდელებად მუშაობა […]
“დაქალის მშობლები მე და ჩემს ძმას გვწყევლიან”
ჩემი დაქალი უცნაური ადამიანი აღმოჩნდა. არ ვიცოდი, ასეთ თვისებებს თუ გამოავლენდა, თორემ ახლოსაც არ გავეკარებოდი. ახლა ვერც ზურგს ვაქცევ, რადგან პრობლემები აქვს, მაგრამ აღარც მის გვერდით ყოფნა შემიძლია. ცხვირი ნამდვილად წაიტეხა, მეცოდება, მაგრამ ამაში მე არ ვარ დამნაშავე და არც ჩემი ძმა. მისი მშობლები კი სწორედ ჩვენ გვადანაშაულებენ, განსაკუთრებით – ჩემს ძმას. რამდენჯერმე ჩემ გასაგონად […]










