კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

გიგო შიუკაშვილის დედა: ,,ჩემმა შვილმა ახალი სამყარო აღმომაჩენინა”

,,მე ვარ დაუნის სინდრომით, მაგრამ მე მაგარი კაცი ვარ და ბევრი რამე შემიძლია!” – გვითხრა გიგო შიუკაშვილმა, როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად დედამისს, ქალბატონ ინგა სარჯველაძეს ვესტუმრეთ. გიგოს კედელზე ულამაზესი ნახატები აქვს გაკრული და ვერც მიხვდებით, რომ ისინი პროფესიონალი მხატვრის მიერ არ არის შესრულებული. უკრავს ფანდურზე, ტამტამზე. ფართო საზოგადოებამ კი ის წლების წინ პროექტ ,,იქს ფაქტორიდან” გაიცნო. […]

რის გამო სთხოვს პატიებას ეკა ჩხეიძე შვილს

მსახიობ ეკა ჩხეიძეს წარმატებული თეატრალური კარიერა აქვს, რაც არცთუ უმნიშვნელო მსხვერპლს მოითხოვს – იძულებულია, ყურადღება მოაკლოს. თვლის, რომ შედეგი, რასაც მიაღწია, მთლიანად მისი დამსახურებაა და არა – ცნობილი მამის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის. მსახიობი ,,სარკეს: ესაუბრა. – სახლში, შვილებთან როგორი ხართ? – გაგიკვირდებათ და, სახლში მარტო ყოფნაც მიყვარს. იქ ჩემი სამყარო მაქვს. ყველაფერი ჩემს გემოზე მაქვს […]

გურამ პეტრიაშვილი: ,,მე სხვა ქალი მიყვარდა და ახლაც მიყვარს” – რა სტკივა კეთილ მეზღაპრეს

,,მე თქვენ მოგელანდებით” – თქვა გურამ პეტრიაშვილმა 1992 წლის დასაწყისში, როცა თბილისში ტყვიები ზუზუნებდა და საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, აიძულეს, სამშობლოდან გადახვეწილიყო. თვითონაც მოუხდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ ბოლომდე ზვიად გამსახურდიას ერთგული დარჩა. 20 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და მერე სამშობლოში დაბრუნდა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. პროფესიით კინორეჟისორია. გასული საუკუნის 80-იან წლებში რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი სახე […]

ირმა სოხაძე: ,,ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება”

მომღერალ ირმა სოხაძის ცხოვრებაში დიდი სიყვარული, რეზო ასათიანი, რთულ პერიოდში გამოჩნდა. შემოქმედებაში კრიზისი ჰქონდა, ერთ დროს საუკეთესო რეპერტუარით განებივრებული გოგონა ახალ სიმღერებს ვეღარ პოულობდა. კვარტეტმა “თბილისმა” კი, რომლის წევრი რეზოც გახლდათ, მსმენელი დაუბრუნა და მისი შემოქმედებითი გზა გაგრძელდა, რომელზეც 40 წელზე მეტია მომღერალს გვერდით მეორე ნახევარიც მიჰყვება. – ქალბატონო ირმა, თქვენი ცხოვრება ვარსკვლავურმა ბავშვობამ თავიდანვე […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,გავთამამდი და მკერდი გამოვაჩინე”

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო, ეს უკვე ეკრანზეცაა შესამჩნევი, რომელიც, როგორც ცნობილია, ადამიანს ვიზუალურად 4-6 კილოს მატებს. ამ შედეგის მისაღებად ბევრი წელი იწვალა, ბევრი დიეტა დაიცვა და შედეგიც აქვს – არაჩვეულებრივ ფორმაშია. ნანუკა დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას, ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს, ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება. – ნანუკა, ძალიან გახდით […]

ნიკა ხაჩიძე: ,,მაია ასათიანი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა”

ჟურნალისტი ნიკა ხაჩიძე  გადაცემა “პროფილის” პროდიუსერია. მას და მის გუნდს ეკრანის მიღმა ბევრი სამუშაო და სიძნელე აქვთ გადასალახი, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდათ, როცა “პროფილის” წამყვან მაია ასათიანს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს და ერთადერთი შვილი, ნუცა მახვილაძე, მოულოდნელად გარდაეცვალა. მაშინ გაჩნდა კითხვები, მაია შეძლებდა თუ არა ძალების აღდგენას, გაგრძელდებოდა თუ არა “პროფილი”… ამ კითხვებს ისევ […]

დავით საგანელიძე: ,,ცოლი ზოგჯერ მიჯავრდება, ბავშვივით იქცევიო”

დავით საგანელიძე დიდხანს ითვლებოდა სასურველ სასიძოდ და ამ სტატუსს 50 წლის ასაკში დაემშვიდობა, როცა 30 წლით უმცროსი გოგონა შეირთო, პროფესიით ფარმაცევტი სოფო ფარცხალაძე. საბოლოოდ მაინც ყველაფერი მოასწრო და ახლა ბედნიერი ქმარი და მამაა. ,,სარკეს” ის თავის პირადზე უამბობს. – კარიერის პარალელურად პირად ცხოვრებაში რა ეტაპები და გაკვეთილები გამოიარეთ? – ერთ-ერთი სერიოზული ეტაპი ის იყო, რომ […]

გუგული მაღრაძე სიძეს მზითევში ერგო – როგორ სახლში ცხოვრობს დეპუტატი

პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, გუგული მაღრაძემ, ,,სარკეს” სიძისა და ქალიშვილის სახლში უმასპინძლა – თბილისში, ფიქრის გორაზე, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, დუპლექსის ტიპის ბინაში. მარტოობა არ უყვარს, ამიტომ მისი ბინა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, ხან გაქირავებულია, ხან კი უბრალოდ დაკეტილი. წყალტუბოში დაიბადა, სკოლა ზესტაფონში დაამთავრა. შემდეგ თბილისში, ბებიის და პაპის სახლში ცხოვრობდა. მერე წლები ქმართან ერთად მოსკოვში გაატარა. […]

გია სურამელაშვილის ერთადერთი სიყვარული ავარიაში დაიღუპა

მომღერალი გია სურამელაშვილი დიდი ხნის წინ დაკარგულ სიყვარულს დღესაც ვერ იხსენებს ემოციების გარეშე. იმ გრძნობამ იარები დაუტოვა – სულიერიც და ფიზიკურიც. მას შემდეგ აღარავინ ჰყვარებია. სამაგიეროდ მის სცენურ ცხოვრებას დაჰყვებოდა მუდამ იღბალი. ალბათ ერთადერთი მომღერალია, ვინც ამბობს, წარმატება ჩემთან ადვილად, თავისით მოვიდაო. – გია, როგორი ბავშვობა გქონდათ? – მე დიდი სიყვარულის ნაყოფი ვიყავი, ძალიან საყვარელი […]

ქართველი მხატვარი საფრანგეთში მამა გაბრიელის ანაფორის ნაკუწს დაატარებს

ჟურნალი ,,სარკე” მკითხველებს ამჯერად მხატვარ ეთერ მითაგვარიაზე უამბობს, რომელსაც  ეთერნის ფსევდონიმით იცნობენ. ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს. ეთერ მითაგვარია საქართველოში მულტიპლიკაციურ ფილმებს აფორმებდა, საპატრიარქოში კაბინეტიც ჰქონდა გამოყოფილი ხატწერისთვის, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 1995 წელს შვეიცარიაში წავიდა, სადაც მომავალი მეუღლე, ფრანგი მხატვარი ბერნარ პოლაკი გაიცნო და მასთან დაოჯახების შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქალაქ ჰიუნინგში ბავშვებს შემოქმედებით მასტერ […]