კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

,,ჩვენ ისეთი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, მღვდლობის უფლება არ გვაქვს” – ,,ხარისხის არხის” წამყვანები

ჟურნალ ,,სარკის” დღევანდელ ნომერში იხილავთ ინტერვიუს ტელეკომპანია „ხარისხის არხის“ დამფუძნებელ გიორგი ასათიანთან, რომელიც ამავე არხზე თანადამფუძნებელ დავით გიორგობიანთან ერთად უძღვება გადაცემას „დასაბამიდან სასუფევლამდე“. გიორგი ასათიანი  „სარკესთან“ თავისი მეწყვილის შესახებ საუბრობს. -დავითი მას შემდეგ გახდა მორწმუნე, რაც დედამისი გარდაიცვალა. დიდმარხვაში მოხდა უბედური შემთხვევა, ავტობუსში, სადაც ისხდნენ, ყველა დაიღუპა და მხოლოდ დავითი, მისი ძმა და მამამისი გადარჩნენ. […]

ზუზუ: ,,რა მნიშვნელობა აქვს, ინსულტი მომკლავს თუ ეს პრეპარატი?” – რას უყვებოდა ,,სარკეს” მსახიობი

დღეს ჟურნალ ,,სარკის” 33-ე ნომერი გამოვიდა, სადაც მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის ინტერვიუებია დაბეჭდილი. ზაზა, ახლობლებისთვის – ზუზუ, ძალიან გულახდილად საუბრობს თავის ცხოვრებაზე – რა აწუხებდა, რა სტკიოდა, რაზე ოცნებობდა… ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა ,,სარკეში, ზაზა ყვება: -დეპრესია მეზარება და გადავაგდე. სტრესული უფრო ვარ, შფოთვები მაწუხებს და ფსიქოტროპულ პრეპარატს ვსვამ. ამის გამო შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს. […]

იდუმალი სახლი თბილისში – მილიონერი სომეხი მენავთობის სევდიანი ისტორია

ულამაზესი სახლი თბილისში, აღმაშენებლის 149-ში _  ათწლეულების განმავლობაში ის უცხო თვალთაგან დაფარული იყო. მარადმწვანე ბუჩქები და ხეები, რომლებიც მისმა პირველმა მფლობელმა უხვად დარგო ეზოში, მებაღის მზრუნველ ხელს მოკლებულნი, გაიბარდნენ, ერთმანეთში გადაიხლართნენ, გაუვალი კორომი შექმნეს და მძიმე, მწვანე ფარდა ჩამოაფარეს სახლს. აღმაშენებლის გამზირის პირველი ნახევრის რესტავრაციის შემდეგ სახლს მწვანე საბურველი შემოაცალეს და შეძლებისდაგვარად პირვანდელი სახე დაუბრუნეს. […]

ბორის ბედია უკრაინელი ქალისგან თავისი შვილის ნახვას ითხოვს – “იმ თანხას გადავიხდი, რასაც სასამართლო უმუშევარ მამას აკისრებს!”

მომჩივანი უკრაინელი ქალი, ლარისა სტროკინა და საჩივრის ადრესატი ქართველი მომღერალი ბორის ბედია – სასამართლო დავა, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, გახმაურდა. ლარისა სტროკინასა და ბორის ბედიას შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, შემდეგ გაჩნდა პატარა გოგონა. ლარისა ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ბორისის შვილი იყო, მომღერალს კი ეს არ სჯეროდა, თუმცა საბოლოოდ აღიარება მოუწია. ქალმა ბორის ბედიას სასამართლოში […]

”ეს ჩემი მეორე სახლია” – პაატა თედიაშვილს სკანდალებმა მანქანა აყიდვინა

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა იმდენი ილაპარაკა სკანდალურ თემებზე და ისეთი სიმღერები და კლიპები წერა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ დადის, ამიტომაც მანქანა იყიდა – მარჯვენასაჭიანი “ჰონდა ფიტი”. მართალია, ცოტა ხნის წინ გახდა მძღოლი, მაგრამ უკვე ძალიან შეეჩვია საჭეს, თუმცა ავტობანზე ერთი პრობლემა აქვს – ზოგჯერ ისე იტაცებს ფიქრები, ოცნებებში ხან სიმღერის ტექსტს წერს, ხან კლიპს იღებს, ხან […]

ნია წივწივაძე: “ბევრი თაყვანისმცემელი მწერს, მაგრამ ჩემი შეყვარებული არ ეჭვიანობს”

“მის საქართველო 2017”, ნია წივწივაძე, დიდ სამზადისშია, ნოემბერში “მის მსოფლიოს” კონკურსზე უნდა გაემგზავროს და ცდილობს, შემოდგომისთვის იდეალურ ფორმაში იყოს. სავარაუდოდ, კონკურსი ჩინეთში ჩატარდება. ქართველი ლამაზანი იქ ერთი თვით ადრე ჩავა და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მისი საქმრო, ფეხბურთელი ნიკა ჭანტურია, მის გვერდით ყოფნას ვერ მოახერხებს, საყვარელ ქალს საქართველოდან უგულშემატკივრებს. – ნია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა ამ […]

რატი დურგლიშვილი: ”მესამე წელია, საშინელ დაავადებას ვებრძვით”

მომღერალ რატი დურგლიშვილის თქმით, მისი ალბომის გამოშვება ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო გვიანდება. რატის მამა კომპოზიტორი, ვაჟა დურგლიშვილი, მძიმედ არის ავად. „ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო გავჩერდი. ნერვები აღარ მაქვს, როდესაც შენი ოჯახის წევრს რაღაც ეხება, ცოტა ისეთი თქმაა… საერთოდ პრობლემებზე საუბარი არ მიყვარს. მესამე წელია, საშინელ დაავადებას ვებრძვით. ძალიან მძიმეა, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. ამ დროს […]

ყოფილი საყვარელი შანტაჟისტად იქცა – “ინგა გრიგოლია ბრძოლის მაგალითს მაძლევს”

ხშირად შეხვდებით მამაკაცს, რომელსაც თვითონაც ვერ გაუგია, ცხოვრებისგან ან საყვარელი ქალისგან რა უნდა. პრობლემებს სულ სხვებში ეძებს, ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს. ჩვენი რესპონდენტის, მარიამის, გვერდითაც აღმოჩნდა კაცი, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში ამყოფა. ბოლოს ერთმანეთს გაშორდნენ. მარიამი 45 წლის ასაკში ბედს ეწია, როგორც იქნა, პირადი ცხოვრება ააწყო, დაალაგა, სიმშვიდე იპოვა, მაგრამ წარსულმა ისევ შეახსენა თავი. დღეს ის ძალადობის […]

“9 წელი ყოველდღე 2 სახლს ვალაგებდი” – გაყალბებული პასპორტი და 2 კვირა ციხეში – შორენა კორტავას ემიგრანტული მოგონებები

52 წლის შორენა კორტავა 3 წელია ამერიკაში ცხოვრობს. მანამდე 12 წელი საბერძნეთში იყო. იქ სხვისი პასპორტით შეიპარა და ბევრი გასაჭირიც გადაიტანა. სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა უმუშევრობის შიში აბრკოლებს. მისი ქალიშვილი 10 წლის იყო, როცა შორენა საქართველოდან წავიდა და ემიგრანტის მძიმე გზას დაადგა. ამ 15 წლის განმავლობაში საქართველოში, მის ოჯახში უამრავი რამ ხდებოდა – შვილმა სკოლა […]

ირმა ინაშვილი: ,,მაღალ ქუსლებზე რომ დავდგე, ვეღარ ვიჩხუბებ”

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ხმაურიანი პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი, პროფესიით ჟურნალისტია. ,,პირველ არხზე” ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როცა ქვეყანაში მხოლოდ ეს ერთი არხი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით თავად დააფუძნა ტელეკომპანია ,,ობიექტივი”, რომელიც თავიდანვე ოპოზიციურად განწყობილ არხად ჩამოყალიბდა. ირმა ინაშვილი ორი შვილის, ნინოს და დაჩის დედაა. მისი ქმარი მხატვარი კახა კევლიშვილი გახლავთ. მათი გაცნობისას ისიც ,,პირველ არხზე” მუშაობდა, მერე კი […]