კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

,,88 წლის მოხუცი ხელში ავიყვანე და ცეცხლმოკიდებულ დერეფანში გავიარე, ფეხებზე ცეცხლი მეკიდა…” – რას ყვება ,,სარკესთან” საბერძნეთში სიკვდილს გადარჩენილი მარინა მახარაშვილი

ჟურნალი ,,სარკე” დღევანდელ ნომერში წერს ქართველ ქალზე, რომელმაც საბერძნეთში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. 50 წლის მარინა მახარაშვილმა „სარკესთან” ისაუბრა, თუ როგორ გადაარჩინა 88 წლის მოხუცი უეჭველ სიკვდილს. -მე ვუვლი 88 წლის მოხუცს, რომელსაც ათენშიც აქვს სახლი, მაგრამ დასასვენებლად კუნძულზე იყო წამოსული და მეც თან ვახლდი. მოულოდნელად სახლში დამწვრის სუნი ვიგრძენი და აივანზე […]

,,ბიჭს არ ვაინტერესებ, დედამისი კი მეუბნება, შეგიყვარებსო”

ამ წერილს 18 წლის გოგო გწერთ. ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვარ და ბევრი რამისთვის მჭირდება თავ-თავისი სახელის დარქმევა, რაც ადვილი არ არის. ალბათ ამიტომაც მოგმართეთ, რომ რაღაცებს სხვანაირად შევხედო. რამდენიმე თვის წინ ერთ ბიჭს შევხვდი, უფრო სწორად, მის დაბადების დღეზე აღმოვჩნდი. მე და ჩემი მეგობარი მასწავლებლისგან ვბრუნდებოდით. გზაში ნათესავმა დაურეკა, ჩვენთან ამოდიო. მარტო არ ვარო, მეგობარმა […]

როგორ მოირგო მსახიობმა თაკო ჭანუყვაძემ დედის ამპლუა და როდის არის ის სრულ ჰარმონიაში

თაკო ჭანუყვაძე ფართო აუდიტორიამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მეშვეობით გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობმა ხალხის სიყვარული მალე მოიპოვა. როგორც თავად თაკო ამბობს, თავის პერსონაჟს, კეკეს, მხოლოდ სამოსის სტილით ჰგავს. მსახიობი 10 წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული სანდრო გორგაძე გახლავთ. მეუღლე მეგობრის ოჯახში გაიცნო. – თაკო, გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ამბავი. – მე და სანდრომ საინტერესო და სიყვარულით სავსე […]

ნინო ძოწენიძე: “გულნატკენი ვარ, მაგრამ ამასაც შევეჩვიე”

მომღერალმა ნინო ძოწენიძემ და მისმა ქმარმა, მუსიკოსმა გიგა კუხიანიძემ, კარიერა საუკუნის 90-იან წლებში, მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაულაგებელი იყო და უამრავი პრობლემა არსებობდა, ნინო შემოქმედებითად აქტიური იყო, ბევრ რამეს სწავლობდა და შემოქმედებაშიც წარმატებულ ნაბიჯებს დგამდა. წარუმატებლობას არც ახლა უჩივის, 4 წლის წინ ტელეპროექტში “ერთი ერთში” ბინა მოიგო, წერს ახალ სიმღერებს, კლიპებს… […]

ეკა ჯანელიძე: “ხატი მევედრებოდა: “სულ სველი ვარ, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში” – რა სასწაული ხდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში

თბილისში, ჯანელიძეების ოჯახში, მე-19 საუკუნეში დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ინახება. ამ საშუალო ზომის მოვერცხლილ ხატს ეკა ჯანელიძემ 4 წლის წინ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიაკვლია. პეტრეპავლობის ღამეს გამოცხადების მსგავსი, უჩვეულო სიზმარი ნახა. მეორე დღეს კი მოვლენები საოცარი თანმიმდევრობით განვითარდა და სასწაული მოხდა – ეკა სწორედ იმ ხატთან მოხვდა, რომელიც ესიზმრა. საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ ღვთისმშობლის ხატი […]

როგორ დაემშვიდობა ლევან დადუნაშვილი დედას და დეიდას – “ლევანის მამას სულ ჰქონდა შვილის დაკარგვის შიში”

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძახილი საქართველოში დღემდე გრძელდება. მაშინ თანატოლებმა სადისტურად მოკლეს ორი მოსწავლე – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. ამ უკანასკნელის მამა, ზაზა სარალიძე, გამოძიებას და სასამართლოს საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი პროტესტი მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა და საქმე ქვეყნის ხელისუფლების გადადგომისა და სასამართლო სისტემის შეცვლის მოთხოვნამდე მივიდა. *** ლევან დადუნაშვილი […]

,,ქმრის ძმაკაცმა ჩემი სიყვარულის შებღალვა სცადა”

ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია, ის უზომოდ მიყვარს. სკოლაში დავდიოდი, რომ გავიცანი. პატარა გოგო მაშინვე მომხიბლა მისმა ვაჟკაცობამ და სიგიჟემდე შემიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, თავს უფლება მივეცი, მის მიმართ სიმპათიები გამომემჟღავნებინა. აირიდა ჩემი ყურადღება. მიმანიშნა, რომ მასზე პატარა ვიყავი და ჩემთან ურთიერთობას არ აპირებდა. ლექსებს ვწერდი, მოთხრობებს და ყველას მას ვუძღვნიდი. თავს ვერ ვიკავებდი, გრძნობებს […]

ფილმ ,,დედეს” გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის – რა მოხდა გადაღებებზე

ფილმმა “დედემ”, რომელიც ახალგაზრდა სვანმა რეჟისორმა ქალმა, მარიამ ხაჭვანმა, ბებიის მოყოლილ ისტორიაზე გადაიღო, ბევრი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა, საქართველოში უკვე 12 ათასმა მაყურებელმა ნახა და 10 ქვეყანაში გაიყიდა. სვანურ ბალადას წინ კიდევ ბევრი კონკურსი ელის და, რაც მთავარია, ახალგაზრდა რეჟისორს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო “დედეს” “ოსკარზე” წარადგენს. ასეთი წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ რეჟისორმა ძირითადად არაპროფესიონალები […]

რა დაინახა ვანგამ საქართველოზე – რიცხვი 20 და ოთხი მეფე – კახა ბასილია: ,,ვფიქრობ, ვანგამ ჩვენი ქვეყნის ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა”

ბულგარელი ნათელმხილველისა და სახალხო მკურნალის, ვანგას, სახელი მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისი არაერთი წინასწარმეტყველება ასრულდა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, ფაშიზმის დამარცხება, თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედიზე, “ამერიკელი ძმების (სავარაუდოდ, ტყუპი ცათამბჯენების) დაცემა რკინის ჩიტებით” და სხვა. ამბობენ, რომ სტალინის სიკვდილი ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რის გამოც დააპატიმრეს და მხოლოდ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს. […]

მაია სიჭინავა: “აქ 90 წლამდე თითქმის ყველა ძლებს” – ქართველი მომღერლის ესპანური ცხოვრება

წლების წინ თბილისში მღეროდა გოგონათა კვარტეტი “ხმები”, რომლის ერთ-ერთი წევრი, მაია სიჭინავა, დღეს ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში ცხოვრობს. საქართველოდან 2000 წელს წავიდა, რადგან მატერიალური გაჭირვების გამო არს ემღერებოდა, თავის გატანა უჭირდა. ესპანეთში ბევრი სამუშაო გამოიცვალა, მომვლელადაც იმუშავა, მერე კი ბედმა გაუღიმა, უცხოეთში სიყვარულიც იპოვა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა – სიმღერას. სამშობლოს მონატრებული მომღერალი ახლა სიმღერებს წერს, […]