კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ინდირა ჯგერნაიამ შვილის მამასთან ურთიერთობა დაალაგა – “სექსზე უკეთესი რაღაცებიც არსებობს”

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ცხოვრებაში დედობამ ყველა სკანდალი ჩააცხრო, რაც მანამდე მის გარშემო ტრიალებდა. ახლა ყველაფერი მის შვილს, ანდრიას, უკავშირდება, რომელიც მალე 2 წლის ხდება. პრობლემური ურთიერთობაც, რომელიც ბავშვის მამასთან ჰქონდა, მოგვარდა. უკან მოიტოვეს სახალხოდ “საქმის გარჩევები”, ურთიერთბრალდებები და თანაბრად ზრუნავენ შვილზე. ასე რომ, ინდირას განსხვავებული ეტაპი დაუდგა, რომლის შესახებაც “სარკის” მკითხველებს უამბობს. – ინდირა, ხმაურიანი […]

მაცაცო თოხაძე ყოფილ ქმრებს მადლობას უხდის – “შვილმა შვილიშვილი არ მაღირსა და ამიტომ ჩემი გავაჩინე!”

პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელ მაცაცო თოხაძეს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების გზა არ ჰქონია, იმედგაცრუებები საკმაოდ იგემა, მაგრამ მაინც შეძლო ქალური ბედნიერების პოვნა. – მაცაცო, ბოლო 2 წელია, აღარსად ჩანხართ. რატომ გაუჩინარდით, რა არის ამის მიზეზი? – ძალიან საპატიო მიზეზი მაქვს. 40 წლის ასაკში, ამ “სიბერეში”, მესამე შვილი გავაჩინე, კვლავ ბიჭი და ვარ მრავალშვილიანი, “პენსიონერი” დედა. – გოგოზე […]

,,შიმშილისგან დაუძლურებული ტერენტი გრანელი ძლივსღა დააბიჯებდა, დადიოდა ცოცხალი გლოვა და სევდა”

ტერენტი გრანელს ქართული პოეზიის ფიროსმანს უწოდებენ. ორივე მარტოობასა და სიღარიბეში ცხოვრობდა და ასევე დალიეს სული. ორივე გარდაცვალებიდან წლების შემდეგ აღიარეს, ორივეზე უამრავი ლეგენდა შეიქმნა… … პოეზიით “დასნეულებული” ტერენტი გრანელი ლექსებს ღია ცის ქვეშ წერდა, საკუთარი ჭერი არ გააჩნდა. ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევდა. დაკონკილსამოსიან, თმააბურძგნულ პოეტს ბევრი შეშლილს უწოდებდა, დასცინოდნენ, ავიწროებდნენ, ლექსებს არ უბეჭდავდნენ. მისი […]

მარიკა თხელიძე: “ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული შეცდომა იყო”

“ქვეყანა აირია” – დუეტში შესრულებულმა ამ სიმღერამ პატარა მომღერალი მარიკა თხელიძე და ტელესახე სოსო თოლორაია 2000-იანების დასაწყისში ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებად აქცია. თუმცა მანამდე იყო ბასა ფოცხიშვილის გადაღებული მუსიკალური კლიპი, რომელიც მაყურებლის მეხსიერებაში ძველ სამკერვალო დაზგებზე მომუშავე ქალებითა და ტექსტის მაგივრად ნამღერი “ტაკატა-ტაკატა”-თი ჩარჩა და რომლითაც პატარა მარიკამ ფურორი მოახდინა. ის თიკა ჯამბურიასა და ნინი ქარსელაძის […]

“ზუზუ შემოდგომაზე ცოლთან მიდიოდა სტამბულში… ამბობდა, ბანკის ვალებმა შემჭამესო”

მსახიობ ზაზა ბეჟაშვილს რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო დიდი გულისტკივილით გამოემშვიდობა. ის 16 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი. – აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო. ზუზუს ფეხები ნახევრად გარეთ ჰქონდა. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიანი იყო, […]

“მეშინია იმ გოგოსი, რომელსაც ავადმყოფურად ვუყვარვარ”

ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ნორმალური არ არის. მინდა, გამოსავალი ვიპოვო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყველაფერი 3 წლის წინ აირია, მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი. მეზობელმა თავისი ნათესავი გოგონა გამაცნო. ძალიან თბილად შევხვდი, მე საერთოდ არ მჩვევია ადამიანებთან ცუდი ურთიერთობა, მასაც გავუღიმე, კომპლიმენტები ვუთხარი და ეს ყველაფერი ძვირად დამიჯდა. საქმე ის არის, რომ ეს გოგონა დამოუკიდებლად […]

ეთო გუგავა: “შეყვარებულთან რომ ვიჩხუბე, მისი ჯიბრით თმა გადავიპარსე”

მსახიობ ეთო გუგავას კოსმეტიკა საერთოდ არ გააჩნია, რადგან მაკიაჟს არასოდეს იკეთებს. სცენასა და ეკრანზე გრიმს ხმარობს, ოღონდ ძალიან მსუბუქს. 38 წლის ასაკში ჯერ კიდევ აქვს იმის ფუფუნება, რომ კოსმეტოლოგებთან ხშირად არ ირბინოს, თუმცა გარკვეულ პროცედურებს მაინც მიმართავს. არც ვარჯიშსა და სწორ კვებაზე იკლავს თავს. ღამით, როცა ორ შვილს, 13 წლის ნიას და 4 წლის მელანია-მიას […]

გიორგი ასათიანი: “მეორე ცოლის მოყვანამდე ისე უწესოდ ვიცხოვრე, ღმერთმა უშვილობით დამსაჯა”

ტელეკომპანია “ხარისხის არხის” დამფუძნებელი გიორგი ასათიანი, რომელიც ამავე არხზე თანადამფუძნებელ დავით გიორგობიანთან ერთად უძღვება გადაცემას “დასაბამიდან სასუფევლამდე”, ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ორი წამყვანის დებატებზე შექმნილი ვიდეორგოლები სოციალური ქსელებისა და იუმორისტული შოუების ჰიტებად იქცა. გადაცემაში, სადაც რელიგიურ თემებზეა საუბარი, მაყურებელიც რეკავს და წამყვანები აზრთა სხვადასხვაობის გამო ბევრს კამათობენ. გიორგი ასათიანი პროფესიით ფიზიკოსია. ამბობს, რომ თითქმის ყველა […]

თაკო კორინთელი: “მომწონს, როცა ქალს ლამაზი მკერდი, ფეხი, საჯდომი აქვს და ამას ხაზს უსვამს”

თაკო კორინთელი მაყურებელმა საინფორმაციო გამოშვებებიდან გაიცნო – ტელეწამყვანი გახლდათ. ამჟამად კი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლში ხედავენ. მაშინაც და ახლაც ეკრანზე საკუთარი სტილისგან აბსოლუტურად განსხვავებულად აცვია. რეალურ ცხოვრებაში თაკოს ჩაცმულობა თავისუფალი, სპორტულია. უყვარს ჯინსები, კედები და მის გარდერობშიც უმეტესად ასეთი ტანსაცმელი ჭარბობს. არასოდეს უყურებს, რა ბრენდია და მოდაშია თუ არა, იცვამს იმას, რაც უხდება. […]

მაკა ზამბახიძე: “სალომეს ჰქონდა სასიყვარულო ისტორია და მაშინ გვერდით ვედექი”

მომღერალ მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში აქტიური შემოქმედებითი პერიოდია. მის კარიერას ხელი ცნობილმა პროდიუსერმა მამულიჩამ, კახა მამულაშვილმა, მოჰკიდა და ერთად ბევრი ამბიციური მიზნის განხორციელებას გეგმავენ. მაკასთვის სიურპრიზი იყო, როდესაც მამულიჩამ თავის საპროდიუსერო გუნდში მისი ქალიშვილი 17 წლის სალომე ჩიტაძეც მიიწვია. სალომემ საზოგადოებას თავი პროექტ “იქს ფაქტორით” დაამახსოვრა, თუმცა ფინალამდე კარგახნით ადრე გამოეთიშა. ჟიურის ამ გადაწყვეტილებას მუსიკალურ სფეროში […]