მსახიობმა იმედა არაბულმა რამდენიმე თვის წინ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო და სხვა ასიათასობით ქართველის მსგავსად, ემიგრანტულ გზას დაადგა. ახლა ამერიკაშია და ყველაფრის ნულიდან დაწყება უწევს. აქ წარმატებული სამსახიობო კარიერა ჰქონდა, თამაშობდა თეატრებში, სერიალებში, ბევრი გულშემატკივარიც ჰყავდა შემოკრებილი, მაგრამ ყველაფრის დატოვება მოუხდა. ნანობს თუ არა? ამბობს, რომ ამას დრო უჩვენებს. – იმედა, რატომ დატოვეთ საქართველო? – […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
მზია კვირიკაშვილი: “აგვისტოში მწვანე ბარათი მექნება, მაგრამ მე ვიქნები თუ არა, აღარ ვიცი” – რას უამბობდა ”სარკეს” 9 წლის წინ სიცილის დედოფალი
საქართველოში და მის გარეთ, მრავალრიცხოვან ქართველ ემიგრანტებში, პოპულარული და საყვარელი იუმორისტი ქალის, მზია კვირიკაშვილის გარდაცვალებიდან 2018 წლის ივლისში, 8 წელი შესრულდა. საქართველოს სიცილის დედოფალი – ასე შეარქვა მას მაყურებელმა და ამ სახელითვე შევიდა ქართული ესტრადის ისტორიაში. მსახიობი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე სენით. სიკვდილამდე 1 თვით ადრე “სარკეს” შეხვდა. აგვისტოში ამერიკაში მწვანე ბარათის მიღებას ელოდა. […]
“ქმარს ფიქრით ვღალატობდი, სხეულით – არა, მეგონა, განვიტვირთებოდი, მაგრამ შემიყვარდა… “
ჩვენი რესპონდენტის ისტორია კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ცნობილი ჭეშმარიტებისა, რომ ის, ვინც რეალურ ბედნიერებას ვერ დააფასებს და სხვაგან დაიწყებს მის ძებნას, წაგებული რჩება. მართალია, ცოლ-ქმარს შორის წყლის ამღვრევაში ხშირად დიდ როლის თამაშობს გარემოცვაც, მაგრამ ყველაფერი მაინც “მთავარ გმირებზეა” დამოკიდებული, როგორ გაუფრთხილდებიან და წლების განმავლობაში დაუზიანებლად გამოატარებენ გრძნობას, რომელმაც ისინი თავის დროზე შეაერთა. ლელა: – 21 […]
ანა კოშაძე: “ტოშამ პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო – არ ვისურვებდი, რომ ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ”
2000-იანების პოპულარული მოდელი, ანა კოშაძე, 10 წელია პოდიუმზე აღარ გამოსულა. 18 წლის ასაკში გათხოვდა და სამოდელო სფეროდან გაქრა. ახლა ის 30 წლისაა, ბიზნესმენ ტოტო, იგივე ტოშკა, კვარაცხელიას ცოლი და ორი პატარა გოგონას დედაა, ხოლო მის სამსახურებრივ სტატუსს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი ჰქვია. “სარკესთან” ინტერვიუში პოპულარული ლამაზმანი მოდელობის პერიოდს იხსენებს და თავისი ცხოვრების 30 წელს აჯამებს. […]
“800 ევროდან ჩემთვის მხოლოდ 100-ს ვიტოვებ” – საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში ნაშოვნი ფული არჩენს
ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში 135 მილიონ 600 ათასი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასული წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,4 პროცენტით მეტია. ეს ფული ემიგრანტებმა თავ-თავის ოჯახებს საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სომხეთიდან გამოუგზავნეს. თითოეული დოლარი თუ ევრო უცხოეთში სიმწრით გატარებული […]
თამუნა მუსერიძე: ,,სულ რომ 20 წელი დამჭირდეს, დედას მაინც ვიპოვი”
ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის, მარიანას დედა გახდა, მაგრამ ცხოვრების რიტმი მაინც არ შეუცვლია. ისევ დატვირთული გრაფიკი აქვს, საღამოები მიჰყავს, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში ეხმარება. თამუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია. 2 წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ აყვანილი […]
ნიკა გრიგოლია: ,,ილო ბეროშვილი ძილში კალათბურთსაც უყურებს და ლაპარაკობს კიდეც”
,,მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონი დასრულდა, მაგრამ ორი შოუმენის, ილო ბეროშვილის და ნიკა გრიგოლიას მეგობრობა გრძელდება. ამ ტელეპროექტმა ისინი ეკრანულ ტანდემად აქცია. კარგი იუმორის გრძნობამ ერთმანეთთან ურთიერთობა გაუადვილათ და დღეს ერთიმეორის საუკეთესოდ ესმით. ილო და ნიკა რადიკალურად განსხვავებულები არიან როგორც ეკრანზე, ისე ცხოვრებაში. ერთს შეუძლია სიმღერა და ხშირად ღიღინებს, მეორე კი აბაზანაშიც ვერ ბედავს ღიღინს; ერთის […]
,,ამ მთავრობას მოვუ..ან დილეტანტი დედები” – გიორგი ყიფშიძეს ხელფასი 3 დღით დაუგვიანეს
მიხეილ თუმნიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გუშინ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა დაგვიანებულ ხელფასზე. ,,არაფერი საინტერესო არ ხდება, ხელფასს თავის დროზე არ გვაძლევენ და საერთოდ, ამ მთავრობას მოვუ..ან დილეტანტი დედები. გულის ამრევები ესენი”, – დაწერა მსახიობმა, მოგვიანებით კი ეს სტატუსი წაშალა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი რამდენიმე თვის წინ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობდა და მოსახლეობას […]
ნაილი გამეზარდაშვილი: “ერთხელ პოლიციის საპირფარეშოში ჩამკეტეს” – პოლიციელი ქალი კოლეგებს სექსიზმში ადანაშაულებს
პრესით, ტელევიზიით, სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის თუ კოლეგების მხრიდან თანამშრომელთა უფლებების დარღვევის, მათი ფსიქოლოგიური თუ სექსუალური შევიწროების შესახებ. როგორც წესი, ამაზე სამართალდამცავები და შესაბამისი უწყებები რეაგირებენ, დავა ხშირად სასამართლოში გრძელდება. ამჯერად კი უფლებების შელახვასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე თავად პოლიციელი ქალი ალაპარაკდა, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სამსახურში ის […]
ნინი შერმადინი: “მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც და ძიძადაც – ისეთი ძლიერი გოგო ვარ, ჩემზე ძლიერი ბიჭი ჯერ არ მინახავს”
მომღერალი ნინი შერმადინი 6 წელია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში წელს პირველი შემთხვევაა, როცა თავს უფლება მისცა და 6 თვე დარჩა სამშობლოში. ამით ერთადერთი შვილის, ახლობლების მონატრება, დანაკლისი შეივსო, რეპერტუარიც ახალი სიმღერებით გაამდიდრა. – ნინი, როგორ განწყობაზე ხართ? – გადასარევზე. საქართველოში ეს 6 თვე ჩემთვის ძალიან პროდუქტიული იყო, რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერე და […]










