მომღერალი სოფო ბედია მეორე შვილის, პატარა ანდრიას მოვლით არის დაკავებული. მისი და მიშა მესხის პირველი საერთო შვილი 2018 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. ახალნამშობიარევი სოფო კი უკვე 31-ში საახალწლო კონცერტზე მღეროდა. მომღერალს პირველი ქორწინებიდან 10 წლის ბიჭი ჰყავს და ახლა მთელი ოჯახი ჩვილის გარშემო ტრიალებს. ცოტა ხნის წინ სოფომ ბავშვის პირველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შვილის […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ეკო ფანგანი: ,,საუკეთესო ცოლი ვიქნები!”
ეკო ფანგანი მაყურებელმა პირველად რეალითი შოუ ,,უკანასკნელ გმირში” იხილა, შემდეგ იყო პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, დღეს კი ტელეკომპანია ,,იმედის” სახეა. საქმეში რეალიზებული, წარმატებულია და თავისი პირადი ცხოვრებაც ასეთივე წარმოუდგენია. როგორი მამაკაცები ხიბლავს ლამაზმან ტელესახეს, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც დავუსვით კითხვები. თუ რა გვიპასუხა, ამას ,,სარკის” ინტერვიუდან შეიტყობთ. – ეკო, რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში, ტელევიზიის გარდა, […]
ნინო იოსელიანი: “ხიზილალის და ტალახის ნიღბები ძალიან მომწონს”
პოპულარული და მოდური ახალგაზრდა ქალი, ნინო იოსელიანი, სილამაზის მთავარ საიდუმლოდ შინაგან სილამაზეს, კარგ განწყობას მიიჩნევს. დადებითი ემოციებით კი ორი რამ “ამარაგებს” – ცხოვრების ჯანსაღი წესი და მიზანი, რომ სულ წინ იაროს და საქმეში რეალიზებული იყოს. ნინო რამდენიმე წელი ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობდა ქმარ-შვილით. ქმართან, გიორგი ქისტაურთან, გაყრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მოდის ინდუსტრიაში პროექტების განხორციელება დაიწყო. […]
ეკა სამხარაძე: ,,ვცდილობ, ჩემი ემოციურობა დავძლიო”
ტელეჟურნალისტ ეკა სამხარაძის სამუშაო დღე ბოლო 12 წელია დილის 5 საათზე იწყება. “დილა მშვიდობისა საქართველო” – ამ გადაცემის ყველაზე სტაჟიანი სახე ტელეწამყვანობაზე ნაკლებად ოცნებობდა. “კურიერის” ჟურნალისტი ამ პოზიციაზე შემთხვევით მოხვდა. მას შემდეგ კი მუდამ იმის ცდაშია, თავისი საქმე საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. ეკა სამხარაძე: – 12 წელია დილა ჩემთვის 5 საათზე იწყება. ყველაზე მაგარი დრო […]
ბედიის ტაძრიდან ქრისტეს ეკლის გვირგვინი დაიკარგა
ისტორიკოსი გიორგი კალანდია ჟურნალ ,,სარკესთან” ყვება იმ სიწმინდეებზე, რომლებიც ბედიის ტაძარში იყო დაბრძანებული. გიორგი კალანდია: -1640 წელს რუსეთის ელჩებს ბედიის ტაძარი დაუთვალიერებიათ. მათთვის შავხავერდგადაკრული სამღვდელმთავრო კვერთხი უჩვენებიათ. მის თავზე ამოქარგული იყო ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ჯვარი, რომელიც მეფე კონსტანტინესა და მის დედას, ელენეს, ეკავათ. ელჩების გადმოცემით, ხავერდის ქვეშ ინახებოდა ეკლის გვირგვინი, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს ედგა […]
ქერემ ბურსინი: “მინდა, სერენაი სარაკაისთან რომანი სამუდამოდ გაგრძელდეს”
მსახიობ ქერემ ბურსინის სახელი დღეს თურქეთში ყველას პირზე აკერია. სიმპათიური ქერემი მუდამ პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, როგორც თავისი როლებით, ისე თურქ მსახიობ სერენაი სარაკაისთან რომანის გამო. ამ მშვენიერ წყვილს მუდამ პაპარაცების არმია დასდევს უკან. საქართველოში ქერემს სერიალ “ნამსხვრევებით” იცნობენ და არც ჩვენთან აკლია თაყვანისმცემლები. ქერემ ბურსინი 1987 წლის 4 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბულში დაიბადა. […]
სალომე მომცემლიძე ბეჰემოტმა ლამის გადაყლაპა – “ვერ ვიცხოვრებ ისეთ ბიჭთან, რომელიც ძაღლებს ვერ იტანს”
ჟურნალისტი სალომე მომცემლიძე “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში უკვე 5 წელია, მუშაობს. პროფესიით კინომცოდნე თავის მომავალს სწორედ ამ კუთხით ხედავდა, მაგრამ ტელევიზიამ და ჟურნალისტის მრავალფეროვანმა პროფესიამ მას გეგმები შეაცვლევინა. სალომეს სიუჟეტებს შორის ყველაზე პოპულარული ცხოველებთან დაკავშირებული რუბრიკაა. თავად სალომეც ყველაზე კომფორტულად თავს ამ ამპლუაში გრძნობს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან დაბადების პირველივე დღეებიდან მის გვერდით ყოველთვის […]
თემო რცხილაძე: ,,ჯერ მზად არ ვარ, სახლში კიტის ნაცვლად სხვა გოგო მოვიყვანო”
მომღერალ თემო რცხილაძეს 16 წლის წინ, როცა საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა, სახლში ულამაზესი, ქათქათა ფისო დახვდა, რომელმაც თავიდან უცნობ მამაკაცს ყურადღებაც არ მიაქცია. შემდეგ კი ფუმფულა კიტი ისე დაუმეგობრდა და შეაყვარა თავი, რომ თემოს დღეს მის გარეშე ძალიან უჭირს. საქმე ისაა, რომ კიტი წელს მოკვდა და რცხილაძეების ოჯახს ძალიან დასწყვიტა გული. ,,სარკესთან” თემომ კატა კიტისთან ერთად […]
ხატია შამუგია პირადზე ალაპარაკდა: “შევხვდი ქართველ მამაკაცს ევროპული აზროვნებით და ქართული ხასიათით”
ქართველი სელებრითების ერთ-ერთ აქტიურ სახეს, პარფიუმერული ქსელ “ისი პარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ხატია შამუგიას, “ქუჩის ბიჭ” გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ ხმამაღლა და საჯაროდ არასდროს უთქვამს, რომ შეყვარებულია. მის ცხოვრებაში თუ რაიმე სახის გრძნობა ან ურთიერთობა იყო, ამას არასდროს ასაჯაროებდა, მაგრამ დადგა ეტაპი, როდესაც შეუძლია თქვას: “დიახ, შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერ ქალად ვგრძნობ!” ხატიას ცხოვრებაში […]
გურანდა გაბუნია: ,,მე მხოლოდ ოთარისთვის ვცოცხლობდი, ახლა აღარაფერი მინდა”
ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მსახიობ გურანდა გაბუნიას ტკივილს დრო ვერ მოერია. მისი დიდი სიყვარულის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, გარდაცვალების შემდეგ მწუხარება ერთი წუთითაც არ განელებულა, ისინი ხომ განუყოფლები იყვნენ. ერთხანს სიცოცხლის სურვილიც დაკარგა, მაგრამ საყვარელმა საქმემ უშველა, რეჟისორებმა მისთვის დადგეს სპექტაკლები და ახალმა როლებმა ცხოვრებას ისევ დაუბრუნა. თუმცა გარდაცვლილ მეუღლეზე დარდი ვერაფერმა […]










