კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

,,ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მითხრა” – როგორ გამოემშვიდობა გიო ხუციშვილი ქალიშვილს

,,გარდაცვლილი კურსანტები გამომყავდა და ფეხში დავიჭერი. ოპერაცია ტკივილგამაყუჩებლის გარეშე გამიკეთეს, რადგან წამალი არ ჰქონდათ. ერთ წამში მთელი ცხოვრება გამახსენდა. სულ ბავშვებზე ვფიქრობდი. როგორ მინდოდა, მოვსწრებოდი მათ სკოლის დამთავრებას, მენახა მათი ოჯახები, შვილიშვილები. მინდოდა, გადავრჩენილიყავი და მათთან დავბრუნებულიყავი. განსაკუთრებით კი ელენეზე მქონდა გართულება, უმამოდ დარჩენილი გოგონა არ დაეჩაგრათ…” – უყვებოდა ჟურნალ ,,სარკეს” ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი გიო […]

გოგა ჩანადირი: ,,მთელი ღამე შიშში გავატარე, შევკარი ბარგი და აბაზანაში ჩავწექი, რადგან მითხრეს, ყველაზე უსაფრთხო ადგილიაო”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობს. ძირითადად მისი სამოგზაურო ჟანრი ფოტოდოკუმენტალისტიკაა. ბევრი ეგზოტიკური ქვეყანა აქვს მოვლილი, რადგან ყველაზე მეტად ეთნოგრაფია და ადამიანთა ყოფა აინტერესებს. მოგზაურობისას ყოველთვის თან აქვს მაისური, რომელზეც მისივე კამერით აღბეჭდილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოებია დატანებული. ზედ აქვს წარწერა: ,,შემოიარე საქართველო!”. ასე ცდილობს, უცხოეთში საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინოს. ეს იდეა მადრიდის “რეალის” სტადიონზე […]

ვენერა კიკნაძე: “ვატყობ, რომ სახლში წასვლის დროა” – ხარაგაულის 80 წლის მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლემ სტიპენდია დაუნიშნა

“ასე გააგრძელეთ, თქვენ შესანიშნავი პედაგოგი დადგებით”, – უთხრა ვენერა კიკნაძეს პირველი გაკვეთილის შემდეგ ხარაგაულის სკოლის (ახლანდელი მე-3 საჯარო სკოლა) მაშინდელმა დირექტორმა ზაქარია შარიქაძემ. ეს იყო 1969 წელს. მას შემდეგ 50 წელი გავიდა, მაგრამ ქალბატონ ვენერას დღემდე ახსოვს ის ემოცია, როცა მოსწავლეებს პირველად შეხვდა. ახლაც ასეა, მისი გაკვეთილები ემოციის გარეშე არ ტარდება, ისევ დიდ ენერგიას გასცემს, […]

“სამყაროს ემალებოდა და შვებას მარტოობაში პოულობდა” – შავი პრინცის დაბრუნება და დამშვიდობება – ვიდეო

“არ იცის გარჩევა შავის და თეთრის, ეშინია სინათლის მკვეთრის, სჯერა მარტო ჩემი – ერთადერთის, სიურპრიზი აქვს ჩემთვის, თარიღი ჩემი დაბადების, გარდაცვალების, მკვდარი რეპერების… ესემესს მწერს, სიკვდილს აპირებს…”, – ეს არის სიტყვები რეპერ აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე შავი პრინცის, უკანასკნელი კლიპიდან, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. მუსიკოსი ამ სიმღერით დაუბრუნდა თავის მსმენელს და ამ სიმღერითვე დაემშვიდობა. […]

მაკა ძაგანია: ,,თუ გიღალატებენ, ოჯახის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს”

მსახიობ მაკა ძაგანიას ცხოვრებაში 4 წლის წინ ბევრი რამ შეიცვალა – მისი მეორე შვილი, გიორგი დაიბადა. ამის შემდეგ მის შემოქმედებაში ბუნებრივად გაჩნდა პაუზა, აღარც სპექტაკლებში მონაწილეობდა, დროებით მისი გმირი, თინაც თვალს მიეფარა სერიალიდან ,,ჩემი ცოლის დაქალები”. მერე კი ყველაფერი ძველ რიტმში ჩაჯდა. ამჟამად მაკა ძალიან დაკავებულია, ბავშვებსა და სტუდენტებს ასწავლის, “ილიაუნის თეატრში” თამაშობს და მისი […]

“თანახმა ვარ, აქედან ჯორზე შესმული გამომიშვან, ოღონდ ბავშვი დამიბრუნონ” – ქართველი წყვილი შვედეთში შვილისთვის იბრძვის

ქართველების წყვილი, ცოლ-ქმარი კონსტანტინე კირვალიძე და ლიკა სხილაძე 2 წლის წინ შვედეთში წავიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს. სახელმწიფომ მათ ადგილი საერთო ბანაკში მიუჩინა. ლიკა შვედეთში დაფეხმძიმდა და პატარა ერიკი გააჩინა. 9 თვის შემდეგ სოციალურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ერიკს მშობლების გარეშე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, რადგან, მათი აზრით, ისინი ბიჭუნას საფრთხეს უქმნიდნენ. კონსტანტინე კირვალიძე სამშობლოში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, […]

“ვანო ზოდელავამ თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა”

დედაქალაქის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა, დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ის 5 თებერვალს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა 2017 წლის ივლისში ავარიაში მოყვა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. იმ დღიდან გონზე აღარ მოსულა. წელიწადნახევარი საავადმყოფოში იწვა და სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ვანო ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო. ბოლო 10 წლის […]

გვანცა დარასელია: “ბოტოქსს ვიკეთებ, მიმიკური ნაოჭი მაქვს და არ მინდა, რომ ღარი გამოჩნდეს”

გვანცა დარასელიასთვის სანამ ტელევიზია გახდებოდა ცხოვრების მთავარი საქმე, მანამდე იყო სამოდელო ბიზნესი, სადაც გამორჩეული სახე გახლდათ. კარგად იცოდა, პოდიუმზე როგორ წარმოეჩინა თავი და ახლაც იცის, მის ეკრანულ იმიჯს რა სჭირდება. დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას, ჩაცმის სტილს… და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, გვანცა თვლის, ქალი რომ კარგად გამოიყურებოდეს, მთავარი მის გვერდით მდგომი მამაკაცია. მას ამ […]

გოგა ბარბაქაძე: ,,ჩემი ცოლი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე 15 წლის წინ”

მსახიობი გოგა ბარბაქაძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ პერსონაჟ დათოს პოპულარობა დღემდე მოჰყვება. სერიალის ეკრანზე უკვე რამდენჯერმე დაბრუნდა, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ რეიტინგულია და მისი გმირების ხალასი იუმორი მაყურებელს ისევ ძალიან ახალისებს. გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრისა და “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. სპექტაკლების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ […]

სალომე ჭაჭუა: ,,მამაკაცმა ვიზუალით უნდა დამაინტერესოს… ჩემს პირად ცხოვრებაში არავინ არის”

სალომე ჭაჭუა 13 წლის იყო, როცა პარკეტზე საცეკვაოდ დადგა და მას შემდეგ სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში გამორჩეული სახეა. თუმცა პოპულარობა პროექტმა, ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, მოუტანა. ტელეშოუს ბოლო სეზონზე მისი პარტნიორი გიორგი გილიგაშვილი იყო, რომელთან ერთადაც დასამახსოვრებელი ნომრები შექმნა. იყო დიდი მოლოდინი, რომ წყვილი ფინალში მოხვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. სალომეს ცხოვრება პროექტის შემდეგაც ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება. რეპეტიციები, იოგა, […]