ირმა ჭკუასელი, სარკე “ზღაპრის გმირი” – ამ სიტყვებით შეეგება პროექტ “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრი, მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი, 22 წლის ლიკა ლოლომაძეს კასტინგების ტურში. ოთხსიმიანი პატარა საკრავით, ოკულელეთი ხელში მართლაც ზღაპრიდან გადმოსულ პერსონაჟს ჰგავდა და ინოლა გურგულიას სიმღერაც მის ხმას საოცრად მოუხდა. ის მომდევნო ტურშიც გადავიდა და იღბლიანი ათეულის წევრიც გახდა. ლიკა ქსოვს, თოჯინებს აკეთებს, თიხისგან […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ლუკა ჭოხონელიძე ნატო გელაშვილს “მხოლოდ ქართულში” გაეპარა – “ლუკამ მითხრა, მარინა ბერიძემ დამიწუნაო და ნერვიულობით მოვკვდი”
რუსუდან ადვაძე, სარკე მომღერლისა და კომპოზიტორის, ნატო გელაშვილის, უმცროსი ვაჟი, ლუკა ჭოხონელიძე, პოპულარული მუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მონაწილე გახდა. ცნობილი დედა ირწმუნება, რომ მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და, რომ გაეგო, ხელს შეუშლიდა, რადგან საკონკურსო სტრესისა და ნერვიულობისთვის შვილი არ ემეტება. ლუკა ჭოხონელიძე პროფესიით იურისტია და საადვოკატო ფირმაში მუშაობს. საქმიანობა დროებით შეწყვიტა, რადგან “მხოლოდ […]
მარიამ კუბლაშვილი: “ჩემი ქმარი უკიდურესადაც რომ გაბრაზდეს, არ ავყვები”
ავთო ჩიტიძე, სარკე ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბოლო დროს სკანდალების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისა და მისი თანამშრომლის, თამთა თოდაძის, საქმეში ჩაერთო, ხისტი და სკანდალური განცხადებებით საზოგადოება აახმაურა. იმის გამო, რომ ქალზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი გახდა, ის ქალთა უფლებების დამცველთა სამიზნედ იქცა. სიმართლე სანამ გაირკვევა, მარიამზე ამ ამბავმა ემოციურად უარყოფითად […]
მეგი გოგიტიძე: ”ქმართან ბევრ რამეზე ვკამათობ, მაგრამ ლეწვა-გლეჯვამდე არ მივდივართ”
ირმა ჭკუასელი, სარკე მომღერალი მეგი გოგიტიძე საზოგადოებამ ტელეპროექტ “ვარსკვლავების აკადემიიდან” გაიცნო. 19 წლის ქობულეთელმა გოგომ თავისი ვოკალით, შესრულების მანერით ხალხი აალაპარაკა. იყო კრიტიკაც, სირთულეებიც, მაგრამ თავისი მსმენელის შეკრება მაინც შეძლო. მერე იყო უკრაინული “ვოისი”, სადაც ორსული მღეროდა, ახლა კი მისი ძირითადი სამუშაო ადგილი მოსკოვია, კონცერტებს მართავს და ახალ სიმღერებზეც მუშაობს. მეგის ცხოვრებას ორი ულამაზესი გოგონა […]
დალი ჩიტალაძე და გიორგი ნაზღაიძე შემოსავალს იყოფენ – “მთელი ცხოვრება ყველას ვემსახურები!”
ირმა ჭკუასელი, სარკე მოდის ექსპერტი და ბლოგერი, დალი ჩიტალაძე, კულინარიულ შოუ “მასტერშეფში” დიდი ხმაურით გამოჩნდა. თავისი საფირმო სოუსი და კერძიც დიდი ემოციებით მოამზადა პროექტის სამზარეულოში და მაყურებელს კიდევ ერთი განსხვავებული შტრიხით წარუდგა – შოუში მის გვერდით იყო ასისტენტი, გიორგი ნაზღაიძე, რომელსაც დალი ხან მწვანილის მიწოდებას სთხოვდა, ხან რომელიღაც ინგრედიენტის შეცვლას. ხალხმა ამ ურთიერთობაში რაღაც “მონათმფლობელური” […]
გივი პაპავა: “ცოლი ჩემზე ძლიერია” – “კომედი შოუს” მსახიობი ბაზრობის ქალებს სასიძოდ მოსწონთ
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე იუმორისტ გივი პაპავას ქუჩაში ხან თეა წულუკიანს ეძახიან, ხან გიგანტიჩს. ეს სახელები მას “კომედი შოუს” სკეტჩებში შესრულებული როლების გამო შეარქვეს. გივი ხონელია, ერთ-ერთმა რეჟისორმა სწორედ იქ აღმოაჩინა და ქუთაისის იუმორისტულ გუნდში წაიყვანა. საბოლოოდ კი “რუსთავი 2”-ში აღმოჩნდა, სადაც უკვე 3 წელია სახასიათო პერსონაჟებს ქმნის. გივის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას, რამდენიმე […]
ნუკა ორჯონიკიძე: ,,ქმრის გარეშე ისეთი არ ვიქნები, როგორიც მინდა, ვიყო”
ავთო ჩიტიძე, სარკე ტელესახე ნუკა ორჯონიკიძე ორწლიანი პაუზის შემდეგ “რუსთავი 2”-ს დაუბრუნდა. ჟურნალისტი გადაცემის “დილა უქმეებზე” გუნდს შეუერთდა და დილის გადაცემის ამპლუა ძალიან მოსწონს, რასაც ვერ ვიტყვით ტოქ შოუ “ანფასის” წამყვანობაზე. პოპულარულ ადამიანებთან პირად ცხოვრებაზე საუბრები მისთვის ტანჯვა იყო, ამიტომაც თავის დროზე ამ პროექტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ნუკამ ტელევიზიიდან გამოთავისუფლებული დრო ბიზნესს დაუთმო და ივენთკომპანია […]
გიორგი თარგამაძე და მისი ცოლი ეკრანზე ერთდროულად დაბრუნდნენ – “წლების განმავლობაში თათიას ადგილი არც ერთ ტელეარხზე არ იყო”
რუსუდან ადვაძე, სარკე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალისტი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი თარგამაძე, ახალდაფუძნებულ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გამოჩნდა. მას ანალიტიკური ტოქ შოუ “გიორგი თარგამაძის ფორმულა” მიჰყავს. ეს მისთვის უკვე მესამე დაბრუნებაა ტელესივრცეში. დაახლოებით ბოლო 25 წლის განმავლობაში მის კარიერაში პოლიტიკა და ტელევიზია რამდენჯერმე ჩაენაცვლნენ ერთმანეთს. ამბობს, რომ ჟურნალისტიკა იყო და არის მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა, […]
მანიკა ასათიანი: “ქმართან თუ არ კამათობ, ესე იგი ის არ გაინტერესებს”
ლელა დევდარიანი, სარკე მოდელმა და ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა პირად და საქმიან ცხოვრებაში თითქმის ერთდროულად გადადგა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ნაბიჯები. 17 წლის იყო, როცა ცხოვრება კალათბურთელ ბექა წივწივაძეს დაუკავშირა და ამავე პერიოდში გამოჩნდა ტელევიზიაში. ახლა უკვე გამოცდილი ცოლი, დედა და ტელესახეა, ზრდის ბიჭუნას და “იმედში” შაბათ-კვირას დილის გადაცემა მიჰყავს. გასული ზაფხული მანიკასთვის საკმაოდ დატვირთული იყო, მხიარული დასვენების […]
ზაზა ფუტკარაძე: “ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში 230%-ით მეტი ქართველი ჩამოდის და დახმარებას ითხოვს”
რუსუდან ადვაძე, სარკე საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქართველი ექიმი, ზაზა ფუტკარაძე, მუშაობს. ის კლინიკური კვლევების კოორდინატორი გახლავთ ონკოლოგიაში, ნევროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში… საქართველოდან 10 წლის წინ წავიდა. მანამდე ფარმაცევტად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. საფრანგეთში სასწავლებლად ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით, მისთვის ცალკე შტატი შეიქმნა საავადმყოფოში. 34 წლის ექიმი ახლა ევროპულ ქვეყანაში ცოლთან, თინათინ მოხევიშვილთან და ორ შვილთან ერთად […]











