გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია ,,კავკასიის” ეთერიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა სიტყვებით: ,,რატომ იბრალებთ ერის მამამარჩენალობას, ვინ ხართ საერთოდ?!”. მის ამ გამოსვლას პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა და წარსული შეახსენა. ,,გულბრაზი-ლიდერთმოძულე… იცით, რა გამახსენდა, თეთრი აქცია… მცხეთიდან რომ წამოვედით გრეჩიხებთან ერთად… სტადიონი რომ გადავათეთრეთ… როგორც კი იყნოსა გულბრაზმა რეალური ლიდერების არსებობა და საკუთარი პერსონა, როგორც ყოველთვის, სადღაც, […]
კატეგორია: სოციალური მედია
,,გააფრთხილეთ ყველა, გამორთონ ტელეფონები, პლანშეტები…” – რა ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტით
,,გთხოვთ, გააფრთხილეთ ყველა, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, რომ დღეს, 00:30-დან 03:30 საათამდე გამორთონ ტელეფონები, პლანშეტები და ა.შ., რადგან ამ პერიოდში ჩვენს პლანეტაზე რადიაციული დონე იქნება ძალიან მაღალი”, – ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით ვირუსივით ვრცელდება. იქვე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გვაფრთხილებს და ეს ინფორმაცია ყირგიზეთის ტელევიზიით გავრცელდა. შეტყობინებაში წერია, რომ ყველა […]
მამა ილია: ,,ივანიშვილი თავის სტიქიაშია, ამასობაში კი ბავშვები და მოხუცები ნაგავში იქექებიან”
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქში წერს: ,,ვუყურე ბიძინას გუშინდელ გამოსვლას. თუ აქამდე ვერ ხედავდა რეალობას – ხალხის გაღატაკებას, მთავრობის შეცდომებს, ცუდ პრემიერს და წელს დაინახა და გადააყენა, მომავალში რას დაინახავს და რამდენად ადეკვატურად?! სამწუხაროდ, თავის სტიქიაშია (ხეები, ბიზნესპროექტები), ამასობაში ბავშვები და მოხუცები ნაგვის ყუთებში იქექებიან. ძალიან ადვილი ყოფილა საკუთარი ფეშენებელური სასახლეებიდან ერის დაქცევის ყურება და მსჯელობა”.
“სისხლი შადრევანივით ასხამდა” – რა სკანდალში გაეხვა შეკვეთილის სასტუმრო “ბრიზი” და რა დაემართა მსახიობ ქეთი ქიტიაშვილს
მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა ქეთი ქიტიაშვილმა ფეისბუქში შეკვეთილში მომხდარი ამბავი აღწერა: “მინდა მოგიყვეთ ამბავი, როგორ წავედი დასასვენებლად და როგორი ფიზიკურად და მორალურად დაშავებული დავბრუნდი შინ. შეკვეთილში მდებარე სასტუმრო “ბრიზი” / Hotel “Breeze”, ამ სასტუმროს აქვს ვერანდაზე გასასვლელი მინის კარები, რომელიც ისე ირეკლავს მზის სხივებს და სინათლეს, რომ წამით კარგავ ორიენტაციას და გგონია, რომ გარეთ ხარ (რასაც […]
ირინა სარიშვილი: ,,რას ჰქვია ქმართან სექსი ჰქონდა მანამდეო… სერიოზულად ავად ვართ!”
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეს ეხმაურება და სხვადასხვა მოსაზრებებს, რაც ამ საზარელი მკვლელობის გარშემო არსებობს. ,,ეს დღეები ვკითხულობ კომენტარებს ხადას ხეობაში მომხდარ საშინელებაზე და ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: ასეთი მანიაკები (უარესიც) ყველგანაა და ამას ეროვნული ნიშანი არა აქვს. მაგრამ არ მეგულება არსად დედამიწაზე ამ ყველაფერზე იმის დამწერი და გამფიქრებელი ადამიანები, რასაც […]
,,თამთამ სიყვარული დამიტოვა” – ბრეივიკის მოწყობილი ტერაქტიდან 7 წელი გავიდა
7 წელია ნორვეგიაში, კუნძულ ოტოიაზე, ტერორისტ ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დიდი ტკივილით ცხოვრობს. მის მშობლებს ყოფას უმსუბუქებს გოგონა, რომელიც ტრაგედიიდან 2 წლის მერე იშვილეს. ნინიმ ,,ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა. ,,2011 წლის 22 ივლისი, დღე, როდესაც 77 ადამიანი ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. 77 ადამიანს შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომლის […]
”ცოფიან ძაღლად გადაქცეულ თვითმფრინავში ბოლო კადრად შეიძლება გვერდზე მჯდომი ლევან თაქთაქიშვილის უემოციო ღიმილი ჩაგრჩეს…” – გიორგი კეკელიძე ავიაკატასტროფას გადაურჩა
მწერალი გიორგი კეკელიძე ავიაკატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ მან გუშინ ფეისბუქში დაწერა: ”ასე მოხდა, რომ გუშინ ჩემი არცთუ მცირე ,,ზეციური’’ გამოცდილების მარაგი მნიშვნელოვან შეივსო – კინაღამ ჩამოვვარდი. ძლიერი ჭექა-ქუხილისა და გრიგალის აკომპანიმენტით, ასე ორმოცი წუთი, თვითმფრინავი ცოფიან ძაღლად გადაიქცა, ზევით-ქვევით ეხეთქებოდა, კანკალებდა, გვერდზე ტრიალდებოდა და რა აღარ. სხვა რომ არაფერი, იატაკზე დაყრილი საგნები და სტიუარდესების განწირული […]
ბელა ალანია მეუღლეს: ,,გთხოვ, დიდხანს იცოცხლე ჩემთვის…”
სოციალურ ქსელში ბელა ალანიას ემოციური პოსტი ქვეყნდება, რომელიც მეუღლეს, პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს ეძღვნება. ,,გადათვლილია ყოველი დღე მზის და მთვარის ამოსვლით. გადათვლილია ყოველი წელი ზამთრით, გაზაფხულით, ზაფხულით, შემოდგომით. სიცოცხლე იზომება სურვილით – იცოცხლო, ბედნიერება – სიყვარულით, უბედურება – სიკვდილის სიახლოვის შეგრძნებით, ერთმანეთის დაკარგვის ცრემლით და ტკივილით. ადამიანის საზომი რომ სიკეთეა, არახალია. ალბათ კიდევ სინანულის ცრემლი, რომელსაც […]
,,ეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრია” – ინტერნეტში უცნაური ფოტო ვრცელდება
ზაზა პატარავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,სურათზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასიდა ანიშბაა, წყნარე ოკეანეში მდებარე ორი პაწაწინა კუნძულის, ვანუატუ და ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრიებთან ერთად, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. გაიზიარეთ, რათა ყველამ ნახოს ეს”.
,,ნუ დააყენებთ ბავშვს კუთხეში იმის გამო, რომ რაღაც არ გამოუვიდა” – ია ნანეიშვილი
ია ნანეიშვილი ფეისბუქში წერს: ,,ნუ დააყენებთ ბავშვს კუთხეში იმის გამო, რომ რაღაც არ გამოუვიდა, რაღაც გააფუჭა, რაღაც ისე თუ ვერ გააკეთა, როგორც თქვენ (მო)სთხოვეთ… ნუ გაუწყრებით იმის გამო, თქვენი იმედები რომ ვერ გაამართლა… ნუ დასჯით კუთხეში დგომით… ნუ აიძულებთ პირით კედლისკენ დგომას!.. ცხოვრება ისედაც სასტიკია, ვინ იცის, რამდენჯერ მოიმწყვდევს კუთხეში, რამდენჯერ მოსთხოვს პასუხს შეცდომის გამო. თქვენ […]











