შალვა ნათელაშვილს დაბადების დღე ძალიან ემოციური, თბილი სიტყვებით მიულოცა ქალიშვილმა, დაკო ნათელაშვილმა. მათ განსაკუთრებული მამაშვილობა აქვთ. ,,მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქ მილოცვებს ოჯახის წევრებს შორის მუდმივად დავცინოდი, დღეს ტრადიციას ვარღვევ და ვულოცავ მამაჩემს დაბადების დღეს! გილოცავ, მინდამ დაგიფასდეს უდრეკობა და ის კეთილი მიზნები, რისთვისაც შრომობ და იღწვი, რადგან ისინი ემსახურებიან არა პირად კეთილდღეობას, არამედ საზოგადო სიკეთეს […]
კატეგორია: სოციალური მედია
,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს სიკეთეზე” – თორნიკე მამალაძე
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე მესამე კვირაა, რაც აქციებს მართავს საპატრიარქოსთან, კარავში ათენებს ღამეებს, მაგრამ უშედეგოდ. ცოტა ხნის წინ მან ფეისბუქში დაწერა: ,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში. წინა კვირის აქციის საპასუხოდ ნიშნისმოგებით შემომითვალეს, რომ ოცდაათკაციანი აქციით […]
,,დეკანოზ მამალაძეს განუვითარდა ინსულტი და მარჯვენა მხარის პარეზი” – ნიკა გვარამია
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი მიკა გვარამია ფეისბუქში წერს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ მამალაძეს ინსულტი დაემართა. ,,დეკანოზ მამალაძეს განუვითარდა ინსულტი და მარჯვენა მხარის პარეზი. გამოცხადბული მკვლელობის ქრონიკაა, არც მეტი, არც ნაკლები. მკვლელების როლში: საქართველოს ხელისუფლების სამივე შტო, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია “ქართული ოცნება”, საქართველოს საპატრიარქო და მეოთხე – პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც შეეძლო […]
მეეზოვემ გლდანში უამრავი ადამიანი გადაარჩინა – ,,თვალებიდან არ ამომდის…”
თორნიკე ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს მეეზოვეზე, რომელმაც უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და თან ფოტოს აქვეყნებს. ,,ეს გმირი თვალებიდან არ ამომდის. მართლა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! დღეს ახმეტელის მეტროსთან, საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა მაღალი გამავლობის ელექტრო-კაბელი. ამ უცხო ადამიანს თითქმის ნახევარ საათზე მეტი ეკავა კაბელი და იცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებას!”, – დაწერა ჩხარტიშვილმა.
,,მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს და ქორწილშიც უკვე აწყობილი ვიყავი!” – ნინო ნადირაძე
კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვას საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა ფოტომ და მისმა სტატუსმა (იხილეთ ბმული), დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მან ამ ადამიანებს ისევ ფეისბუქით გასცა პასუხი და ოჯახის წევრების წლების წინანდელი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ,,მოკლედ, მინდა დავაწყნარო ჩემი საცურაოკოსტიუმიანი სტატიით შეშფოთებული მდედრები და მამრები, დედაჩემიც, დეიდაჩემიც, მამაჩემიც, ბაბუაჩემიც და ბაბუაჩემს რომ ვყავარ ხელში ტუჩებდაბუშტული მე, ჩემი და და მთელი ჩემი […]
,,დაიდოს პლასტიკური ქირურგების ცოლების ფოტოები, ვნახოთ, შეიძლება თუ არა აწყობა”- ნინო ნადირაძე
კარდიოლოგ და ტელეწამყვან ნინო ნადირაძეზე ხშირად წერენ, რომ მისი კარგი გარეგნობა ქმრის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის დამსახურებაა. როგორც ჩანს, ერთი და იმავეს ლაპარაკი ნინო ნადირაძეს ყელში ამოუვიდა, ფეისბუქში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო დადო და კომენტარიც დაურთო. ,,რამდენსაც მინდა, იმდენ ფოტოს დავდებ საცურაო კოსტიუმში! მე გადაგიხდით ფულს და როგორ აგაწყობენ და შეიძლება თუ არა აწყობა, […]
,,ბენტლი” ჩემი არ არის… ღმერთი თავის ცოდვას ყველას მოჰკითხავს” – მამა ათანასე
,,მამაო ,,ბენტლიში” – ბოლო დღეებია ამ კომენტარებით აზიარებენ სასულერო პირის ფოტოს, რომელიც ,,ბენტლიში” ზის. ის და არქიმანდრიტი ათანასეა და მან საზოგადოებას ფეისბუქით უპასუხა. ,,გუშინ შუადღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წლის ,,ბენტლი”, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა, ეს […]
გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,დაგიძველდა, მურტალო, მეთოდები”
,,დაგიძველდა, მურტალო, მეთოდები”, – ასე მიმართავს „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერი გია კორკოტაშვილი ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს. „მიშას არასდროს არ დაიჭერს ბიძოს ოცნება. ის ყოველთვის დესტაბილიზაციის საფრთხობელად ეყოლებათ! ხალხიც მიამიტად უყურება ამ ამბავს. ბიძო, დაასაქმე ეს ხალხი თავისი შრომით და ნიჭით, რომ მოიპოვოს სარჩო, თორემ გადაყვებით თან ამ ამბავს. ,,დაგიძველდა, მურტალო, მეთოდები”, – დაწერა სოციალურ ქსელში გია კორკოტაშვილმა.
,,თუ თქვენ შვილი გინდათ, იცოდეთ, რომ სასწაული გელოდებათ!” – ირინა სარიშვილი
,,თქვენ სასწაული გელოდებათ” – ასე მიმართავს ირინა სარიშვილი იმ ქალებს, რომლებსაც ექიმებმა უთხრეს, რომ მათი შვილები დაუნის სინდრომით დაიბადებიან. ,,უამრავი ადამიანი მომმართავს სხვადასხვა კითხვით დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, რადგან ისინი ჯერ კიდევ იმ სტიგმების ტყვეობაში არიან, რასაც მე პირადად თავი დავაღწიე. ჰოდა, მათ გასაგონად, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალბატონების საყურადღებოდ ვწერ ამას: იყო დრო, როცა ვინმეს გასალანძღად სიტყვა […]
ემზარ კვიციანი შეწყვილების სააგენტოს პრეზენტაციას კუსტბაზე გამართავს
14 თებერვალს კუსტბაზე გაიმართება შეწყვილების სააგენტოს პრეზენტაცია! – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ღონისძიება დაიგეგმა. პოსტში წერია: ,,14 თებერვალს კუსტბაზე გაიმართება შეწყვილების სააგენტოს პრეზენტაცია! ბატონი ემზარი თავად გააკეთებს აღნიშნული სააგენტოს წარდგენას და გაგიზიარებთ სააგენტოს გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს. ამავე დღეს სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას და აქტიურად ჩაერთვება წყვილების დაწყვილების პროცესში”.










