,,ბენტლი” ჩემი არ არის… ღმერთი თავის ცოდვას ყველას მოჰკითხავს” – მამა ათანასე

,,ბენტლი" ჩემი არ არის... ღმერთი თავის ცოდვას ყველას მოჰკითხავს" - მამა ათანასე,,მამაო ,,ბენტლი­ში” – ბოლო დღეებია ამ კომენტარებით აზიარებენ სასულერო პირის ფოტოს, რომელიც ,,ბენტლიში” ზის. ის  და არ­ქი­მან­დრი­ტი ათა­ნა­სეა და მან საზოგადოებას ფეისბუქით უპასუხა.

,,გუ­შინ შუადღეს და­ი­დო ჩემი სუ­რა­თე­ბი, სა­დაც მე მან­ქა­ნა­ში ვზი­ვარ და ვას­ხამ საწ­ვავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნა არის 2006.წლის ,,ბენტლი”, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის ჩემს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს. თუნ­დაც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის მიზ­ნით რომ დავ­მჯდა­რი­ყა­ვი სა­ჭეს­თან და მან­ქა­ნა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ჩემი კუთ­ვნი­ლე­ბაა? ხვალ რომ ,,პორშეს” სა­ჭეს­თან დავ­ჯდე ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, რო­მე­ლიც ჩემს ბევრ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს ჰყავს. ე.ი. ჩე­მი­აა?

ხალ­ხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყვე­ლა რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია და სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, თა­ვის ნა­ჭუჭ­შია ჩა­კე­ტი­ლი და ერთი სული აქვს, ვინ­მე რა­ი­მე­თი გა­აკ­რი­ტი­კოს და მი­წას­თან გა­ას­წო­როს. ამ კა­ტე­გო­რიას ის უფრო უხა­რია, როცა წაქ­ცე­უ­ლი ხარ, მა­შინ გი­თა­ნაგ­რძნოს, ხოლო შენი სი­ხა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბა კი არად ადარ­დებს. მე ამას გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვამ­ბობ, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს ვინ­მეს წარ­მა­ტე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა შემ­შურ­დეს.

ისე ცნო­ბი­სათ­ვის, ვი­საც და­ა­ა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი პი­როვნება, შე­გიძ­ლი­ათ ფეისბუქზე ნა­ხოთ ჩემი მო­ნას­ტე­რი და თუ გექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, შემ­დგომ­ში მობ­რძან­დეთ და ად­გილ­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­როთ და ნა­ხოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამ­ჟა­მად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩემი და ჩემი გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მის შე­დე­გია.

მო­ი­ნა­ხუ­ლეთ ფო­კის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც ფა­რა­ვა­ნის ტბა­ზე მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 2300 მეტრზე, ალ­პურ ზო­ნა­ში, სა­დაც აღ­ვიკ­ვე­ცე და 8 წე­ლი დავ­ყა­ვი, რა იყო 2004 წლამ­დე და შემ­დგომ რო­გორ გამ­შვენ­და და კე­თილ­მო­ე­წყო.

მე ჩემს გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე არა­სო­დეს  მი­ლა­პა­რა­კია, მაგ­რამ იმ­დე­ნი ზი­ზღი და­ვი­ნა­ხე არა­მარ­ტო ჩემ მი­მართ, არა­მედ მთლი­ა­ნი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის მი­მართ, რისი ღირ­სნიც არ ვართ. ყვე­ლას თა­ვის ცოდ­ვას ღმერ­თი მო­ჰკი­თხავს.

მად­ლო­ბა ღმერთს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის. ხალ­ხმა მა­ცხო­ვა­რი გა­ნი­კი­თხა და მე ვინ ვარ ვარ ცოდ­ვი­ლი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გან­გამ­ტკი­ცოთ რწმე­ნა­ში. ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით არ­ქი­მან­დრი­ტი ათა­ნა­სე”, – წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.