გიორგი გახარია: „გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“

გიორგი გახარია: „გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სოციალური ქსელით მთავრობის წევრებს მიმართავს და წერს:
„ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას – თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!