კატეგორია: შემთხვევა

რუსთავში 28 წლის ორსული გარდაიცვალა – გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 28 წლის ქალი, რომელიც 36 კვირის ორსული იყო, გარდაიცვალა. ახალგაზრდას მეორე დღეს უნდა ემშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსულტით გარდაიცვალა. ,,სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის გოგო, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, ფიქსირებული ფოტორეაქცია არ იყო, მოვიდა მიმდინარე გულფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა პროტოკოლის […]

ნიკა რურუას ქალიშვილი: ,,ყოველთვის ჩემს გულში იქნები, მამა”

,,ყოველთვის ჩემს გულსი, მამა”, – ფეისბუქში წერს ნიკა რურუას ქალიშვილი ლიზა რურუა და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ბავშვობაში მამასთან ერთად არის გადაღებული. ნიკა რურუას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს – ლიზა და მარიამი. ისინი ამერიკაში დაიბადნენ. ლიზა საზოგადოებამ პროექტიდამ ,,ჩემი სამზარეულოს წესები” გაიცნო, სადაც დედასთან, სოფო გორგოძესთან ერთად მონაწილეობდა. ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გადრაიცვალა. […]

,,დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი, რომელიც დღეს 20 წლის იქნებოდა” – რას ყვებოდა ნიკა რურუა თავის ცხოვრებაზე

ნიკა რურუა პრო­ფე­სი­ით კი­ნო­რე­ჟი­სო­რი იყო. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა, იქი­დან სამ­შობ­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და, პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­ბა. იყო კულტურის მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. ის წლების წინ ,,გზასთან” თავის ცხოვრებაზე ყვებოდა. – ბა­ტო­ნო ნიკა, თქვენს წარ­სულ­ზეც მინ­და გკი­თხოთ. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ… – მარ­თა­ლია. მუ­სი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 8 კლა­სის შემ­დეგ, ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მე­სა­მე […]

გიორგი მარგველაშვილმა ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა – ,,ის ჩემი მეგობარი იყო”

ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე რუ­რუ­ე­ბის ოჯახ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­ვი­და. მან ნიკა რუ­რუ­ას ოჯახს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ნიკა რუ­რუა იყო ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, კულ­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი მი­ნის­ტრი და მისი მე­გო­ბა­რი. -ნიკა ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ის ბევრ კულ­ტუ­რის მი­ნისტრს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს ნი­კას სული, ძალიან მი­ჭირს ამის […]

სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება – ,,ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სიკ­ვდი­ლის წი­ნა­შე მთავ­რდე­ბა!”

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება და ფეისბუქში წერს: ,,ამ წუთ­ში შე­ვი­ტყვე ნიკა რუ­რუ­ას უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სიკ­ვდი­ლის წი­ნა­შე მთავ­რდე­ბა!”. კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს […]

ნიკა რურუას მეგობრები გლოვობენ – ემოციური კადრები ზანდუკელის ქუჩიდან – ვიდეო

კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის საცხოვრებელ სახლში მისი ახლობლები და კოლეგები ამ წუთებშიც იკრიბებიან. მათ გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ნიკა რურუა 50 წლის იყო.

შსს ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირირებით გამოძიება დაიწყო. “მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება […]

,,დედამ იპოვა, სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა”- ნიკა რურუას ახლობელი

კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის საცხოვრებელ სახლში მისი ახლობლები და კოლეგები ამ წუთებშიც იკრიბებიან. მათ გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. -როგორც ვიცი, დედამ იპოვა. […]

ნიკა რურუა გარდაიცვალა, მისი ცხედარი სახლში ნახეს

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი თავის სახლში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო […]

ქუთაისში ხალხი პანიკაშია, ქარმა 60 სახლს სახურავი გადახადა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი. ქუთაისში ხალხი პანიკაშია, რადგან ღამით ქარის გაძლიერებას ელოდება.