კატეგორია: შემთხვევა

თბილისში ბავშვის ცხედარი იპოვეს – სავარაუდოდ, ჯართის შეგროვებისას თხრილში ჩავარდა

თბი­ლის­ში, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში 12 წლის ბავ­შვის ცხე­და­რი იპო­ვეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წლის ბავ­შვი თხრილ­ში ჯარ­თის შე­საგ­რო­ვებ­ლად ჩა­ვი­და, ამ დროს მიწა ჩა­მო­ი­შა­ლა და ბავ­შვი ქვეშ მო­ი­ყო­ლა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) […]

,,ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შენ“ – ლევანი დიღომში მეგობრის ბინის სანახავად მივიდა

დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი  ბავშვი. ერთ-ერთი გარდაცვლილი 30 წლის ლევან დავლაძეა, რომელიც წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურიდან იყო. ლევანს მამა ადრე გარდაეცვალა და დედა შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ლევანი დაოჯახებული იყო. თბილისში მძღოლად მუშაობდა. „ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი. საშინელ სიზმარში […]

,,სად ხარ, გამაგიჟებ, ბიჭო, გამოჩნდი რა” – შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ისევ ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს, შოთა სამხარაძეს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს. სამაშველო სამსახური უკვე მეოთხე დღეა, დაკარგულ ბიჭს როგორც ტყეში, ასევე მიმდებარე სოფლებში უშედეგოდ ეძებს. როგორც მეგობრები წერენ, შოთა სამხარაძე რაჭიდან არის. ,,ო, როგორ გვანერვიულებ, ეს არ […]

,,სისხლის ცრემლები მდის, მამა აბრაამის ვაჟია… ვიზიარებ თქვენს უსაზღვრო მწუხარებას” – დიტო ჩუბინიძე

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიაზე წერს, სადაც მანქანაში სამი ახალგაზრდა დაიწვა. ,,ავტოავარიაში დაღუპული სამი საჯიშე ქართველი, სამი მეგობარი… შინდისფერპერანგიანი, _ გიორგი ხარატიშვილი, ჩემი ახლობელია, ჩემი ეკა ჭურაძისა და მამა აბრაამის (დავით ხარატიშვილი) ვაჟია… ეკა, მამაო აბრაამ, ლიანა დეიდა, ნინო, მაკა… სისხლის ცრემლები მდის და ვიზიარებ თქვენს უსაზღვრო მწუხარებას… უფალო, სასუფეველი დაუმკვიდრე გიორგის და […]

3 ახალგაზრდა მანქანაში და­იწ­ვა – ტრაგედია ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე

ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე ავა­რი­ას სამი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა “მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში და­იწ­ვა. ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და სკო­ლა “პროგ­რეს­ში” სწავ­ლობ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ბორ­დი­ურს შე­ე­ჯა­ხა, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის […]

„ორი კვირა დასცალდა დედობა“- ვირუსისგან კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი გრიპისგან გარდაიცვალა.  სავარაუდოდ ეს შემთხვევაც “ღორის გრიპის” ვირუსთანაა დაკავშირებული. არანაკლებ მძიმეა ის, რომ ეკა მიქელაშვილს ორი კვირის პატარა დარჩა. ახლობლები ამბობენ, რომ თბილისში იყო გათხოვილი, თუმცა მას თავის სოფელში ყანდაურაში გადაასვენებენ. “რა დაუნდობელია ცხოვრება, მხოლოდ ორი კვირა გარგუნა ღმერთმა დედობა,” – წერს ფეისბუქში გარდაცვლილის მეგობარი. მარაო.ჯი

,,ძნელია, როცა ტირილი გინდა…” – ქორწილი, შვილი… სალომე ქემაშვილის ემოციური ვიდეო

22 წლის სალომე ქემაშვილის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ის H1N1 ვირუსით  გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი სიკვდილს ერთი კვირის განმავლობაში ებრძოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. https://youtu.be/k4w96cF9wGQ?t=3

,,ჩემო ხუჭუჭა და ფუმფულა, ეს როგორ დავიჯერო?” – ერთი თვის წინ დაქორწინდნენ, დღეს კი მათი ცხედრები იპოვეს

თბი­ლის­ში, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი დღეს დი­ლით იპო­ვეს. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი- ია გვა­ჩი­ა­ნი და ბესო ბა­რა­თე­ლი. წყვილს ქორ­წი­ლი ერთი თვის წინ ჰქონ­და. ,,ჩემო ხუ­ჭუ­ჭა და ჩემო ფუმ­ფუ­ლა, ეს რო­გორ უნდა და­ვი­ჯე­რო? რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ შენ აღარ ხარ? რო­გორ მტკი­ვა გული […]

,,ავარიამ დედისერთა ბავშვი შეიწირა, გერმანიიდან ბებიასთან წინა დღეს ჩამოვიდა” – 11 წლის მარიამი ხონში ცხოვრებაზე ოცნებობდა

24 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა ღანირი-ქვიტირის გზაზე, სადაც  ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მარიამის სიცოცხლე ემსხვერპლა. ,,კვირის პალიტრას” გოგონას ახლობელმა უამბო: – ამ უბედურებამ დედისერთა, ნანატრი შვილი შეიწირა. ბავშვი გერმანიაში ცხოვრობდა და დედასთან ერთად, საახალწლოდ ბებიასთან სტუმრად წინა დღის ჩამოსული იყო. ბავშვი გერმანიის მოქალაქე იყო. დედამისი, ლალი ჩიხლაძე ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ხონიდან წავიდა გერმანიაში. იქ ჯერ მუშაობდა, […]

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა, ის გალიაში შიშველი შევარდა

იტალიაში შობის ღამეს საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა. ინციდენტი რეჯიო კალაბრიაში მოხდა. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა ცირკში უკანონოდ შეაღწია, გაშიშვლდა და ველური ცხოველის გალიაში შევიდა. ვეფხვის თავდასხმის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, შემთხვევის დროს მამაკაცი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, პაციენტი ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოდან გაქცევას […]