ბაკურიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 25 წლის თორნიკე ინატაშვილი ემსხვერპლა. როგორც ამბები.ჯი-ს გარდაცვლილის ახლობელი უყვება, ინატაშვილი იქ სატელეფონო კომუნიკაციების გაყვანაზე მუშაობდა. ამ დროს ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. -ცოლი აგვისტოში მოიყვანა… თბილისში ცხოვრობდა და სამსახურებრივი მივლინებით ბაკურიანში იყო ჩასული. წარმოშობით რაჭიდან არის, იქ გადაასვენეს მისი ცხედარიც, – ყვება გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობელი. ამბები.ჯი
კატეგორია: შემთხვევა
,,კარი შეანგრიეს, როცა აღარ გამოჩნდა” – გურანდა გაბუნიას ოპერაცია გაურთულდა
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი გურანდა გაბუნია მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. ინფორმაციის გადასამოწმებლად, AMBEBI.GE მსახიობის მეგობარს, თეატრმცოდნეს და ტელე-რადიო წამყვანს, ნიკა წულუკიძეს დაუკავშირდა. – ნიკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურანდა გაბუნია კლინიკაში მოათავსეს, როგორია მისი მდგომარეობა? – გურანდა გაბუნია ერთი თვის წინ სახლში წაიქცა და მოიტეხა ფეხი. როცა აღარ გამოჩნდა, კარი შეანგრიეს და ის მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ამის […]
მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხეს შეეჯახა. იგი საჭესთან თავად იჯდა და […]
ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბაღდათში, სოფელ ობჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12 საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა. სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა […]
ბაღდათში ჭაში ჩავარდნილ მამაკაცს ეძებენ – სამაშველო ოპერაცია გრძელდება
ბაღდათში, სოფელ ობჩაში, ერთ-ერთ ოჯახში 45 წლამდე მამაკაცი ჭას წმენდდა. ამ დროს კედლები ჩამოიშალა და მამაკაცი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. სამაშველო ოპერაცია დღის 3 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებს მიწის ჩამოშლის საფრთხე ართულებს. ჩამოშლილი მიწა მძიმე ტექნიკით ამოიღეს, ამჯერად კი მუშაობა ხელით მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩატარდა ჭის კედლების გამაგრებითი სამუშაოები. ირაკლი […]
,,ახლა მთავარია, ეს კრიტიკული საათები გადალახოს” – მიხეილ გიორგაძე ისევ რეანიმაციაშია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. ის მრავლობითი მოტეხილობით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამბები.ჯი-ს მიხეილ გიორგაძის მეგობარმა, კახა კანდელაკმა უამბო: – ცოლ-შვილი ლოპოტაზე ჰყავდა და ერთი დღით თვითონაც ჩავიდა. მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, პიჯაკი თან არ ჰქონდა და ამიტომ ღამის 11 საათზე თბილისში წამოვიდა. თურმე გზა […]
,,ბავშვი ,,სინკარის” ქვეშ იყო მოყოლილი, პაწაწუნა ხელი და ფეხი ჩანდა, წინდები ეცვა…” – რას ყვებიან მაშველები უმძიმეს დღეზე – ვიდეო
ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიას მაშველები იხსენებენ. ამბობენ, რომ უმძიმესი წუთები იყო, როცა დედა და მისი 8 თვის შვილი გარდაცვლილები ნახეს. პაატა ჩხიტუნიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გათვლის სამსახურის უფროსი: – დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული პროცესია… გამოძახებაზე მისვლისთანავე დავიწყეთ მოქალაქეების ევაკუაცია. […]
კახი კალაძემ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა – ვიდეო
დღეს თბილისში, ფონიჭალაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, 44 წლის მამაკაცმა, მისმა 24 წლის შვილმა და 6 წლის შვილიშვილმა მძიმე დამწვრობები მიიღეს, ნანგრევებში მოყოლი დედა-შვილი კი რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ გარდაცვლილები იპოვეს. -ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია დატრიალდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი, – განაცხადა თბილისის მერმა […]
,,ოჯახი წლები ელოდა პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კი კოშმარად ექცათ” – ფონიჭალაში დედა-შვილი გარდაცვლილები იპოვეს
15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან – 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული […]
19 წლის სოფო არაბული მანქანამ გაიტანა – სოფოს დედა იტალიაში იყო და შვილი დიდი ხნის უნახავი ჰყავდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემიგრაციაში მყოფ დედას შვილი გარდაეცვალა. როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, 19 წლის სოფო არაბული, რომელიც მალე 20 წლის გახდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გოგონას მანქანა დაეჯახა. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა იტალიაში იმყოფებოდა ემიგრანტად და დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი. “სოფოს დედა იტალიაში იყო, დაზუსტებით ვერ გეტყვით, დაახლოებით 3-4 წლის […]









