10 თებერვალს საფრანგეთში, ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გაბედავას დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, თუმცა ოჯახმა გარდაცვლილის დატირება დღემდე ვერ შეძლო. -დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ კი ჯერ საიმედო საფრანგეთიდან არაფერი შეგვიტყვია. საფრანგეთის მხარე საქართველოში ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. მიზეზი კი […]
კატეგორია: შემთხვევა
სტამბულში ავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
სტამბოლში სამგზავრო ავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. თვითმხილველების თქმით, მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. დაზარალებულების ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვრცელდება. ინციდენტის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. პირველი არხი
წალკაში მამაკაცი მგელს შიშველი ხელებით გაუმკლავდა და ქალები გადაარჩინა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა. შემთხვევა 19 მარტს, გვიან ღამით მოხდა. მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ და ისინიც დაშავდნენ. თუ რა მოხდა შემდეგ, ამის შესახებ ჯაბა ხინიკაძე ყვება ფეისბუქში. ,,უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ… ეს […]
ალეკო შერმადინი მეგობრის გადარჩენას ცდილობდა და თვითონაც მასთან ერთად დაიღუპა
19 მარტს კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია. გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი, ალეკო შერმადინი რუსთავში ცხოვრობდა, 23 წლის მამაკაცი მეგობრის დახმარებას ცდილობდა, ამ დროს ავტომობილით ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და მეგობართან ერთად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში “ოპელის” მარკის ავტომობილით 26 და 27 წლის მამაკაცები გადაადგილდებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, […]
ქუთაისელ და-ძმას მატარებელი დაეჯახა, ბავშვები გადარჩნენ
ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 10 წლის გოგონას თავის ქალის და სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა აღენიშნება, ხუთი წლის ბიჭს კი ჰემატომა […]
დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრეებმა ლეკვები გამოიყვანეს
დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.
,,ექსპერტიზა დასრულდა” – რა ვითარებაში გარდაიცვალა გიგი გეგეჭკორი
გიგი გეგეჭკორის ცხედარი, რომელიც წითელსოფლის მიმდებარე ხევში იპოვეს, გუშინ საღამოს ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. როგორც ,,პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მეგობარმა უამბო, ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სუიციდს უკავშირდება. ,,წითელსოფლთან არის ტყე და ამ ტყეს რომ გადიხარ, იქვე ხევში იპოვეს ცხედარი. ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. პოლიციელების თქმით და […]
ორი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული – უბედური შემთხვევა ორთაჭალაში
ქუთაისი-ბათუმის მატარებელი რელსებიდან გადავარდა
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სავალი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა ქუთაისში ,,რკინიგზის სადგურიდან” დაახლოებით 150 მეტრში მოხდა. ქუთაისის რკინიგზის სადგურის უფროსის მოადგილის განმარტებით, მომხდარი სავარაუდოდ, მორიგე-დისპეჩერის შეცდომას უკავშირდება. მისივე თქმით, მატარებელი მეორე ლიანდაგის ნაცვლად მესამე ლიანდაგიდან გავიდა. მგზავრებს ალტერნატიული ტრანსპორტით უზრუნველყოფენ და მგზავრობის საფასურს აუნაზღაურებენ. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ირაკლი ვაჩიბერაძე, პრაიმტაიმი
ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა
ბიძინა ვანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება. სოფელ ზენითიდან […]










