თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გონიოში მიმდინარე წვრთნის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ… კანონმდებლობის თანახმად, ისინი დაღუპულად გამოცხადნენ, თუმცა, 2016 წლის 6 აგვისტოდან დღემდე, ოჯახს აქვს იმედი, რომ ერთ დღეს ეს უსაშველოდ გაწელილი მოლოდინი დასრულდება… 2016 წლის აგვისტოში, სამძებრო ღონისძიებებში ქართული მხარის ინიციატივით, […]
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახა
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ყვითელი ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა არ დაუჭირა. შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ. ავტობუსის მძღოლი დაჯარიმებულია, სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. შემთხვევის შედეგად არავინ […]
მოზარდმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და გადარჩა
შემთხვევა რუსეთში მოხდა – 14 წლის ბიჭმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. ექიმებმა კი მისი მდგომარეობა შეაფასეს, როგორც საშუალო სიმძიმის დამწვრობა. როგორც თავად ბიჭუნამ ექიმებსა და პოლიციას უთხრა, მას აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა სატრანსფორმატორო ჯიხურში და გადაწყვიტა, შიგნით შეეხედა. როცა გამანაწილებელს ხელით შეეხო, დენმა სწორედ მაშინ დაარტყა. […]
,,მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა და აფეთქდა, აივნიდან გადავარდა და მანქანას დაეცა” – რას ყვებიან დიღმის მცხოვრებნი
დიღმის მასივში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში აფრთქება მოხდა. მოსახლეობის ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო, თუმცა შემთხვევის დროს იქ არავინ იმყოფებოდა. -წინა კორპუსში ვცხოვრობთ. საზარელი ხმა გაისმა, დაიმსხვრა შუშები. ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მეზობლების შუშები დაიმსხვრა. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და ,,ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და სახანძრო. როგორც ადილობრივები ამბობენ, მესამე სართულზე გუშინ გაუქირავებია იქ მცხოვრებს […]
ძგიდის ოპერაციის დროს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა – ,,მსგავსი ტრაგედიები ყველგან ხდება”, ამბობს ქირურგი მიხეილ ხუჯაძე
რამდენიმე დღის წინ 40 წლის მამაკაცი, რომელმაც „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში” ძგიდის ოპერაცია გაიკეთა, გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ირაკლი კობიაშვილი ალერგიის შედეგად ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, რადგან საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე შესაბამისი სინჯი გაკეთებული არ ჰქონდა. ირაკლი კობიაშვილი 11 დღე ტვინის შეშუპებით რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. რეანიმატოლოგების მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. „პრაიმტაიმმა“ ინფორმაციის გადამოწმება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან […]
სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მლეთაში მოხდა – ავტომობილს თბილისში ავეჯი გადმოჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ფაქტზე გამოძიება ცეცხლის წაკიდების შედეგად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ნიუპოსტი
მტკვარში ადამიანს ეძებენ, რიონიდან მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს
თბილისში, აბანოთუბანთან, მტკვარში სავარაუდოდ მამაკაცი გადახტა. სამაშველო სამსახური სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს. სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა. ამ ეტაპზე უწყებაში ჯერ ვერ ადასტურებენ, გადახტა თუ არა მამაკაცი მტკვარში. სამწუხარო ფაქტი მოხდა ქუთაისშიც. ჯაჭვის ხიდიდან მდინარე რიონშიც სუიციდის მიზნით მამაკაცი გადახტა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ვერ გადაარჩინეს. -როგორც კი გადახტა, ეგრევე გარდაიცვალა. […]
,,ძმამ თავისი თვალით ნახა, დათო როგორ ჩაიმარხა ცოცხლად მიწაში” – 26 წლის ბიჭის დამარხული ოცნებები
31 მარტს თბილისში, ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობისას დაღუპულ, მიწის ქვეშ მოყოლილ ორ ახალგაზრდა მამაკაცს მთელი საქართველო დასტირის. მუშების დაღუპვის ფაქტს საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა. ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. უმძიმესია გასული წლის სტატისტიკა, რომელიც სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 199 […]
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა
წლის და 8 თვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი 4 თვის წინ მშობელმა იაშვილის კლინიკაში დატოვა. ამის შესახებ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელმა ლია ტაბატაძემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას პარლამენტში განაცხადა. ეს მაგალითი ლია ტაბატაძემ იმის დასტურად მოიყვანა, რომ სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს. -ორი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ კანონპროექტზე ვმუშაობთ, დაიბადა ბავშვი, რომელიც არის წლის და 8 […]
,,ლიკუუ, კიდევ არ მჯერა!” – ვინ იყო გოგო, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადავარდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევას 32 წლის გოგო ემსხვერპლა. იგი სასტუმროს შენობის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 32 წლის ლიკა კბილაშვილია, იგი აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გოგონა ფანჯარას წმენდდა. მეგობრები ლიკას მხიარული ადამიანად ახასიათებენ. მომხდარის შემდეგ ისინი ფეისბუქში გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ: ,,ლიკუუ, კიდევ არ მჯერა. ყოველთვის ისეთი […]










