გორში, ჭალის დასახლებაში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შეახებ ინფორმაციას ბავშვის ახლობლები ავრცელებენ. მათი თქმით, მოზარდი ადურებულ წყალში ჩავარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დიანიუსი
კატეგორია: შემთხვევა
,,ვაჟიკოს ცოლს ახლა უწევს მშობიარობა, ამოს ცოლი მოჰყავდა” – სვანეთი დაღუპულ ბიჭებს დასტირის
მესტიის სოფელ ბეჩოში 7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ცხედრები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილები არიან 23 წლის ვაჟიკო ჟორჟოლიანი და 24 წლის ამო გვიდანი. ორივე მულახის თემში, სოფელ არცხელში ცხოვრობდა. ვაჟიკოს ორსული მეუღლე დარჩა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები ბეჩოში ამო გვიდანის საცოლის […]
თბილისში ყვავებმა 4 ადამიანი დაკორტნეს
თბილისში, საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავებმა 4 ადამიანი დაკორტნეს. როგორც “ნიუპოსტს” პრევენციის მედიცინისა და იმუნიზაციისა ცენტრის დირექტორმა, ბადრი ბაზაევმა განუცხადა, შემთხვევა რამდენი დღის წინ მოხდა. მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყვავისგან დაკორტნილმა ადამიანებმა აცრის გასაკეთებლად მიაკითხეს. -პერიოდულად ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები, ამაში განსაკუთრებული არაფერია, არც მნიშველოვანი დაზიანებები აღნიშნულ პირებს არ ჰქონიათ, – აღნიშნა […]
სასწრაფო დახმარების მანქანა სახლს დაეჯახა, არიან დაშავებულები
გვიან ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სასწრაფოს მძღოლი და ორი ექიმი დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. ექიმები მე-8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი კი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“ მოათავსეს. სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაზიანებულა. ნიუპოსტი
სვანეთში, ადიდებულ მდინარეში ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს ეძებენ
მესტიაში, სოფელ ბეჩოში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. აღნიშნულ შემთხვევასთამ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქგვერდი ,,სვანეთინიუსი”. ,,მდინარე დოლრაში დაკარგულ 23 წლის მულახელ ახალგაზრდებს, ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს სპეციალური სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე უშედეგოდ […]
ჭუბერიდან ბავშვები გახიზნეს – ,,ჰესის მერე დაიწყო ეს უბედურება”
დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ჭუბერის მოსახლეობა ისევ საფრთხეშია. ადგილობრივების ნაწილმა ბავშვები და მოხუცები უკვე გახიზნა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჯებირები გაარღვია და ხიდები წაიღო. წყლის მძლავრმა ნაკადმა, რომელსაც თან მიწის მასა და ხეები მოაქვს, გზები და სახლები დატბორა. ნგრევის ზღვარზეა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას მოსალოდნელი კატასტოფის შესახებ აფრთხილებდნენ, მთავრობამ არ იზრუნა […]
,,ბევრი მტერი მყავს, ვიღაცას ხელს ვუშლი” – ლაურა ღაჭავას სკანდალური განცხადება ხანძარზე
„ლილო სითის” მფლობელი ლაურა ღაჭავა ლილოში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ღაჭავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას მტრები ჰყავს და არ გამორიცხა, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გაეჩინათ. მისი თქმით, ბაზრის ერთ-ერთმა დირეატორმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი საწყობიდან გაჩნდა, რაც მას ეჭვებს უჩენს. „ლილო სითის” მფლობელი ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. ღაჭავას განცხადებით, მოვლენების განვითარებას […]
თბილისის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა – ,,რაღაც ნემსი გაუკეთეს, ექიმმა დედას უთხრა, საშიში არაფერიაო”
ემიგრანტ თეთრიკო გოგიას შვილიშვილი, 6 წლის ჟანა გოგია გარდაიცვალა. ბებიის თქმით, გოგონა მაღალი ტემპერატურით ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს და გაურკვეველ ვითარებაში, 1 საათში გარდაიცვალა. თეთრიკო გოგიამ ამის შესახებ წერილი ,,შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხს” მისწერა. წერილს და ბავშვის ფოტოს შოთო სიხარულიძე აქვეყნებს. ,,მე ვარ გამწარებული ბებია თეთრიკო გოგია ძალიან გთხოვთ, შენ და ემიგრანტების არხს, რომ დამეხმაროთ. […]
ლილოში ერეკლე კოდუას დედის ობიექტი იწვის – ,,შეიძლება ხანძარი განზრახ გააჩინეს”
,,ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი”, – ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ წარმომადგენელმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მეხანძრეების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო, როდესაც მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ და ცეცხლი ისევ გაღვივდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერს გამორიცხავდა […]










