ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან ავარიისას დაშავებული ქალი 30 წლის ნატო მანიაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადაყვანა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო. დაშავებული ქალის ახლობელი აცხადებს, რომ ნატო ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა. მას სახლში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და დედისერთაა. -მეუღლეს გაშორდა და მშობლებს ეს არჩენდა… დღეს ვიყავი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობა აქვს… ექიმმა […]
კატეგორია: შემთხვევა
21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი – სენაკში, ავარიაში დაღუპული ბიჭები ქობულეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდათ. ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი არიან. […]
აჩიკო ახალკაცმა ჩვილი ჩაიხუტა და გაათბო… – ,,ბავშვს ჭიანჭველები ესეოდნენ”
16 აგვისტოს, გამთენიისას პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს. ,,ბავშვს მწერები და ჭიანჭველები ესეოდნენ”, – ამბობს ექიმი. სასწრაფოს მისვლამდე პოლიციის პოლკოვნიკმა აჩიკო (არსენ) ახალკაცმა ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გახლავთ. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით […]
,,პოლიციელმა ჩაიხუტა და თავისი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს” – გურიაში თხილის ბაღში ჩვილი იპოვეს
გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. […]
ბახმაროში ბავშვები დაშავდნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კურორტ ბახმაროში. ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა უჩხუბის ხიდთან მოსრიალდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას და წყლის არხში გადავარდა. შავი ფერის ავტომანქანაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. დაზიანებული მანქანები არხიდან ტრაქტორით ამოიყვანეს. გურიის მოამბე
თეთნულდზე ორი ქალის ცხედარი იპოვეს – ვიდეო
ამ წუთებში ვერტმფრენი თეთნულდისკენ მიემართება, სადაც გუშინ 3 ტურისტი დაიკარგა. ტურისტები მაშველებმა უკვე იპოვნეს, თუმცა ორი უკვე გარდაცვლილია, ერთი კი მძიმედაა დაშავებული. ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში გუშინ საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა. არსებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი […]
სვანეთში სამ ქალს ეძებენ
სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში დღეს, საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ სამი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო […]
7 წლის შალვა თუშიშვილის გადარჩენას და არხიდან ამოყვანას ძმა ცდილობდა, მაგრამ ჯოხი გატყდა… – ტრაგედია ვარდისუბანში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის არხში 7 წლის ბავშვი ჩავარდა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ძმასთან და მეზობელთან ერთად ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იყო წასული. გარდაცვლილი მოზარდი – შალვა თუშიშვილი, სოფელ ვარდისუბნის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. მაშველებმა არხიდან ბიჭუნას ამოყვანა მოახერხეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ის […]
ჭიათურაში მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
ჭიათურაში უბედური შემთხვევა მოხდა – მოზარდი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი
მედეა კვირკველიას უკანასკნელი წამები გარდაცვალებამდე
რამდენიმე დღის წინ საირმეში ფოტოს გადაღებისას მედეა კვირკველიას ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში მედეა კვირკველიას დამ უბედურ შემთხვევამდე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კადრზე ის მომენტია ასახული, როცა ახალგაზრდა ქალი ფოტოს გადაღებას ცდილობდა.











