კატეგორია: საზოგადოება

გიგა კვენეტაძე: “ისტორიაში დარჩება როგორც გვარამიას გოთვერნობა და ყ*ეობები, ისე თოფურიას სამარცხვინო, ანტიქართული და მოღალატეობრივი ქმედებები” – ვიდეო

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, გიგა კვენეტაძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ქეთა თოფურიას, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებს. გიგა კვენეტაძე ამ პოსტმა გააღიაზიანა და ვიდეო მიმართვა გაავრცელა სოციალურ ქსელში. მიმართვაში მომღერალი ნიკა გვარამიას მიმართავს. ვიდეოზე უამრავი კომენტარია. დრონი https://www.facebook.com/giga.kvenetadze/videos/1919540151421526/

“მე ქალი ვარ, აღიარე!” – 8 მარტს თბილისში ტრანსგენდერი კაცები, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ, გამართავენ აქციას

წლევანდელი 8 მარტი ფემინისტებმა და ლგბტ-აქტივისტებმა საქართველოში ტრანსგენდერ “ქალთა” უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადეს. და ამასთან დაკავშირებით 8 მარტს, 15:00 საათზე თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერები და ლგბტ-აქტივისტები აპირებენ გამართონ აქცია სახელწოდებით – “მე ქალი ვარ, აღიარე!” – რომლის მოთხოვნაც იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივება. დღეისთვის საქართველოში სქესის იურიდიულად შესაცვლელად და ამ ცვლილების […]

”მე მეეზოვე ვარ… ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია… მადლობა ღმერთს, რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე…”

ჩემი ქალაქი – tbilisi ფეისბუქზე ასეთ პოსტს აქვეყნებს: “მე მეეზოვე ვარ,უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს,ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს.ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს,ქუჩებს და ზოგადად დედამიწას,სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები.ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს,ისინი დადიან და ნაგავს […]

როგორ ესალმება შორენა თამაზაშვილი პატარებს – ვიდეო, რომელიც ყველას გაამხიარულებს

შორენა თამაზაშვილი თბილისის 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, რომელიც უკვე მეორე წელია ყოველ დღეს დღესასწაულად უქცევს თავის პატარებს. როგორც მშობლები ყვებიან, განსხვავებულია მისი ჩატარებული ყველა გაკვეთილი, ორიგინალურია მისი ღონისძიებები. ამ პატარა ვიდეოშიც ჩანს შორენა მასწავლებლის დამოკიდებულება პატარების და საკუთარი საქმის მიმართ. როგორც თავად ამბობს, მსგავსი ვიდეო ინტერნეტში ნახა – ამერიკელი მასწავლებელი თავისი კლასის ყველა […]

ბათუმში 25 სკოლის მოსწავლე მეძავად მუშაობს

ბათუმში 25 არასრულწლოვანი სექსმუშაკად მუშაობს. ამის შესახებ Unicef-ისა და World Vision-ის კვლევაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, პროსტიტუციაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვი ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს კიდევ უფრო იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, უცხო პირები გოგონებს სამსახურს სთავაზობენ და სექსმუშაკებად ასაქმებენ. თემით აჭარის ტელევიზიაც დაინტერესდა და საგამოძიებო ფილმი გადაიღო. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება […]

ცოლის ცემა გამართლებულია, ფიქრობს ქალების 22%

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია . ამასთან ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. ქალების 23% და კაცების 42% […]

დავით სილაგაძე: ,,არჩილ ტატუნაშვილი ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანს, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო”

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დავით სილაგაძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: ,,ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი არანაკლებ აწამეს, როგორც გიორგი ანწუხელიძე, ოსურ საიტზე წერია, ,,ალანიაზე”, რომ მას 20-მდე ადამიანი ურტყამდა და აწამებდაო. ვიღაც ოსი წერს, ვოვა დულაევი, ბოლომდე ებრძოდა 20-მდე ადამიანსო, სირცხვილიაო, გიენებივით ერთი კაცი ჩაქოლესო. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ ან ოჯახმა, რომ ეს გარდაცვლილი ღირსეული […]

Lady Taxi ქუთაისში – მძღოლები მხოლოდ ქალები არიან

რამდენიმე ქუთაისელმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა Lady Taxi-ს შექმნა, რომელიც მოემსახურება ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს, წყვილებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა. მათი დაცვის სისტემა გულისხმობს უსაფრთხო გადაადგილებას ნებისმიერი მგზავრისთვის. კომპანიის განსხვავებულობა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მგზავრებს მოემსახურება მანდილოსანი მძღოლები. Ladi Taxi-ს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით. ტარიფი იქნება დაახლოებით 60-70 […]

„მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა” _ სახალხო დამცველის აპარატმა სკოლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქართველოს სკოლებში არსებული მდგომარეობა. მონიტორინგის პროცესში, სკოლებში შერჩეული 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ძალადობდნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. 5 ფოკუს ჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები […]

რამაზ იოსელიანის 20 ლიტრიან დოდონას მარტია ეყოლა

მსახიობი რამაზ იოსელიანი თეატრის სცენიდან მაყურებელს ზღვა ემოციას ჩუქნის, მერე კი თბილისიდან გორში, სოფელ ხიდისთავში, თავის სახლში მიდის და მიწას ამუშავებს, წვრილფეხა საქონელს, ფრინველს უვლის. წლებია, რაც ქალაქში ყოფნას სოფელში ცხოვრება ამჯობინა. ,,ფეისბუქზე” ხშირად ტვირთავს სოფლის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ მის ძროხას, ნაზოს, ნიკორა ეყოლა. ახლახან კი თავის მეგობრებს ახარა, რომ […]