,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ჟურნალისტი თამარ ურუშაძე საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება და ამიტომ ხშირად ,,რუსთავი 2″-ის კედლებში ჩაფიქრებულს, მკაცრს და მუდმივად საქმიანს ნახავთ. ბუნებით ლაღი და მხიარული თამარი ტელეარხის ზღურბლზე ტოვებს ყველა პირად ემოციას. – ემოციურად მძიმე არ იყო თავის დამკვიდრება ტელეკომპანიაში, საიდანაც თითქმის ყველა ჟურნალისტი წავიდა. ეს რთული გადასატანი არ იყო თქვენთვის? – როდესაც […]
კატეგორია: საქმე
ლილიკო ნემსაძე: ,,მირჩევნია, გულისტკენას არ ვუპასუხო და სასიამოვნოზე ვიფიქრო”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ რამდენიმე თვის წინ იტალიაში, ქალაქ ლუკას ცნობილი კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა. მაგისტრის დიპლომის აღება თავად კონსერატორიის რექტორმა მიულოცა. ლილიკო ნემსაძე: -ლუკა ტოსკანის მხარის ქალაქია, სადაც გენიალური კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი დაიბადა. ამ კონსერვატორიაში სწავლა კომპოზიტორებისთვის დიდი პატივია. სწავლა იტალიურ ენაზეა. მამის ნასწავლი იტალიური გამომადგა. იქ სწავლია რთულია, მაგრამ არ დავნებდი. – […]
მაია მიქაშავიძე: ,,ყველაზე მეტი სიკეთე მათთვის მაქვს გაკეთებული, ვინც გული მატკინეს”
,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე სამკაულების დიზაინერ მაია მიქაშავიძეს ცხოვრებაში ერთი პრინციპი აქვს, რომელსაც არასოდეს ღალატობს – მოშურნეების მიმართ სიკეთეს იჩენს. ,,სარკესთან” ყვება -ნებისმიერი განსაცდელის დროს განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემას ისე უნდა მიუდგე, როგორც მორიგ გამოცდას და სიტუაცია შენთვის სასიკეთოდ შემოატრიალო. იქნებ არც დამიჯეროს მკითხველმა, მაგრამ ყველაზე მეტი სიკეთე იმ ადამიანებისთვის მაქვს გაკეთებული, ვინც გული მატკინეს. […]
მარიამ კუკუნაშვილი: ,,ისიც არ ვიცი, რამდენი მილიონი მაქვს”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე -აღშფოთებული ვარ იმით, როგორ იქცევა მთავრობა. ეპიდემია კარგად ვმართეთო, მაგრამ ეს არავინ იცის, რადგან მასობრივი ტესტირება არ ჩატარებულა, – ყვებოდა ,,სარკესთან” ქართველი მილიონერი, ინვიტრო კლინიკების მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი, ზაფხულში, თვითიზოლაციის შემდეგ, – თუ კვლევა არ ჩაატარე, სტატისტიკის გამოქვეყნება სასაცილოა. -არ ფიქრობთ, რომ მკაცრმა რეგულაციებმა გვიხსნა? – ჩვენნაირი ზომები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს, მაგრამ […]
მედეა კეიდია: ,,სამი დღე ხილვა მქონდა”
,,სარკე”, ნანა კობახიძე მხატვარ მედეა კეიდიას ,,ანგელოზები” მრავალი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის პირად კოლექციას ამშვენებენ. მხატვარი მათ ლოცვის და ზიარების შემდეგ ქმნის. ის პროფესიით ჟურნალისტია. ხატვა მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაიწყო. თუ რამ განსაზღვრა მისი დადგომა შემოქმედებითი გზაზე, ამის შესახებ თავად გვიამბობს. მედეა კეიდია: -36 წლისას გამეხსნა ახალი კარი, რომელსაც ფერების კარს, სამყაროს კარს ვეძახი. […]
,,მარინა ეზუგბაიას შესაფერისი რეაქცია არ ჰქონდა, როცა ჩემი თოჯინა გადასცეს” – ექიმი ნატო მელანაშვილი კოლეგების თო}ინებს ქმნის
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ნატო მელანაშვილი ექიმი-რეაბილიტოლოგია და ერთ-ერთ დიდ კლინიკაში მუშაობს, თუმცა მისი ყველაზე დიდი გატაცება თოჯინების შექმნაა. ძირითადად კოლეგების სახეებს ქმნის. პანდემიის დროს შთაგონების წყაროდ ქართველი ინფექციონისტები იქცნენ. დაიგეგმა, რომ კოლეგების, ლევან რატიანის, მარინა ეზუგბაიას და მარინა ენდელაძის, თოჯინებს შექმნიდა და პირდაპირ ეთერში გადასცემდა, თუმცა ჩანაფიქრი ნახევრად განხორციელდა, რადგან ,,პოსტ TV”-ის ეთერში მარინა ეზუგბაია […]
ბასა ფოცხიშვილი: ,,ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე უამრავი ულამაზესი ამღერებული ლექსის ავტორის, შესანიშნავი პოეტის, მორის ფოცხიშვილის დაბადებიდან 11 ივნისს ზუსტად 90 წელი შესრულდა. პოეტის უმცროსმა ქალიშვილმა, ცნობილმა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა, მამას არაჩვეულებრივად აქცია-პერფორმანსი მიუძღვნა. ბასა ფიცხიშვილი ,,სარკეს” ესაუბრა: – სულ მწყდებოდა გული, რადგან ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია, ვგულისხმობ საიუბილეო ღონისძიებებს. მაგრამ მამა ჩემი ნაწილია, სათუთი […]
ნიკოლოზ რაჭველი: ,,მინდა, ეს საქმე დავასრულო”
,,რა გინდათ, მოასწროთ 50 წლამდე?” – ,,სარკის” ამ კითხვას დირიჟორმა და კომპოზიტორმა, ნიკოლოზ რაჭველმა ასე უპასუხა: – მინდა, შემოდგომაზე დავასრულო ოპერა ,,მედეა”, რომლის დადგმაც რამდენიმე ევროპულ თეატრს უკვე სურს. მინდა, სიმფონიური ორკესტრი ნელ-ნელა გადავაბარო ახალგაზრდა თაობის ნიჭიერ დირიჟორებს. ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ვადით ვარ არჩეული და, ორ წელიწადში, როცა ეს ვადა ამოიწურება, ამ თანამდებობაზე კენჭისყრას […]
ახალი სერიალი ,,ერთხელ ბათუმში” ზურაბ ცინცქილაძის და თამრიკო დათუაშვილის სიყვარულის ამბავზეა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ქართველი მსახიობების წყვილი, ზურაბ ცინცქილაძე და თამრიკო დათუაშვილი, კორონაპანდემიას ბათუმში შეხვდა. ცოლ-ქმარი მარტის შუა რიცხვებში ახალ სერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ აჭარაში, თუმცა გადაღებები მალე შეწყდა და მათაც სხვებივით კარანტინში მოუწიათ დარჩენა. თამრიკო დათუაშვილი ,,სარკეს” ახალ სერიალზე, კორონაპანდემიის პერიოდზე მოუყვა და თავისი სიყვარულის ამბავიც გაიხსენა: – აჭარის ტელევიზია იღებს სერიალს ,,ერთხელ ბათუმში”, სადაც […]
პაატა სალია: ,,ქიბარ ხალვაშისთვის ყველაზე სანდო მე ვიყავი და არხის დირექტორობაზე უარს ვერ ვეტყოდი”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე წარმატებული ადვოკატისთვის, პაატა სალიასთვის, დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც ,,რუსთავი 2″-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიის დაბრუნების შემდეგ ის გენერალური დირექტორის პოსტზე წარადგინა. ახალ დირექტორს ყველაზე რთულ პერიოდში უამრავ პრობლემასთან გამკლავება მოუწია. აღიარებს, რომ ისეთი კომპანიის მართვა, როგორიც ,,რუსთავი 2″-ია, რთულია, თუმცა საინტერესოც. თავის ძირითად პროფესიას – იურისტობას, არც ახლა ივიწყებს და ძველი საქმეების […]











