მარიამ კუკუნაშვილი: ,,ისიც არ ვიცი, რამდენი მილიონი მაქვს”

მარიამ კუკუნაშვილი: ,,ისიც არ ვიცი, რამდენი მილიონი მაქვს",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

-აღშფოთებული ვარ იმით, როგორ იქცევა მთავრობა. ეპიდემია კარგად ვმართეთო, მაგრამ ეს არავინ იცის, რადგან მასობრივი ტესტირება არ ჩატარებულა, – ყვებოდა ,,სარკესთან” ქართველი მილიონერი, ინვიტრო კლინიკების მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი, ზაფხულში, თვითიზოლაციის შემდეგ, – თუ კვლევა არ ჩაატარე, სტატისტიკის გამოქვეყნება სასაცილოა.

-არ ფიქრობთ, რომ მკაცრმა რეგულაციებმა გვიხსნა?

– ჩვენნაირი ზომები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს, მაგრამ მაინც მოხდა  ეპიდაფეთქება, რადგან იქ ტესტირებები ტარდებოდა.

– თუ გავითვალისწინებთ, რა დატრიალდა სხვაგან, იოლად ალბათ ვერ გადავრჩებოდით.

– შვედეთში არანაირი ბრუტალური რეგულაცია არ შემოუღიათ და იქ და სხვა ქვეყნებში დაახლოებით ერთი ტემპით მიდიოდა დაინფიცირება…

9 წელი ვმუშაობდი რეანიმაციაში, გარდაცვალების ცნობებს ვწერდი და ჩვენთან არ არსებობს სტატისტიკა, რითი კვდება ადამიანი. ცერცვაძის და გამყრელიძის ციფრების მოტანა არაფრის მომცემია. არავინ იცის, ვინ გარდაიცვალა გულის შეტევით და ვინ –  კორონათი. რეანიმაციაში ვწერდით დაახლოებით დიაგნოზს და ახლაც იგივე ხდება.

ჩემს შვილს ფეხი მოტყდა. ინგოროყვას კლინიკაში მივიყვანე, რენტგენი გადაუღეს და მითხრეს, არაფერია, ხრტილია შეზნექილიო. ახლა გადავუღე რენტგენი და სამ ადგილას აქვს ფეხი მოტეხილი. ესენი გვამის გაკვეთის გარეშე დაადგენენ, რამ მოკლა ადამიანი?!

– გაყინულ ემბრიონებს, რომელთა გამოყენებაც ახლა აკრძალული გაქვთ, რაიმე საშიშროება ემუქრება?

– ემბრიონებს – არა, მაგრამ საშიშროება ემუქრება ეკონომიკას…

– თუმცა, როგორც ამბობთ, თქვენს მილიონებს არაფერი ემუქრება.

ისიც არ ვიცი, რამდენი მილიონი მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა იდეების, თავისი საქმის და ამ ყველაფრის სიყვარულით ვარ ბედნიერი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”