კატეგორია: სამართალი

24 წლის გოგონა ვლადიკავკაზიდან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილია

– მინდა ჩემი გვარი მქონდეს და რატომ უნდა მქონდეს აქ ის სახელი, რომ უკანონო შვილი ვარ. ყველამ იცის, რომ ივანიშვილების შვილი ვარ, – ამბობს 24 წლის გოგონა ვლადიკავკაზიდან თეონა ხინჩაგაშვილი. ის დნმ-ის ანალიზით ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის, შვილია. ნიუპოსტი

ტარიელ სუარი: ,,გაქურდეს უსინათლო ბავშვთა ფონდის ბიურო”

რამდენიმე საათის წინ უსინათლო ბავშვთა ფონდის ბიურო გაქურდეს. ამის შესახებ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი, რომელიც უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია. ,,წაღებულია კომპიუტერები და ასე შემდეგ… არ დაგიმალავთ და გამიკვირდა. იმედს ვიტოვებ, ქურდმა არ იცოდა, რას აკეთებდა”, – დაწერა მუსიკოსმა. მან ჩვენება უკვე მისცა. ტარიელ სუარი დიდი ხანია უსინათლო ბავშვთა პრობლემებზე მუსაობს […]

ტრანსგენდერების აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ და “მართლმადიდებელ […]

შსს – “სანდრო შონიას მე-8 სართულიდან გადმოხტომა “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირდება”

5 მარტს, დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან არასრულწლოვანი გადახტა, რომელიც დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. მოზარდის და სუიციდის მცდელობას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სალომე შონია სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ინტერნეტთამაშთან კავშირი არ დასტურდება. “შეტყობინებების მიღებისთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს […]

გმირთა მოედანზე ტრანსგენდერ ქალს სცემეს

გმირთა მოედანზე ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას სცემეს. როგორც გაბრიელამ On.ge-ს უთხრა, მას 5 მარტს, გვიან ღამით უცნობი კაცი დაესხა თავს. მისი განმარტებით, მას წინა დღესაც თავდაცვის სამინისტროსთან დაესხნენ თავს: “[მითხრა] შენ ის არ ხარ, ძმაკაცები რომ დააჭერინაო და რკინა დამარტყა მუცელში”. შსს-ს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სვეტიცხოველში მამაკაცი დაჭრეს – “ტაძრიდან გამოვიდა, ყელიდან სისხლი სდიოდა”

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტაძრიდან გამოვიდა, როდესაც უცნობი პირი მას თავს დაესხა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღნიშნება. – ტაძრიდან გამოვიდა მრევლი, მას ორი ბიჭი გამოჰყვა, ყელზე დააჭირეს ხელი, თუმცა სისხლის მაინც ჩქეფდა. როგორც ექიმებმა თქვეს, საძილე არტერია გადაუჭრა, – აცხადებს თვითმხილველი. დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. […]

ჩოხატაურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჩოხატაურში დღეს დილით შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარი ამ დროისთვის ჩოხატაურის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სპუტნიკი

რატომ ეგუება ოთხი მსხვერპლი ქალი მოძალადე ქმარს – „ალბათ ისევ მცემს, მაგრამ რა ვქნა?“

28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზედიზედ 4 საქმე განიხილა ოჯახში ძალადობაზე. ოთხივე ისტორიაში ქმრებმა ცოლებს სცემეს შვილების თანდასწრებით ან შვილების ჩათვლით… ოთხივე ისტორიაში ცოლები ქმრებს „შეურიგდნენ“ და მოძალადის დასჯა აღარ სურთ. ოთხივე მათგანი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს. არც ერთ ისტორიაში ძალადობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ერთ-ერთ ქალი სასამართლოშიც მოვიდა და თქვა, რომ […]

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა […]

“ლადო გრიგალაშვილმა აღიარა, რომ ანა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა… შავი ფერის ბმვ-ში იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთაო”

21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ “ფეისბუკის” პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: ” სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს – მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა – მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც […]