კატეგორია: სამართალი

ქუთაისში ტორტის სახლი გაძარცვეს

გუშინ, 23 თებერვალს, ქუთაისში ტორტის სახლი რაფაელო გაქურდეს. წაღებულია 2 ათასი ლარი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, მძარცველებმა ღამის 2 საათზე მინა ჩაამსხვრიეს და დაცვის სამსახურის მისვლამდე თანხა გაიტაცეს. მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ნიუპოსტი

სტამბოლში 50 წლის მაიკო ძიძიგური მოკლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეჰირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის მაიკო ძიძიგურის ცხედარი აბაზანის კარებთან ნახევრადშიშველ მდგომარეობაში შვილის მეგობარმა იპოვა, რომელმაც მაიკო ძიძიგურს მას შემდეგ მიაკითხა სახლში, რაც მისი შვილი დაუკავშირდა საქართველოდან და უთხრა, რომ დედამისი 3 დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიოდა. მან დასახმარებლად 112-ის სამსახურს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი პოლიცია. თურქული მედიის […]

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის 1997 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს

ცოტა ხნის წინ თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 20 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყობის ცნობით, დანაშაულის გამო დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული […]

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა? – შსს კომენტარს არ აკეთებს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნა. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მისმა შეყვარებულმა აღიარა. “ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება საკითხთან დაკავშირებით კომსნტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ 20 წლის სტუდენტი, საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკვერში გამთენიისას მოკლეს. გოგონას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, სასიკვდილო კი სავარუდოდ, ყელის არეში მიყენებული ჭრილობა […]

ლია მიქელაძე: ”ქმარმა წიხლები მირტყა, გავითიშე, მერე ავდექი და სამზარეულოს დანით დავჭერი”

ქმრის დაჭრაში ბრალდებული ლია მიქელაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სამზარეულოს ნიადაგზე დაჭრა. ქალი აცხადებს, რომ 31 წლის მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. – ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. ფეხით, წიხლები მირტყა მაგან. გავითიშე, მერე ავდექი და ესეთი მოვლენა მოხდა. კიდევ არ მეგონა, დაჭრილი რომ იყო. […]

„გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“ – პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ზარი ციხიდან

– გიორგი სანაია #1 ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ამის შესახებ პოსკრიპტუმისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პატიმარმა კოტე ციხისთავმა განაცხადა. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სანაიას მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ რეპორტაჟის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატიმარმა ციხისთავმა რუსთავი 2-ში დარეკა და კონკრეტული გვარები დაასახელა. მისი თქმით, ჟურნალისტის მკვლელობა ხელისუფლებამ დაგეგმა, წინასწარ მიმდინარეობდა ჟურნალისტზე თვალთვალიც. მოკლული ჟურნალისტის ძმა, […]

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. […]

დეა გოშხეთელიანის ყოფილმა ქმარმა გიგა ბაკურაძემ ქუთაისის ციხეში თვითმკვლელობა სცადა

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა გრიგოლ ბაკურაძემ, რომელიც სასჯელს ცოლის საჩივრის გამო იხდის, თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ kutaisitoday.com იუწყება. ბაკურაძეების კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლედი ტუკვაძის და რობიზონ ხურცილავას განცადებით მათმა დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში თვითმკველელობა სცადა. – ,, რამდენიმე წუთში ვიქნებით, მოვინახულებთ ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფ ბაკურაძეს. გამოვიკითხავთ დეტალებს და მედიისთვის განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ თუ ვინ მიიყვანა ბაკურაძე თვითმკვლელომადე, ვინ ახდენს ოჯახის მიმართ ზეწოლას. ყველა ამ საკითხეზე […]

,,დოდოს ყვირილის ხმა ისმოდა… დახმარებას ითხოვდა” – დოდო გუგეშაშვილს შვილი, ნოდარი, მოუკლეს, თავად კი მძიმედ დაჭრეს

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს, თავს  საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მისი 33 წლის შვილი გარდაიცვალა. დოდო გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.  მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. დოდო გუგეშაშვილის და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. […]

15 წლის გოგონამ, რომელსაც მთვრალი მძღოლი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა

15 წლის გოგონამ, რომელსაც ხონში ორი დღის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. გარდა ამისა, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა ქუთაისში კლინიკურ საავამდყოფოში მოათავსეს. თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შესაძლოა, ის ხვალ თბილისში გადაიყვანონ. თვითმხილველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო […]