კასპში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, მისი ცხედარი საძინებელ ოთახში იპოვეს. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი, მოკლულის ძმაა. უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. ოჯახის ნაცნობები ამბობენ, რომ გუშინდლამდე ძმებს შორის კონფლიქტი არ შეუნიშნავთ, თუმცა გუშინ მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმამ საკუთარი […]
კატეგორია: სამართალი
მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: ,,არავითარი შემაკავებელი ორდერი, დაარტყა ხელი? მაშინვე დასაჯე!”
თემქაზე მოკლული 33 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებას ენდობა. -კვალიფიციური გამომძიებელია, მპირდება, რომ მკვლელი სამაგალითოდ დაისჯება. აი, სამაგალითოდ რომ დაისჯება ერთი, ორი, მერე ეშველება საქმეს, წინ წაიწევს. უნდა დაესვას წერტილი ქალებზე ძალადობას. უნდა ეშინოდეს მკვლელს, უნდა იცოდეს, რომ ხელის გარტყმაზეც კი დაისჯება. არავითარი შემაკავებელი ორდერი, […]
სოსო ალავიძე გიორგი სანაიას მკვლელობაზე ალაპარაკდა – ,,პირველი მე შევედი ცხონებული გიორგის ოთახში… იქ უხერხული არაფერი მინახავს”
პოლიციის გენერალი სოსო ალავიძე გიორგი სანაიას მკვლელობის სკანდალურ და დღემდე უცნობ დეტალებს ასაჯაროებს – როგორ დაიგეგმა ჟურნალისტის მკვლელობა, რას სთავაზობდა ზურაბ ჟვანია, ვისი დავალებით მოქმედებდა კრიმინალური ბანდა და რატომ გაიტაცეს ებრაელი სასულიერო პირის ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის შოკისმომგვრელი ქრონიკა და მაღალჩინოსანი პოლიციელის დარღვეული დუმილი. სოსო ალავიძე გახმაურებული საქმის დეტალებს ტელეკომპანია ,,იბერიაში” ვანო […]
,,თაკო გამრეკელაშვილის და დედამისის განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე” – ლონდა თოლარაია
-მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ ელექტრონული სამაჯური, -ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ისაუბრა. ამავე გადაცემაში ის შეეხო თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეს, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, დედის ყოფილმა ქმარმა, ვეფხია ბაქრაძემ ყელი გამოჭრა. მკვლელობამდე თაკო გამრეკელაშვილი დედასთან, ნათელა გობაძესთან ერთად პოლიციაში იყო, სადაც განცხადება […]
შსს-მ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 კილოზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 800 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე მეტია. სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა […]
საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს შორის ქართველი ქალებიც არიან
საფრანგეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ქალებიც არიან. უფრო კონკრეტულად კი, საფრანგეთის ქალაქ კანში დაკავებულ ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები – 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძეც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, […]
პრეზიდენტის შეწყალების ახალი სკანდალი – სასამართლო მარგველაშვილის მიერ კიდევ ერთი შეწყალებულის საქმეს განიხილავს
სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთი შეწყალებული პატიმრის საქმის განხილვა დასრულდა. გიორგი მარგველაშვილის მიერ, თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ თავაძის შეწყალება, ახალი სკანდალის მიზეზი გახდა. საქმე ეხება 2 წლის წინ, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის დროსაც საბა უგრეხელიძეს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტმა ბრალდებული სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიწყალა. პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, […]
საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად ლაშა რუსთავსკი დააკავეს
ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად საფრანგეთსა და საბერძნეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი. -ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 […]
საფრანგეთში კაბუ დააკავეს
საფრანგეთში მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დღეს გამოსულ ჟურნალ ,,სარკის” ახალ ნომერში კახა აბუაშვილის ინტერვიუს ნახავთ, სადაც მსახიობი და მუსიკოსი თავის გეგმებზე ყვება და გულახდილად საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება. […]
თაკო გამრეკელაშვილის შვილები პერიოდულად უარყოფენ მომხდარს – ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური სააგენტო სწავლობს
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს. სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სპეციალისტები გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს. ეთერ ცხაკაიას თქმით, ბავშვებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ […]










