კატეგორია: სამართალი

დოდო გუგეშაშვილი: “დავინახე, რომ მკვლელს ჩემი შვილი ეწვინა სამზარეულოს იატაკზე და იარაღს თავში უმიზნებდა”

7 თებერვალს, დილით, საზოგადოებამ მძიმე ტრაგედიის შესახებ შეიტყო. თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზეთის ომის ვეტერანის, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი მოკლეს, თავად დედა კი გულმკერდის არეში დაჭრეს. დოდო გუგეშაშვილი და მისი ერთადერთი, 33 წლის ვაჟი მე-13 სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მკვლელი მათ დილის 10 საათისთვის ესტუმრა. იცოდა, რომ დედა-შვილი სახლში […]

,,მორჩა ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებაში” – ლაგოდეხში გარდაცვლილი მესაზღვრის უკანასკნელი პოსტი

ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ამბები.ჯის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ჯემალ ფარნაოზეა. ის გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ჯემალ ფარნაოზეს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა კი საზღვარგარეთ არის წასული. 25 წლის ახალგაზრდა მესაზღვრედ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. შემთხვევამდე […]

რუსთავში ხმაურია- გიორგი ჭანტურიას და მანქანიდან მოსასმენი აპარატურის დემონტაჟს მედიის თანდასწრებით ითხოვს

რუსთავში პოლიციის მესამე განყოფილებასთან ხმაურია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებისა, იმის შესახებ, რომ გამოძიებამ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, გიორგი ჭანტურიას დის მანქანაში მოსასმენი აპარატი სასამართლოს განჩინებით დაამონტაჟა და დღეს მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ავტომობილის მესაკუთრე, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს ამის საშუალებას არ აძლევს და პროცესის მედიის თანდასწრებით წარმართვას მოითხოვს. სოსო […]

სიღნაღში ახალგაზრდა ქალს მამა სასტიკად გაუსწორდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

სიღნაღში ახალგაზრდა ქალი მამამ სასტიკად სცემა. კატასტროფის ცენტრმა იგი მრავლობითი დაზიანებებით წნორის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანა. არსებული ინფორნაციით, ქალს კისრის მალების მოტეხილობები აქვს და ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება. კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა მეზობლების თქმით, მამის მხრიდან შვილზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. დაშავებული მშობლების ოჯახში შვილთან ერთად ცხოვრობს. პოლიციის ინფორმაციით, კაცი უკვე დაკავებულია. გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით […]

ლაგოდეხში დაღუპული მესაზღვრის საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

იმედინიუსის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლა. მომხდარს საგამოძიებო უწყებებში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ. შემთხვევა ლაგოდეხის მეორე სექტორზე (კობახჩო) მოხდა. გარდაცვლილი მეხუთე სამმართველოს გუშაგი იყო. გარდაცვლილია 25 წლამდე მამაკაცი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. იმედინიუსი

ალექსანდრე კობაიძეს პროკურატურაში განუცხადეს, რომ გიორგი ჭანტურიას თვალთვალზე მოსამართლის განჩინება არსებობს

გენერალ სოსო ქუთათელაძის საქმის ფუგურანტის გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პროკურატურას საჩივრით მიმართავს, საჩივრის საფუძველი პოლიციის თანამშრომლების მიერ ჭანტურიას მანქანაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების ფაქტია. ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რუსთავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მოტყუებით, “სხვა საქმეზე“ დაიბარეს. განყოფილებაში ყოფნის დროს გატეხეს ჭანტურიას მანქანა და დაამონტაჟეს მოწყობილობა. თუმცა კობაიძისავე განცხადებით, პროკურატურაში მათ განუცხადეს, რომ […]

შსს ადასტურებს, რომ მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა

რუსთავში, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, გიორგი ჭანტურიასთან და მის დასთან დაკავშირებულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება მარიამ ჭანტურიას მანქანაში მოსასმენი აპარატის დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს. “მიმდინარე წლის 20 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მ.ჭ., მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ […]

მეექვსე სართულიდან გადავარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გადმოვარდა. ის მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„შენ უნდა დაისაჯო არამარტო პროკურატურით, შენ სხვანაირად უნდა დაისაჯო“ – ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრება

,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი სამართალდამცველებს აშანტაჟებს. როგორც ცნობილია, სუბელიანის შვილი მოზარდებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. კუპრავა ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს ფლობს და შვილის დასაცავად სამართალდამცველებს ამ კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებს. კუპრავას თქმით, მას პირადად ჰქონდა სუბელიანთან მოლაპარაკება კადრების გასაჯაროების შესახებ. […]

ძმის მკვლელი დაკავებულია, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ოფიციალური ინფრომაციით, კასპში ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ერთმა ძმამ მეორეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე […]