კატეგორია: სამართალი

ირმა ჭკადუა: ,,პრეზიდენტმა ქალი ერთი ყუთი ,,სნიკერსის” ქურდობისთვის არ შეიწყალა”

ინგა გრიგოლიას ტოქ შოუ ,,რეაქციაში” ადვოკატმა ირმა ჭკადუამ პატიმართა შეწყალების შესახებ ისაუბრა და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. -მორატორიუმი, რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ძალიან ცუდი. შეწყალებას ბევრი ადამიანი ელოდება. ერთი ქალბატონი დამიკავშირდა ვაზისუბნიდან და მითხრა, რომ ერთი ყუთი “სნიკერის” ქურდობისთვის არ შეიწყალეს ქალი, – განაცხადა ადვოკატმა.

ვეფხია ბაქრაძის შვილი: ,,მამაჩემი ამას ტყუილად არ ჩაიდენდა, თაკოს დედას ქირას რომ უხდიდა, აიძულებდა?! ტელეფონი რომ უყიდა, აიძულებდა?!..”

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი, ლიკა ბაქრაძე, აცხადებს, რომ მამამისმა, ვეფხია ბაქრაძემ, ჩადენილი დანაშაულის გამო კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამასთან, ის მომხდარის პროვოცირებაში მოკლულის დედას ადანაშაულებს. -ჩადენილი აქვს, ამას ტყუილად არ ჩაიდენდა… მინდა, ის არგუმენტები გავიგო, რასაც ჩემ მიმართ ის ქალბატონი ამბობს თავის გადასარჩენად… ვიცი, რომ თაკო იყო მათი […]

ვეფხია ბაქრაძის შვილები: ,,მამა არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს, რაღაც ზომამდე მიიყვანეს”

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე და ნათელა (ნათია) გობაძე საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც ამიტომ მოაწერეს. ამის შესახებ ლიკა და ქეთი ბაქრაძეებმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადეს. ქეთი ბაქრაძე: ბოლო პერიოდში რიგდებოდნენ, შორდებოდნენ. მამას რაღაც გეგმები ჰქონდა. უნდოდა, რუსეთის ვიზა გაეკეთებინა. სავარაუდოდ, ხელიც იმის გამო მოაწერეს, რომ ერთად წასულიყვნენ. ლიკა ბაქრაძე: ,,დავაზუსტებ, […]

მანია ქევხიშვილი: ,,დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე, ერთადერთი შვილი მომიკლეს”

სოფელ კალაურში დედა-შვილს 3 ნიღბიანი თავს ღამით დაესხა. 90 წლის მანია ქევხიშვილი მარანში ჩაკეტეს, მისი შვილი, 54 წლის ლადო ქეხვიშვილი კი გაკოჭეს და ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა დილით იპოვეს. თავდამსხმელები ქევხიშვილების ოჯახში ტრაქტორის შესაძენად მოგროვებულ 20 ათას ლარს ეძებდნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ლადო ქევხიშვილმა მეზობლებთან თქვა, რომ ტრაქტორის ყიდვა უნდოდა და ფულიც ჰქონდა. სავარაუდოდ სამი თავდამსხმელიდან 54 წლის […]

19 წლის მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობისა და მკვლელობისთვის რობერტ ახალაიას 18 წელი მიესაჯა

თბილისში, 2017 წლის 16 ივლისს უზნაძის ქუჩაზე 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს, ანა ხელაძეს, ყელი გამოჭრა. სასამართლომ გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ ახალაიას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს […]

ბერძენმა მოხუცმა ქართველ ემიგრანტ ქალს 150 ევროს მოპარვისთვის უჩივლა

შესაძლოა მან ციხეში ჩაჯდომა თავიდან აიცილა, თუმცა საბერძნეთის დატოვება აუცილებლად მოუწევს – ასეთია 31 წლის ქართველი ქალის განაჩენი, რომელსაც 71 წლის ბერძენი ქურდობაში სდებს ბრალს. როგორც უკვე ცნობილია, ვოლოსში საქართველოს მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც 71 წლის ქალმა განაცხადა, რომ მას სახლიდან 150 ევრო მოპარა. თუმცა ის თავადაც დააკავეს, რადგან დასაქმებული მასთან არაკანონიერად მუშაობდა. ვოლოსში […]

არჩილ ტატუნაშვილის მამა შვილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს საოკუპაციო რეჟიმისგან

მცხეთის პროკურატურაში ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის,  გიორგი ტატუნაშვილის, გამოკითხვა დასრულდა. 8 საათიანი დაკითხვს შემდეგ გიორგი ტატუნაშვილს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მასალებზე შეუფერხებელი წვდომა ექნება. ოჯახი ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა. -გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით: თავისუფლების აღკვეთა ერთი ან ორი პირის მიმართ და მკვლელობა. ყველაზე […]

,,სალომე ტატიშვილს ნეკნები მაშველებმა ჩაუმტვრიეს” – ადვოკატის სკანდალური განცხადება და ხმაური სასამართლო დარბაზში

12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს ხმაურით მიმდინარეობდა. გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განცხადებები შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, გარდაცვლილის მამამ, მერაბ ტატიშვილმა, სასამართლო პროცესი დატოვა. ტრაგედია 2 წლის წინ დატრიალდა. სპორტსკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, სალომე ტატიშვილი, დებთან  და მეგობრებთან ერთად გუდაურში რთულ ტრასაზე სრიალებდა. თვითმხილველთა  ინფორმაციით, ბავშვს დიდი სისწრაფით და ხელჯოხების გარეშე […]

ნათელა გობაძე: ,,ვეფხიამ ჯაჭვით დამაბა და რამდენიმე დღე ძალადობდა ჩემზე, ხელის მოსაწერადაც ძალით წამიყვანა”

თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის დედა ადასტურებს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვეფხია ბაქრაძესთან იქორწინა. ნათია გობაძე ამბობს, რომ თუ მასთან ერთად იუსტიციის სახლში ხელისმოსაწერად არ წავიდოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. -დამემუქრა, თუ ხელს არ მოვაწერდი, ყელს გამომჭრიდა. ხელი იუსტიციის სახლში მიმდინარე წლის 30 მარტს მოვაწერეთ. იძულებული გავხდი, გავყოლოდი, არ გავუძალიანდი, რადგან შემაკავებელი […]

,,ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს ქვით გაუჩეჩქვა თავი, პათოლოგი იყო” – შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები

13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელი გამოჭრეს. გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ამ შემზარავი მკვლელობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია. მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს ყოფილმა მამინაცვალმა გამოასალმა. […]