წყალტუბოში ,,კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც თავდამსხმელი პირები არიან აღბეჭდილნი. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ადამიანებმა განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე. ,,კურიერის” ჟურნალისტის, ედიშერ მუშკუდიანის მდგომარეობა მძიმეა, მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. […]
კატეგორია: სამართალი
,,სტრესულ მდგომარეობაში იყო, მისთვის არაფერი გვიკითხავს” – რას ყვება შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგოს მასწავლებელი
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა და ის ამ დრომდე სკოლაში ირიცხებოდა როგორც მოსწავლე. სკოლის დირექტორის თქმით, გოგონა სკოლაში ბოლოს აღდგომის მომდევნო კვირას გამოჩნდა, მას შემდე ის გაკვეთილებს არ დასწრებია. შ. კ. დირექტორი: – ის ჩვენი მოსწავლეა დღემდე, გამოირჩეოდა კარგი მოსწრებით, ძალიან კარგი ბავშვია, არანაირი გადახრა მისთვის არ შეგვიმჩნევია, […]
,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს – თავდასხმა 16 წლის ბრალდებული დედის სოფელში
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ოჯახში მიდიოდა და მათ ამ დროს თავს დაესხნენ. ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. […]
ყოფილმა ქმარმა საწოლზე დააბა და ქამრით გაგუდა – ქეთი სუთიძე საქართველოში გადმოასვენეს
საბერძნეთში მოკლული ქეთი სუთიძე საბერძნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. შემთხვევა 15 მაისს ათენის გარეუბან კალითეაში მოხდა. საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სუთიძის ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძეა, რომელიც საბერძნეთში პატიმრობაშია. ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას საქმის გამოძიების პროცესში ახალი დეტალებისა და მკვლელობის სავარაუდო მიზეზის შესახებ. ბერძენი სამართალდამცველების ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ყოფილი მეუღლის ეჭვიანობა გახდა. ,, 7 თვის ფეხმძიმე უცემია, ქეთი ამას […]
,,ეს რა გააკეთეს! ჩემს შვილს შეაწმინდეს ხელი, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ” – კახა ღლონტი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. -ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ, პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ […]
,,წიხლით არიან ნაცემები, გოგოს სახეში აქვს გარტყმული” – ჩხუბი და სროლა კაფე-ბარში
ხმაური და სროლა რუსთავში. ერთმანეთს კაფე-ბარ ,,შარკის” დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. ნაცემია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გარდა ამისა, დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე გოგონამ და დაცვის თანამშრომელმა. დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა.ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. -ცეკვავდნენ სამი მეგობარი და რომ წამოვიდნენ, მეცხრამეტე შესასვლელთან დაიჭირეს […]
რას ამბობს ჩვილის მკვლელობისთვის ბრალდებული დედის ადვოკატი
აღაიანში 7 თვის ბიჭუნას მკვლელობაში ბრალდებულ დედას 16 წლის მ.შ-ს შსს-ს გორის სამმართველოს შენობაში ბრალი ოფიცილაურად წარედგინა.. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ელის. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა პრაიმტაიმთან განაცხადა, ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. -დამატებითი დეტალები არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ.რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, […]
ნატო გელაშვილი: “რატომ მიითვისეს ჩემი მიწა ბაკურიანში, რატომ ვზარალდები მე?”
მომღერალი ნატო გელაშვილი სამართალდამცავებს და მაკონტროლებელ ორგანოებს მიმართავს, რათა ბორჯომში, მის საკუთრებაში არსებული ქონების ირგვლივ წარმოებული პროცესი შეისწავლონ. “მივმართავ ყველა სამართალდამცავ და საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს!!!! დაინტერესდნენ, როგორ მოხდა საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მის მიმდებარედ არავის სახელზე რიცხული ქონება სახელმწიფო ქონების ბალანსზე 157500 ლარად.??? ვის მიერ […]
ახალი დეტალი: პოლიციამ გამოკითხა 21 წლის ბიჭი, რომელთანაც 16 წლის გოგოს მიმოწერა ჰქონდა
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა. ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში გამთენისას იპოვა. როგორც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობლები ყვებიან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გოგონამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ადგილიდან ისე მიიმალა დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. […]
საფრანგეთში ქართველი ქილერები დააკავეს – ,,ფრანგი ექიმი უნდა მოეკლათ”
უცხოეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქში წერს, რომ საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით. ,,შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საფრანგეთის სამართალდამცავებმა. ეგრეთ წოდებულ ქილერებს დავალებული ჰქონდათ ფრანგი ექიმის მკვლელობა. ისინი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ საქართველოდან საქმის სისრულეში მოსაყვანად”. ,,აზრზე არ არიან საქართველოში, როგორი ცუდი სახელი გვაქვს ყველგან. დამდგარან და წინაპრების საქმეებით ამაყობენ. […]









