მარნეულში სამ წლამდე ასაკის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს დედამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამ დროს ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც სავარაუდოდ, ხელში ეჭირა, ჭრილობა მიიღო. დაშავებულს შემავალი ჭრილობა მკერდის არეში აღენიშნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” მარუნეულის საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვი თავდაპირველად მათთან შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით კატასტროფის მედიცინის რენომობილით თბილისში გადაიყვანეს. თავის მხრივ, სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, რომ ბავშვის სიცოცხლეს […]
კატეგორია: სამართალი
ბავშვი მშობლებს ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული
უკრაინაში ლუგანსკის პოლიციამ ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებით პრევენციული შემოწმებისას, ერთ-ერთ ოჯახში 5 წლის ბავშვი აღმოაჩინეს, რომელიც მშობლებს კარზე ჯაჭვით ჰყავდათ მიბმული. მშობლების თქმით, ბავშვი ჯაჭვით „ცუდი ქცევის“ გამო მიაბეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე იაჩესლავ აბროსკინი ფეისბუკზე ავრცელებს. ნიუპოსტი
ყინწვისში მასწავლებელი, მანანა ჩოხელი დაიღუპა
3 შვილის დედა, რომელიც მეზობელმა დაჭრა, თბილისში გადმოჰყავთ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ახალგაზრდა ქალის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ამბები.ჯი-მ ახალი დეტალები გაარკვია. შემთხვევა 25 ივნისს გვიან ღამით მოხდა. 27 წლის ე.გ. მისმა მეზობელმა, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. როგორც ადგილობრივებმა ამბები.ჯი-ს უამბეს, ქალს თანასოფლელის ნასროლი ტყვია შემთხვევით მოხვდა. მათი ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებულ თ.ბ-ს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა და აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა, ქუჩაში უმისამართოდ ისროლა. ამ […]
გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება
გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. დაკავებულთა შორის იქნებიან ,,ევროპული საქრთველოს” ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა და ასევე ,,გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. დღეს პროკურატურამ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. კურიერი, ნიუპოსტი
,,ერთი ტყვია ისე ღრმად არის, ვერ იღებენ, რომ ქსოვილი არ დაზიანდეს” – 20 ივნისის ღამეს დაშავებული
,,გავრილოვის ღამეს” დაშავებული გიორგი თებიძე დარბევის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ 5 ტყვიიდან ერთ-ერთი ისევ სხეულში აქვს. 26 წლის ახალგაზრდას 5 ტყვია მოხვდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება თუმცა, ერთ-ერთი ტყვია ისევ მკლავში აქვს, რადგან ამოღების შემთხვევაში შესაძლოა ქსოვილი დაუზიანეს. „სულ 5 ტყვია. ისე აღმოჩნდა, რომ ზევით ვიყავი, მარტო ვიდექი და ფეხებში რომ მესროდნენ, უკან […]
ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს ჭრილობები თავის არეში და ხელზე აქვს
,,ნიუპოსტის” ჟურნალისტებს რეზინის ტყვიები მოხვდათ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
პარლამენტთან, აქციის ეპიცენტრში მომუშავე ,,ნიუპოსტის“ ორ ჟურნალისტს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს მთელი დღის მანძილზე აშუქებენ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი ჭურვები და რეზინის ტყვიები ესროლეს. მძიმე ინტოქსიკააციის გამო მათ სამუშაო ადგილის დატოვება მოუწიათ. საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ ორივე თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
,,შსს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს პარლამენტში შეჭრის მცდელობას”
,,როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანიშეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. „მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის […]
გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაერთიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რუსთავი 2











