ხაშურში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 9 წლის ლუკა ბარბაქაძეს, რომელიც სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა მამამ გარდაცვლილი ნახა, უამრავი ადამიანი დასტირის. ლუკას დედაც მძიმე მდგომარეობაშია, ის ხაშურიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად. ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია, […]
კატეგორია: სამართალი
„წარმოუდგენელია, თავისუფლება საქართველოს“ – ნობელის პრემიის მფლობელი მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. ჟურნალისტი, რომელსაც უცხოელმა და ქართველმა უფლებადამცველებმა უკვე უწოდეს პოლიტპატიმარი, პროცესზე ნობელის პრემიის მფლობელის, ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას წიგნით წარდგა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. მარია რესამ პლატფორმა X-ზე მზია ამაღლობელის სასამართლოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „საპროტესტო […]
„კაცი მოკლულია სავარაუდოდ, ქალზე იძალადესო“ – რა ვერსიები ვრცელდება ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობაზე
დღეს, 5 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყაჩაღობა მოხდა. “მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში მიმდინარეობს სამძებრო-დაკავების ოპერაცია. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად ედებათ უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა. სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, აღენიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ქალი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში. ქმარი კი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილებს პოლიცია სოფელ ნაკრაში […]
გუდაურში, ინდურ რესტორანში 12 ცხედარი იპოვეს – რა წერია შსს-ს განცხადებაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი […]
მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს ნიღბიანი „ტიტუშკები“ სასტიკად გაუსწორდნენ
წარმოუდგენელი დანაშაული მოხდა პირდაპირ ეთერში, პირდაპირ მაყურებლების თვალწინ. „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და მისი ოპერატორი ბესიკის ქუჩაზე ე.წ. ტიტუშკებს იღებდნენ, რომლებიც მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამბის გაშუქებისას მაკა ჩიხლაძეს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ და სცემეს, შემდეგ კი ოპერატორსაც სასტიკად გაუსწორდნენ, წაართვეს აპარატურა. ოპერატორს მრავლობითი ჭრილობები აქვს თავზე, ასევე დაშავებულია ჟურნალისტი. თავდამსხმელებიდან რამდენიმეს […]
„ქალს თავიდან სისხლი სდიოდა და ის უარესად ჩეჩქვავდა“ – რას ყვება მოკლული ქალის მეზობელი
11 ნოემბერს საგარეჯოში ორი შვილის დედას, ციაკო სულიკაშვილს ყოფილი ქმარი, ტარიელ სუხიშვილი სასტიკად გაუსწორდა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ექიმებმა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 21 ნოემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. -ციკო ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო, მასზე საგარეჯოში ცუდს ვერავინ იტყვის, პატიოსნად ცხოვრობდა, შრომობდა და ორ შვილს ზრდიდა.. შემთხვევა ციკოს სახლის ეზოში მოხდა, გვიანი იყო […]
„თიანეთში ქმარმა ცოლს ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა“ – 24 წლის გალინა ნოზაძე სიცოცხლისთვის იბრძვის
სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, 24 წლის გალინა ნოზაძე ქმრის მსხვერპლი გახდა. თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლს სამი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ქალი სიკვდილისგან იხსნეს. უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ 24 წლის გალინა ნოზაძე თბილისში, დამწვრობის […]
„შენ ვინ გაბლატავებს ამ ქვეყანაში, სიკვდილის ღირსი ხარო“ – ტრანსგენდერ ქალს თავში აგური ჩაარტყეს
გუშინ, ღამით ტრანსგენდერ ქალს – ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული „მთავარ არხთან“ ყვება, მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოჰკითხა. „ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი ორთაჭალის ავტოსადგომზე და თავში ჩამარტყეს აგურის ნატეხი. გაჩერებაზე გამიარა, გამომიარა… მიმართვები ტრანსფობიური იყო: შენ ვინ გაბლატავების ამ ქვეყანაში, შენნაირების […]
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – „ჯერ სცემეს ერთმანეთი, მერე გასროლის ხმა გაისმა“
თბილისში გვიან ღამით 26 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე ორმხრივი სროლა მოჰყვა. როგორც თვითმხილველები “კურიერთან” საუბრობენ, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მამაკაცს მანქანიდან უთვალთვალებდა. -ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა […]
„ჩურჩხელას ავლებდნენ და ეზოში მანქანა ამ დროს შევარდა“ – რა მოხდა გურჯაანში
გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარ ავტოავარიას ორი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა. ამ დროს ეზოში ქალბატონები თავისთვის ფუსფუსებდნენ და მოულოდნელად მსუბუქი ავტომობილი ეზოში მათ დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები მალევე მივიდნენ, მაგრამ ორივე ქალბატონი ადგილზე იყო […]










