პოპულარული და მოდური ახალგაზრდა ქალი, ნინო იოსელიანი, სილამაზის მთავარ საიდუმლოდ შინაგან სილამაზეს, კარგ განწყობას მიიჩნევს. დადებითი ემოციებით კი ორი რამ “ამარაგებს” – ცხოვრების ჯანსაღი წესი და მიზანი, რომ სულ წინ იაროს და საქმეში რეალიზებული იყოს. ნინო რამდენიმე წელი ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობდა ქმარ-შვილით. ქმართან, გიორგი ქისტაურთან, გაყრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მოდის ინდუსტრიაში პროექტების განხორციელება დაიწყო. […]
კატეგორია: პირადი
ნინა წკრიალაშვილი: ,,გიორგი შელეგია შვილის გაჩენას მთხოვდა”
მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა თავისი ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა გაასაჯაროვა. მან გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირდაპირ ამხილა გიორგი შელეგია, მეტსახელად „ძიაძია“. წკრიალაშვილმა ვრცლად მოყვა შელეგიასთან რომანის დეტალები. ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ სთხოვდა 20 წლით უფროსი პარტნიორი შვილის გაჩენას. „ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რომ ამ კაცისგან შვილი არ უნდა გამეჩინა. ჩვენი ურთიერთობიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ […]
ვიკა სანიკიძემ შვილს ნიკალა დაარქვა
კალათბურთელ ვიქტორ (ვიკა) სანიკიძეს და მხატვარ მაია ბიწაძეს ვაჟი შეეძინათ. თავიანთ პირველ შვილს ნიკალა დაარქვეს. ვიკა ჟურნალ ,,სარკესთან” თავისი ოჯახისა და სპორტული კარიერის შესახებ ყვება: -ჩემი მეუღლე, მაია, პროფესიით მხატვარია. ის ცნობილი სპორტსმენის, კარატე კიუკუშინკაიში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ამირან ბიწაძის შვილია. ჰყავს უმცროსი ორი და და ერთი ძმა. სხვათა შორის, ჩემი ცოლისძმაც კალათბურთელია. იმერული […]
ნინა წკრიალაშვილი: ,,თვითმკვლელობას ვაპირებდი” – ის გიორგი შელეგიას პირადი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს
,,რუსთავი 2″-ის გადაცემა ,,ფარული კონვერტის” ეთერში მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა ხმამაღლა და ძალიან გულწრფელად ისაუბრა და დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს. ნინას თქმით, ამ კადრების გავრცელების შესახებ, ახალი წლის პირველ დღეს გაიგო, როცა პირველ იანვარს მის ტელეფონზე უცნაური ზარები შემოდიოდა და ყველა მის მდგომარეობას კითხულობდა. -მართლა […]
თამრიკო ჭოხონელიძე: ,,მე და გია ლამის ცუდად ვხდებით, ზოგჯერ იმდენს ვიცინით… სასოწარკვეთილი დიასახლისი ვყოფილვარ”
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თავის ცხოვრებაზე, გადატინილ ტკივილებზე ,,კვირის პალიტრასთან” გულახდილად საუბრობს: -მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა-მეთქი. – ძალიან ცუდიო, – მითხრა, – მე მინდა, ეს იცოდეო. არადა ბავშვობაში ცოტათი უფრო ,,გამირბოდა” თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა. მერე თვალის […]
ხატია შამუგია პირადზე ალაპარაკდა: “შევხვდი ქართველ მამაკაცს ევროპული აზროვნებით და ქართული ხასიათით”
ქართველი სელებრითების ერთ-ერთ აქტიურ სახეს, პარფიუმერული ქსელ “ისი პარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ხატია შამუგიას, “ქუჩის ბიჭ” გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ ხმამაღლა და საჯაროდ არასდროს უთქვამს, რომ შეყვარებულია. მის ცხოვრებაში თუ რაიმე სახის გრძნობა ან ურთიერთობა იყო, ამას არასდროს ასაჯაროებდა, მაგრამ დადგა ეტაპი, როდესაც შეუძლია თქვას: “დიახ, შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერ ქალად ვგრძნობ!” ხატიას ცხოვრებაში […]
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ – ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა
ტელეპროდიუსერი და ,,პრაიმშოუს” წამყვანი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც 2011 წელს ,,მის საქართველოს” გვირგვინი დაიდგა თავზე, დაქორწინდნენ. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნეს. ნოე სულაბერიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ჯანეტისთვის – პირველი. ნოე ორი შვილის მამაა. მისი მეორე მეუღლე ცნობილი წამყვანი, ,,რუსთავი 2″-ის სახე ეკა სამხარაძე იყო. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ,,ბედნიერება ყოველთვის შეუძლებლად […]
თიკა ფაცაცია: ,,ქმარმა მომცა სტიმული, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მას შევუყვარდი”
მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია მუდმივად შესანიშნავ ფორმაშია. თუ როგორ ახერხებს ამას სამი შვილის დედა, ამის შესახებ ის ყვება: – ბავშვობიდან ბევრ რამეს მივედ-მოვედებოდი, ანუ, რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაფრის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა, დიპლომატი ვყოფილიყავი და ამიტომ მისაღები გამოცდები მისი ხათრით დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეტსაც გეტყვით − მთელი […]
მამა პეტრე მეუღლეს: ,,პირველად რომ მითხარი, იმ სიტყვებს გიბრუნებ: ,,მიყვარხარ”
მამა პეტრე ცოლის შესახებ ფეისბუქში ჩანახატს აქვეყნებს, სადაც მეორე ნახევარს სიყვარულს უხსნის. „კოლხურ უხერხულობას მინდა, გადავაბიჯო და ვთქვა ის, რასაც ძილშიც ვფიქრობ, მაგრამ ხშირად არ ვამბობ… შენც იცი, ოღონდ უკეთესად მინდა, იცოდე… არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა… რასაც აქამდე მოვყავარ და მიმაჯაჭვა, შენი სიყვარულია… არც თუ ისე ცოტა […]
მაკა ძაგანია: ,,თუ გიღალატებენ, ოჯახის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს”
მსახიობ მაკა ძაგანიას ცხოვრებაში 4 წლის წინ ბევრი რამ შეიცვალა – მისი მეორე შვილი, გიორგი დაიბადა. ამის შემდეგ მის შემოქმედებაში ბუნებრივად გაჩნდა პაუზა, აღარც სპექტაკლებში მონაწილეობდა, დროებით მისი გმირი, თინაც თვალს მიეფარა სერიალიდან ,,ჩემი ცოლის დაქალები”. მერე კი ყველაფერი ძველ რიტმში ჩაჯდა. ამჟამად მაკა ძალიან დაკავებულია, ბავშვებსა და სტუდენტებს ასწავლის, “ილიაუნის თეატრში” თამაშობს და მისი […]











