დედაქალაქის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა, დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ის 5 თებერვალს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა 2017 წლის ივლისში ავარიაში მოყვა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. იმ დღიდან გონზე აღარ მოსულა. წელიწადნახევარი საავადმყოფოში იწვა და სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ვანო ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო. ბოლო 10 წლის […]
კატეგორია: პირადი
გვანცა დარასელია: “ბოტოქსს ვიკეთებ, მიმიკური ნაოჭი მაქვს და არ მინდა, რომ ღარი გამოჩნდეს”
გვანცა დარასელიასთვის სანამ ტელევიზია გახდებოდა ცხოვრების მთავარი საქმე, მანამდე იყო სამოდელო ბიზნესი, სადაც გამორჩეული სახე გახლდათ. კარგად იცოდა, პოდიუმზე როგორ წარმოეჩინა თავი და ახლაც იცის, მის ეკრანულ იმიჯს რა სჭირდება. დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას, ჩაცმის სტილს… და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, გვანცა თვლის, ქალი რომ კარგად გამოიყურებოდეს, მთავარი მის გვერდით მდგომი მამაკაცია. მას ამ […]
გოგა ბარბაქაძე: ,,ჩემი ცოლი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე 15 წლის წინ”
მსახიობი გოგა ბარბაქაძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ პერსონაჟ დათოს პოპულარობა დღემდე მოჰყვება. სერიალის ეკრანზე უკვე რამდენჯერმე დაბრუნდა, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ რეიტინგულია და მისი გმირების ხალასი იუმორი მაყურებელს ისევ ძალიან ახალისებს. გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრისა და “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. სპექტაკლების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ […]
დალი ჩიტალაძე: “ჩემს ასაკში გარეგნობაზე ცოტა ხელის შევლება საჭიროა”
მოდის ექსპერტი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე ბავშვობიდან თავისი კანონებით ცხოვრობს. იცის, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ. მისი ტოლი, ანუ 50 წელს გადაცილებული, ქალებისგან განსხვავებით, ასაკის მატებას არ განიცდის, პირიქით, ყოველი დღის გათენებას მადლიერებით ხვდება. მას ესეც ცხოვრებამ ასწავლა. მოსწონს, როცა […]
ანი ტყებუჩავა: “ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება”
მსახიობ ანი ტყებუჩავასთვის სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონი ემოციურად ყველაზე რთული იყო. მისი გმირი, ნინა, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მოვლენების ასე განვითარებამ მსახიობისგან დიდი ნებისყოფა მოითხოვა. თავისი გმირის, ნინას მდგომარეობამ აიძულა საკუთარ თმას გამოთხოვებოდა და თავი გადაეპარსა, რაც ახალგაზრდა ქალისთვის იოლი არ ყოფილა. ახალ სეზონს ანი უკვე წამოზრდილი თმითა და […]
ეკა მამალაძე: ,,ქმრის გარდაცვალების შემდეგ წლები დამჭირდა, რომ სტრესიდან გამოვსულიყავი”
მომღერალ ეკა მამალაძის ცხოვრება საინტერესო ადამიანებით, საინტერესო ამბებით არის სავსე. იყო ტკივილიც, ტრაგედიაც. ამ ყველაფერზე ის ჟურნალ ,,სარკესთან” ყვება: ბებიები და ბაბუები – ეკა, მარუსია ბებიამ ამანათი გამოაგზავნა პარიზიდან, – მითხრეს და მეც სიხარული ვერ დავმალე. მამაჩემის დეიდა, მარუსია ღოღობერიძე, საფრანგეთში ემიგრაციაში იყო წასული. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, როდესაც ემიგრანტი ნათესავების პოვნა შესაძლებელი გახდა, მამამ […]
სალომე გოგიაშვილი: ,,ზოგჯერ ნევროზის ძლიერი შემოტევები მაქვს” – ,,ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, მის გვერდით ვიქნები”
სალომე გოგიაშვილს დიდი ხანია არც ტელევიზიაში წაუყვანია გადაცემა და არც რადიოში, არც ტელეშოუებში ჩანს ხშირად, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრშია. მისი პირადი თუ საქმიანი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. თუ როგორია ოთხი შვილის დედის ცხოვრება, რა ეტაპია მისი და მისი ქმრის, ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილის, ქორწინებაში, ამის შესახებ სალომე თავად გვიამბობს. – სალომე, როგორ მიედინება თქვენი ცხოვრება ამ ეტაპზე? […]
რა მიზეზით დაინგრა გურამ შეროზიას და ხატია ჩოხარიძის ოჯახი
ბლოგერი გურამ შეროზია და ხატია ჩოხარიძე 2 წლის წინ დაქორწინდნენ. შეროზიასთვის ეს პირველი ქორწინება იყო, ხატიასთვის – მეორე. გასული წლის ზაფხულში მათ საერთო შვილი, გოგონა ეყოლათ. ხატიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს 9 წლის ვაჟი ცოტნე. ,,რეიტინგი”‘ წერს, რომ 3 თვის წინ ისინი ერთმანეთს გაშორდნენ. ,,გურამის და ხატიას ურთიერთობაში აქტიურად ერეოდნენ მათი ახლობლები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც […]
ნუცა კუხიანიძეს მეორე შვილი შეეძინა
შოთა დიმიტრიშვილი: “დიდი ხანია, შეყვარებული არ მყოლია” – რა ხიბლავს ქალში 25 წლის სიმპათიურ ტელეწამყვანს
25 წლის შოთა დიმიტრიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემაში, “დილა მშვიდობისა, საქართველო”, ინტერნეტით გავრცელებულ ამბებს მიმოიხილავს. სანამ მაყურებელს სძინავს, ცდილობს, მსოფლიოს მასშტაბით იპოვოს საინტერესო და სახალისო ამბები, რომლებიც მაყურებელს კარგ განწყობას შეუქმნის. ცისფერთვალება, სიმპათიურ და მუდამ მომღიმარ ტელეწამყვანს შეყვარებული არ ჰყავს. თუ როგორ გოგონებს აქვთ შანსი მისი გულის დაპყრობის, ამაზე ქვემოთ. – შოთა, სანამ ტელეწამყვანი გახდებოდით, […]











