კატეგორია: პირადი

ბასა ფოცხიშვილი: ,,ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია”

,,სარკე”, ია ქუთათელაძე უამრავი ულამაზესი ამღერებული ლექსის ავტორის, შესანიშნავი პოეტის, მორის ფოცხიშვილის დაბადებიდან 11 ივნისს ზუსტად 90 წელი შესრულდა. პოეტის უმცროსმა ქალიშვილმა, ცნობილმა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა, მამას არაჩვეულებრივად აქცია-პერფორმანსი მიუძღვნა. ბასა ფიცხიშვილი ,,სარკეს” ესაუბრა: – სულ მწყდებოდა გული, რადგან ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია, ვგულისხმობ საიუბილეო ღონისძიებებს. მაგრამ მამა ჩემი ნაწილია, სათუთი […]

„ჩემი ქმრის სიყვარულის გამო ბევრი რამ შევძელი” – როგორ გადალახეს ნათია გოგოჭურმა და ზაზა კოლელიშვილმა საპენსიო ასაკის კრიზისი

„სარკე“, ია ქუთათელაძე 30 წლის წინ საქართველოს კინოთეატრებში პირველად აჩვენეს რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ფილმი “გარიგება”. კახური იუმორით გაჯერებულმა კომედიამ თავიდანვე დაიპყრო მაყურებელთა გულები და ასე გრძელდება დღემდე. ყველა თაობა სიამოვნებით უყურებს ფილმს, რომლიდანაც ფრაზებს ყოველდღიურ საუბრებში ხშირად გაიგონებთ. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ამ ფილმის სცენარი ზაზა კოლელიშვილის ცოლმა, მსახიობმა ნათია გოგოჭურმა, დაწერა. მასვე ეკუთვნის […]

„ჩვენი ოჯახი იმაზე კარგი შედგა, ვიდრე წარმოგვედგინა” – როგორ შეცვალეს ერთმანეთი ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ

„სარკე“, ავთო ჩიტიძე მსახიობისა და მომღერლის, ანდრია გველესიანის, მეორე ნახევარი ასევე მსახიობი მაიკო ვაწაძეა. ისინი ერთად თეატრალური უნივერსიტეტიდან მოდიან. თავიდან მეგობრები იყვნენ და ეს გრძნობა სამ წელიწადში დიდ სიყვარულში გადაიზარდა. მათი ოჯახი უკვე ხუთ წელს ითვლის, ჰყავთ ვაჟი, სანი. ამჟამად ცოლ-ქმარი ახმეტელის თეატრში ერთ სპექტაკლში თამაშობს და მაიკო თვლის, რომ ქმართან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია. […]

ხვიჩა კვარაცხელიას შვილი გაქრისტიანდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის პირველი შვილი, დამიანე, გაქრისტიანდა. წყვილმა შვილი სამთავროს მონასტერში მონათლა. სტუმრებს კი მთაწ­მინ­და­ზე, რეს­ტო­რან­ში უმასპინძლეს, სადაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის მომღერლები იყვნენ მიწვეული. დამიანეს ფოტოები საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა.  

ხათუნა ჟორდანია შვილის პირადზე: „ნინი ცოტა ჩაკეტილი იყო რამდენიმე წელი“

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ცოტა ხნის წინ გამომწერებს გულახდილი პასუხები გასცა თავის პირადზე. თქვა, რომ 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს გაშორდა. ამის გადატანაში კი ოჯახი დაეხმარა. ამბები.ჯი ნინის დედას, ხათუნა ჟორდანიას დაუკავშირდა. -სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და ნი­ნის გუ­ლახ­დი­ლო­ბა, ფაქ­ტია, რომ ის ბოლო წლებ­ში მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და… – ეს ნი­ნის უნდა […]

„ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მა­ინც მქონ­და“ – რას ყვება ლიკა ქავჟარაძის შვილი

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ერთადერთი ვაჟის, ლევან თავართქილაძის ინტერვიუ დედის სიცოცხლეში გამოქვეყნდა „ცხელ შოკოლადში“. ინტერვიუდან ამონარიდებს „ამბები.ჯი“ აქვეყნებს: -ძნე­ლია დე­და­ზე ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დე­დაა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გგო­ნია. ლიკა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რი­ოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­ზარ­და. არ გზღუ­დავს იმი­ტომ, რომ თვი­თო­ნაც უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ადრე უფრო […]

მაკა შალიკაშვილი: „ჩემზე ამბობენ, სოფლელი სოფელშიო…“

მსახიობი მაკა შალიკაშვილი წლებია, თბილისში ცხოვრობს, ძალიან ბევრს მუშაობს, მაგრამ საკუთარი ჭერი ჯერ კიდევ არ აქვს. -ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი, ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან… უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას […]

ნინი ქარსელაძე: „დიდი ხანია, ქმარს გავშორდი“

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ თავისი გამომწერების კითხვებს გულახდილად უპასუხა და „ინსტაგრამზე“ დაწერა: „ქმარს გავ­შორ­დი უკვე დიდი ხა­ნია. 5 წლის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ღმერ­თის, ჩემი ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­ვე­დი სამ­შვი­დო­ბოს. ეს გზა მარ­ტი­ვი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგ­რამ მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მო. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ არ ვი­სა­უბ­რებ, რომ სა­კუ­თარ თავს ვცემ პა­ტივს. მო­მა­ვალ­ში შვი­ლის […]

თამრიკო ჭოხონელიძე: „მთელი ცხოვრება ეს ქალი არის უკვე ძალიან დასჯილი, ამიტომ ეყოფა ახლა“

გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე გახლავთ, რომელიც თავისი ცხოვრების სირთულეებზე ყვება – პირადზე, პატრიარქზე და ა.შ. „ეს არის ჩემი მოუშორებელი ტკივილი, მოუშორებელი სტრესი… მთელი ცხოვრება ეს ქალი არის უკვე ძალიან დასჯილი, ამიტომ ეყოფა ახლა და ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ ადამიანობა… ტირილი დაიწყოო რა და მე ასე არავინ მყვარებიაო, წარმოგიდგენია? დღემდე ჩემი მოუშორებელი ტრავმაა… დღესაც […]

თამთა კოსტავამ ოჯახი შექმნა – ვინ არის მერაბ კოსტავას შვილის ქმარი

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილმა, მახატვარმა თამთა კოსტავამ ოჯახი შექმნა, მისი ქმარი ბიძინა მესხია, პროფესიით ექიმი. თამთა როგორც „კვირის პალიტრასთან“ ყვება, ერთმანეთი გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიცნეს და სვეტიცხოვლობას იქორწინეს. თამთას მეჯვარე ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე იყო. თამთა კოსტავა: საღამოს მერე ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩემთან გამოუშვა თავის საქმეზე და ბიძინა შინ მესტუმრა. ასე ახლოს პირველად […]