,,კრიზისი შეიძლება ნამდვილი კურთხევა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ერისთვის, რადგან ყველა კრიზისი წინსვლას იწვევს. კრეატიულობა ტკივილისგან იბადება, ისევე, როგორც დღე იბადება ბნელი ღამიდან. კრიზისის დროს იბადება გამომგონებლობა, აღმოჩენები და დიდი სტრატეგიები. ის, ვინც კრიზისს დაძლევს, იმარჯვებს საკუთარ თავზე, საკუთარი თავის დამარცხების გარეშე. ის, ვინც კრიზისს აბრალებს საკუთარ წარუმატებლობას, უგულებელყოფს საკუთარ ნიჭს და მეტ პატივს სცემს […]
კატეგორია: მოზაიკა
,,შეიკარით თმა, ჩანთა და სხვა ნივთები კართან, ყუთში ჩაალაგეთ…” – სახლიდან გასვლის და შესვლის პროტოკოლები
გიორგი გაგნიძე: ,,ნიუ იორკში უამრავი მეგობარი მყავს და მათზე.ძალიან ვდარდობ”
მსოფლიოს ოპერის ვარსკვლავი, ბარიტონი გიორგი გაგნიძე მე-9 დღეა კარანტინშია. ის საქართველოში ამერიკიდან 18 მარტს დაბრუნდა. მას მეტროპოლიტენ ოპერაში სპექტაკლ ,,ტოსკაში” უნდა ემღერა, მაგრამ კორონავირუსის გამო თეატრის მუშაობა შეჩერდა. ახლა გიორგი იმ ადამიანებზე წუხს, იმ მეგობრებზე, რომლებიც ნიუ იორკში დატოვა. გიორგი გაგნიძე: -ნიუ იორკში 7 თებერვალს ჩავფრინდი. მაშინ კორონავირუსი უკვე მოდებული იყო ნახევარ მსოფლიოს, მაგრამ ნიუ […]
იტალიელმა მოძღვარმა თავისი სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას დაუთმო – ,,ისე მოკვდა, როგორც ნამდვილი მღვდელი”
72 წლის იტალიელმა მღვდელმა, ბერგამოს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა, დონ ჯუზეპე ბერარდელიმ, საკუთარი თავი გაწირა უცნობი ადამიანისთვის. მას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა უარი თქვა იტალიაში დეფიციტურ რესპირატორზე, რომელიც სამრევლომ პირადად მას უყიდა. მან გადაწყვიტა, სასუნთქი აპარატი მასზე ახალგაზრდა პაციენტისთვის გადაეცა. -დონ ჯუზეპე, როგორც ნამდვილი მღვდელი, ისე მოკვდა. ღრმად ვარ შეძრული იმ ფაქტით, რომ მან უარი თქვა სასუნთქ […]
მეუფე: ,,მორწმუნეობა არ ნიშნავს იმას, რომ საღ აზრს უარი უთხრა”
მეუფე გრიგოლი: -ეკლესია არ არის ის, რაც მხოლოდ ტაძრის შენობაშია. ეკლესია მისტიკური სხეულია ქრისტესი. ეკლესიის უხილავი თავი იესოა და მისი წევრები ჩვენ ვართ. ასეთი ეკლესია სახლშიც არის, ტაძარშიც და ციხეშიც. არაა პრობლემა, სად ილოცებ. ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშაც შეიძლება ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამღვდელოება ისე იმოქმედებს, რასაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს. ამით დამშვიდება, რომ […]
ირაკლი ვაჩიბერაძეს უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია! – ,,სარკის” და ,,მთავარი არხის” ჟურნალისტი კარანტინშია
ჟურნალ ,,სარკის” და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე დღეს კარანტინში მოათავსეს. აქვე დავაზუსტებთ და ვიტყვით იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც რატომღაც ყველაფერში მედიას ადანაშაულებენ და ჭკუას ასწავლიან – ჟურნალისტს უსაფრთხოების წესები არ დაურღვევია! ირაკლი ორშაბათს ”მთავარი არხისთვის” რეპორტაჟს აკეთებდა იმის შესახებ, თუ რატომ გადაიყვანეს პაციენტი თბილისიდან საჩხერის საავადმყოფოში. სწორედ ამ დროს იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის […]
გორში მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ
შიდა ქართლის საინფორმაციო გვერდი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომ გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ. ახალშობილს ბარბარე დაარქვეს. ნანიკო 2018 წლის 25 ოქტომბერს გორში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა მისი ცხედარი იპოვეს. გოგონას მკვლელობისთვის სასჯელს 33 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე იხდის. ექსპერტიზის დასკვნა: ნანიკო ბერიაშვილს მკვლელმა მთელ სხეულზე დაზიანებები მიაყენა
,,კაცებო, ნურასოდეს გაუშვებთ ცოლებს მაღაზიაში აბაზანის ხალათით” – ანა ლაშხელი-ონიანი
,,არც გათხოვებამდე და არც გათხოვების მერე ქალს არ აქვს უფლება, გახდეს საკუთარი თავის მსხვერპლი. გათხოვება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას. საქმე, რომელიც საკუთარ თავს გაშორებთ, მაშინაც კი არ გამოილევა, სამი ცოლი რომ ჰყავდეს თქვენს ქმარს. ასე რომ, პატივი ეცით თქვენს ქალურობას, თქვენს შარმს და ინდივიდუალურობას, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა თქვენი ქორწილის ფოტოებს ათვალიერებთ. არ […]
ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა – ,,იძულებული ვარ, ვიცოცხლო… მიკვირს, როგორ არ სკდება გული”
მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც შვილი, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაეცვალა. ქალბატონი ლალი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილის უკანასკნელი ნამუშევარი, ფილმი ,,ხიდი” დასრულებულიყო, რომელსაც 57 წლის რეჟისორი თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა. ერთი კვირის გადაღებები ჰქონდა დარჩენილი, როდესაც მისი სიცოცხლე შეწყდა. ,,ხიდი” რეჟისორის მეგობრებმა დაასრულეს და ამით ლალი […]
სიყვარულის ნექტარი თბილისის ოპერის თეატრში
26, 27, 29 თებერვალს და 1 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართება. ეს დადგმა წარმოადგენს Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ თანადაფინანსებით. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს […]











