ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.
ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა.
დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილი ქალი ელენიკო სახეიშვილია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ამბები.ჯი
