თამუნა მუსერიძე ქმარს გაშორდა – „ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს“

თამუნა მუსერიძე ქმარს გაშორდა - „ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს“ჟურნალისტ თამუნა მუსერიძისა და მსახიობ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის 12-წლიანი ქორწინება დასრულდა. ამის შესახებ თამუნამ თავად ისაუბრა:

-ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს. ახლა რომ მიჭირს, ჩემი ცხოვრების 41 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ. არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად… ჩვენს ურთიერთობაში დროდადრო ჩნდებოდნენ მესაე პირები, მაგრამ ვატარებდი, ვპატიობდი  ბევრი მიზეზის გამო, ახლა უბრალოდ ვერ გავატარე.

ერთ-ერთი მძიმე ეტაპი გავიარეთ შარშან, როცა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა… ესეც გავატარე. მაგრამ წელს ვეღარ ავიტანე… წელს რაც ვნახე, შემთხვევით, წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც იცი, კაცს ჰყავს ცოლი, სამი შვილი, აქვს 12-წლიანი ოჯახი, ასე ადგებოდე ღამით სახლში სასმელით… არ მინდა, დეტალებში შესვლა, ძალიან მიჭირს… ასეთი ქალების არ მესმის, მაგრამ მას არ ვადანაშაულებ, ჩვენი ბრალია ყველაფერი. ჩენ რომ მყაეად ვყოფილიყავით, ეს არ მოხდებოდა. ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ…

მინდა, მამამაკაცებს ერთი რჩევა მივცე: „მესენჯერი“ ჩართული არ დაგრჩეთ, როცა სახლიდან გადიხართ. ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. წარმატებებს ვუსურვებ ორივეს და წარმატებას ვუსურვებ ჩემს თავსაც. თუ სადმე სახეახეული მნახეთ, მიხვდებით, რაშია საქმე.