„ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს… სანდრო ჩემი შვილების მამაა“ – თამუნა მუსერიძე გამომწერებს თხოვნით მიმართავს

„ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს... სანდრო ჩემი შვილების მამაა“ - თამუნა მუსერიძე გამომწერებს თხოვნით მიმართავსჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ქმართან, მსახიობ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძესთან გაშორების შემდეგ თავის გამომწერებს თხოვნით მიმართავს:
„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქმეგობრებო! მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით.
ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.
ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!
დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“.