სიმინდს ვინც საათობით ხარშავთ, ესე იგი შეცდომა დაუშვით და ხარშვის დროს გადააჭარბეთ. სინამდვილეში 15 წუთიც საკმარისია, ზოგჯერ 7 წუთიც. თეა მანგოშვილი წერს:
„სიმინდს თქვენც ჩემსავით რამდენიმე საათი თუ ათუხთუხებთ სიცხე-პაპანაქებაში, მინდა, გაუწყოთ, რომ სიცრუეში გიცხოვრიათ აქამდე. ჩვენი შვილების თაობაზე ხომ ვგიჟდები და დღითი დღე უფრო ვრწმუნდები, რომ საოცრებები არიან და ბევრი უნდა ვისწავლოთ მათგან.
მარიამმა (ჩემი უფროსი შვილი) სიმინდი მოვხარშოთო, დავიკაპიწე ხელები და თან გული მიწუხდება, საათები რომ უნდა ვხარშო. უცებ მესმის მითითება:
-დედა, არ დაგავიწყდეს, დრო დაინიშნე.
-რა დრო? – ჩამეღიმა. ამხელა გოგოა და სიმინდის მოხარშვა არ იცის, რა დრო უნდა დავინიშნო.
-დედა, ადუღებიდან 7 წუთში მზად იქნება.
ჩამეღიმა, მაგრამ ჩუმად ჩემთვის. არც პასუხი გამიცია. წავედი ქვაბის გაზზე დასადგამად და თან ვფიქრობ: აი, ახლა 7 წუთი რომ გავა და ისევ ქვასავით მაგარი იქნება, თვითონვე მიხვდება, რომ სისულელს ამბობს. დიდი მოლოდინით ველოდები 7 წუთის გასვლას.
ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ ცდება. ჰოდა, ხალხო. ჰოი, საოცრებავ, ზუსტად 7 წუთში სიმინდი მოხარშული იყო.
ჩემა გაოცებულ სახეს უყურებს მარიამი და მშვიდად, არა ნიშნისმოგებით ამბობს:
-ჰო, დედა 7 წუთის შემდეგ გამაგრებას იწყებს და მერე მართლა საათები სჭირდება მოხარშვას.
ამდენი წელი სად იყავი მარიამ?..”.
სიმინდი სასარგებლო პროდუქტების რიცხვში შედის.
იგი შეიცავსА, В1, В3 ჯგუფის ვიტამინებს, В9 და С ვიტამინს, ასკორბინის მჟავას. სიმინდის ტარო მდიდარიაკალიუმით, მაგნიუმითა და რკინით. გააჩნია ანტისტრესული მოქმედება და დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, გულზე და ერითროციტების გამომუშავებაზე. ორგანიზმში ვიტამინი В1-ის დღიური ნორმის შესავსებად საკმარისია დღეში სულ რაღაც 150 გ მოხარშული სიმინდის მიღება.
სიმინდის ერთ-ერთ უნიკალურ თვისებას წარმოადგენს ის, რომ იგი არ იცვლის თვისებებს ხარშვისას, კონსერვირებისას თუ სხვა თერმული დამუშავებისას.
100 გრამი მოხარშული სიმინდი შეიცავს 123 კკალ/100გ, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ამასთან მას მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად, კვების დიეტურ რაციონშიც გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მოხარშული სიმინდი სასარგებლოა ჭარბი წონის დროსაც კი, რადგან მალე ანაყრებს ორგანიზმს და აქვეითებს მადას.
სიმინდი რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, ქვაბში ჩააფინეთ მწვანე ფოჩები და წამოადუღეთ. შემდეგ ჩააწყეთ სიმინდი და მაღალ ცეცხლზე ხარშეთ. მოხარშვის შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ, რომ თერმული პროცესი შეჩერდეს და არ გამაგრდეს.
სიმინდის გემო უფრო გაჯერებული იქნება, თუ წამოდუღებისას ერთ ჭიქა რძესა და ცოტაოდენ კარაქს დაუმატებთ.