„დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა თავზე, მის თავზე იმყოფებოდა ნანგრევები, ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ ფეხი ჩანდა. როცა ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა…შემდეგ ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო ეჭირა, თმის სამაგრი ეჭირა რვა საათის განმავლობაში, მუჭში ეჭირა და როდესაც გავუხსენით, გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავიძახეთ, ხელი მოეჭირა თუ ესმოდა ჩვენი ხმა, ხელი როცა მოგვიჭირა, მაშინ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო” – ამბობს მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი ნანგრევებიდან გამოყვანილ 3 წლის თაიაზე, გადაცემაში „იმედის დღე”.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის ნგრევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვის.
ძებნა-შველის ოპერაციები მთელი დღე მიმდინარეობდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლისა და 9 თვის თაია გამოიყვანეს.
