ოჯახის ინფორმაციით, პროფესორ გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 57 წლის პროფესორს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ, ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“ – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი გახელაძის მეუღლემ, მწერალმა ირმა მალაციძემ.
სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები იყვნენ გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები და მოხალისეები.
„სარკე“ იზიარებს ოჯახის მწუხარებას.
