,,ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ერთს მაინც გავაკეთებ – გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია”, – დაწერა ქუთაისელა ჟურნალისტმა, ბუბა ჩივაძემ და ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თვითდაზიანებები მიიყენა. ამ დროს მას ,,ფეისბუქლაივი” ჰქონდა ჩართული. ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
,,გადადგით ნაბიჯი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად” – ამბობს ბუბა ჩივაძე ,,სარკის” ინტერვიუში, სადაც საკუთარ თავზე გამარჯვებაზე წერს _ მან 155 კილო დაიკლო.
,,თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მეორედ დავიბადე, ძველი ბუბა გავუშვი და ახალი ბუბა მოვედი. ეს იმდენად სწრაფად მოვახერხე, რომ ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: ,,ნუთუ ეს მე ვარ?!”. მგონია, რომ ეს ყველაფერი არც კი მომხდარა, რომ მე სულ ასეთი ვიყავი”, – მოუყვა ,,სარკეს” რამდენიმე წლის წინ.
ფოტო ,,ინფო იმერეთის”