,,სხვები გადაარჩინა… დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი” – 12 წლის იური გუჯაბიძეს მთელი საქართველო გლოვობს

,,სხვები გადაარჩინა... დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი" - 12 წლის იური გუჯაბიძეს მთელი საქართველო გლოვობსმთელი საქართველო გლოვობს გურიაში სტიქიის დროს დაღუპულებს, რომელთა შორის 12 წლის იური გუჯაბიძეცაა.
,,მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა… დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე… სხვები გადაარჩინა… არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა – გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც … ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე”, – წერს ნინო მშვიდობაძე და მეშვიდეკლასელი იური გუჯაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექსს აქვეყნებს:
,,გეძინა მაინც?
მშვიდად გეძინა, შვილო?..
გაუთენებელ ღამეს მაინც თუ შეხვდი ფერადი სიზმრით?
იქ რა ამბავი აიტანე ნეტავ,
პატარავ?
ღმერთს რა უთხარი:
ჩვენგან ზურგშექცეულ,
ჩვენგან მიტოვებულ,
ჩვენგან დავიწყებულ ღმერთს???
იმედი მაქვს, რომ ტკივილი ვერ იგრძენი…
უფრო ზუსტად, მინდა მჯეროდეს, რომ ვერ იგრძენი,
თითქოს ასე უფრო მშვიდად ვიქნები –
საკუთარ თავს ვუფრთხილდები –
ეგოისტი ვარ…
არ შეგეშინდეს მანდ, პატარავ,
რამდენიმე დღის წინ შოვიდანაც წამოვიდნენ მანდ ტალახს გამოქცეული ანგელოზები,
მარტო არ იქნები და არ შეგეშინდეს…
ჩვენ გვაპატიე,
ჩვენ – აქ დარჩენილებს,
გვაპატიე, რომ ცოცხალს ვერ მოგეფერეთ სათანადოდ,
რომ ღმერთი გავაბრაზეთ და უთქვენობით გვსჯის,
რომ ერთმანეთი დავკარგეთ და ერთმანეთს ვერ ვხედავთ,
გვაპატიე, კარგო ბიჭო,
არცკი იცოდი,
ისე იქეცი გმირად…
იქ, ჩვენგან დავიწყებულ ღმერთს უთხარი,
“ტანჯვით შენდობა შევისყიდეთ”
დიდი ხანია და ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებთ…
შენ ხომ გეძინა,
ჩემო პატარავ?
ხომ არ გეტკინა???”