ახალი მინერალური წყალი კოკოტაური აჭარის მთებიდან

ახალი მინერალური წყალი კოკოტაური აჭარის მთებიდან„კოკოტაური“ მინერალური წყალია რომლის სახელი მაღალმთიანი აჭარის სოფელს უკავშირდება, რომელსაც ასევე კოკოტაური ჰქვია. ადგილობრივები მას უკვდავების წყაროსაც უწოდებდნენ. წყაროს ცნობები 17 საუკუნიდან მოიპოვება. აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში კლდიდან მოედინება სასწაულმოქმედი მინერალებით გაჯერებული წყალი და ბევრ დაავადებას კურნავს. უძველეს დროში მას კანის დაავადების სამკურნალოდაც იყენებდნენ. ამბობდნენ უშვილო წყვილები ჩამოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან და უშვილობის უებარუ წამალიც იყოო. მისი ჩამოსხმა 1972 წელს კომუნისტების პერიოდში მოხდა.ის შეიცავს ჰიდროკარბონატებს,მაგნიუმს კალცს,ნატრიუმსდა სხვა მინერალებს. დებეტი დღე ღამეში 10 12 ტონაა.

ახალი მინერალური წყალი კოკოტაური აჭარის მთებიდან

ვლადიმერ შერვაშიძე კოკოტაურის მწარმოებელი ქარხნის დირექტორი:

– ჩვენი მინერალური წყალი მართლაც უნიკალურია. ერთხელ თუ დალევ აუცილებლად შეიყვარებ. ძალიან მარგებელია. ჩვენმა ჩამოსხმულა მინერალურმა წყალმმა პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალიც მოიპოვა. დიდი მოთხოვნაა საზღვარგარეთ მის გატანაზე. ვგეგმავთ წყაროს წყლის გამოშვებასაც. „ქედის წყალი“ ამ სახელწოდებით გამოვა ჩვენი ახალი ბრენდი. „კოკოტაური“ ჯერ აჭარაში გამოჩნდება დახლებზე შემდეგ მთელ საქართველოში. ის მრავალ დაავადებას შველის მათ შორის სხვადასხვა სახის ჰეპატიტს, კუჭნაწლავის ქრონიკულ დაავადებას. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ კოკტაური ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.