ბელა ალანია: ,,ასე უეცრად ლოგინში გარდაცვალება არ შეგშვენოდა, გიო”

ბელა ალანია: ,,ასე უეცრად ლოგინში გარდაცვალება არ შეგშვენოდა, გიო"უცხო მიწაზე კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა _ გიორგი ზამთარაძე, რომელიც 31 წლის იყო. ის სამუშაოდ პოლონეთში იყო წასული. გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა. ის მწერალ ბელა ალანიას უახლოესი ადამიანის, ბავშვობის მეგობრის შვილი იყო. ქალბატონი ბელა ამ უდიდეს ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს:

,,როგორ გაჭირდება უშენოდ ცხოვრება, ჩემო გიორგი. სიკეთის, კეთილშობილების განსახიერება იყავი. წარსულ დროში როგორ უნდა გახსენოთ… ჩემს შვილებს დააკლდება შენნაირი მეგობარი, ნათესავი… საქართველოს კი ძალიან მაგარი ბიჭი, რომელსაც შვილიც არ დარჩა. რატომ უნდა დაგჭირვებოდა სამშობლოდან პოლონეთში გადახვეწა, ძნელი მისახვედრი არაა… ასე უეცრად ლოგინში გარდაცვალება არ შეგშვენოდა, გიო. არ მჯერა, რომ ვერასოდეს გნახავ, ჩემო ბიჭო, ჩემო ბუნჩულა, ჩემო სიყვარულის ადამიანო. შენ მთელ საქართველოს მოუკვდი”.